რეგისტრაცია

ხერარდ პიკე - "სულით ხორცამდე "ბლაუგრანელი"

image
"ბარსელონაში" უამრავ სუპერვარსკვლავს უთამაშია. მათი უმეტესობა "ლა მასიის" აკადემიის აღზრდილი ყოფილა, თუმცა "ბლაუგრანას" ისტორიაში ნამდვილად ვერ შეხვდებით ჟერარდ პიკეს მსგავს ბევრ პიროვნებას, რომელიც თავის კატალონიელობას მოედანსა და მის მიღმაც ავლენს. მოცემულ სტატიაში სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის ბურჯზე ვისაუბრებთ.

გამოცდილი ფეხბურთელი 1987 წლის 2 თებერვალს, ბარსელონაში დაიბადა. შესაძლოა, რომ ხერარდის მომავალი სულ სხა გზით წარმართულიყო, თუმცა ყმაწვილზე ზრუნვა ბაბუამ, "ბარსას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა იგდო ხელთ და მას ფეხბურთი შეაყვარა. ალბათ ბევრს გეცოდინებათ, რომ პიკეს მეორე გვარი ბერნაბეუა და ის მადრიდის "რეალის" ისტორიის ლეგენდარული ფიგურის, სანტიაგო ბერნაბეუს მოგვარე გახლავთ. ნამდვილი პარადოქსია, რომ "ბლანკოსის" სტადიონის სახელის იდენტური გვარის მქონე პიროვნება "მერენგების" ესოდენ დიდ მოძულედ ჩამოყალიბდა.

ვგონებ, ბევრს გსმენიათ ისტორია, რომელიც პიკეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან მიმართებაში შეემთხვა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რომელიც 12-13 წლის ხერარდის პაპას ესტუმრა, მას ხელი ჰკრა, მიწაზე დაანარცხა და განუცხადა, რომ თავისი სისუსტის გამო ვერასდროს შეძლებდა "კამპ ნოუზე" ასპარეზობას. ეს ყმაწვილისთვის ექსტრა-მოტივაცია გამოდგა და, ალბათ, ესპანელი უკანახაზელი ახლაც ნიშნის მოგებით იცინის, როცა ამ მოგონებას გაიხსენებს.

ხერარდის კარიერა "ბლაუგრანას" ასაკობრივ გუნდში არცთუ კარგად წარიმართა. იგი სესკ ფაბრეგასისა და ლიონელ მესის გვერდით პროგრესირებდა, მაგრამ ამ უკანასკნელისდა გამოკლებით, თითოეულმა მათგანმა ნისლიან ალბიონს მიაშურა. ნახევარმცველი "არსენალში" ჩაირიცხა, ხოლო პიკე - "მანჩესტერ იუნაიტედში".

პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ხერარდმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარა, 2006 წლის 29 მარტს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რადგან გარი ნევილი ტრავმირებული გახლდათ. იგი ბოლომდე ვერ ჩაეწერა მანკუნიელთა შემადგენლობაში და მომავალ ზაფხულსვე გაანათხოვრეს ესპანურ "სარაგოსაში."

"ბლანკოსისათვის" 2006-07 წლების სეზონი დაუვიწყარი. დაცვის ცენტრში ხერარდ პიკესა და გაბრიელ მილიტოს დუეტი პრაქტიკულად გაუვალი იყო, ხოლო შეტევაში გაბრიელის ძმა, დიეგო ბრწყინავდა. საბოლოო ჯამში, არაგონელებმა ლა ლიგა მეექვსე პოზიციაზე ჩაამთავრეს და ევროტურნირებზე გასვლის უფლებაც მოიპოვეს.

"ემიუს" ლეგენდარული მესაჭე, სერ ალექს ფერგიუსონი მალევე მიხვდა, რომ პიკეს ესპანეთში დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და შოტლანდიელმა მალევე დააბრუნა ხერარდი "ოლდ ტრაფორდზე". უეფას ჩემპონთა ლიგაზე ესპანელმა თავისთვის პირველი გოლი 2007 წლის 7 ნოემბერს შეაგდო, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მეტოქის კარის აღება მან კიდევ ერთხელ მოახერხა, ამჟამად "რომასთან". საბოლოოდ, ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ეს გათამაშება მანკუნიელთა ტრიუმფით დასრულდა და ხერარდმაც კარიერაში პირველად მოიგო ეგზომ დიდებული ტიტული.

2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანელი უკანახაზელი "ბარსელონამ" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ცენტრში გაბრიელ მილიტო, კარლეს პუიოლი და რაფა მარკესი ასპარეზობდნენ, ხერარდი კონკურენციას არ შეუშინდა და 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა. ამის შემდეგ ხერარდს აღარ დაუთმია ძირითადი მცველის სტატუსი, იცვლებოდნენ მისი მეწყვილეები, თუმცა ის მუდამ საკვანძო ფიგურა გახლდათ.

პეპის ეპოქის დამთავრების შემდეგ ესპანელმა თავისი ჩვეული ფორმა დაკარგა. გულშემატკივრებში მასობრივად წარმოიშვა მისდამი უკმაყოფილება ორიოდ ჩავარდნილი წლის გამო და ბევრი ხერარდის ალტერნატივის ძიებასაც მოითხოვდა, თუმცა 2014-15 წლების სეზონის მეორე ნახევარი პიკემ საოცარი აღმაფრენითა და დიდებული ფორმით ჩაატარა. მისი წვლილი შესამჩნევი გახლდათ "ბლაუგრანას" ისტორიაში მეორე ტრიპლეტის მოგებაში. აქედან მოყოლებული, ხერარდს აღარ დაუკარგავს თავისი სტაბილურობა, მიუხედავად პატარ-პატარა ლაფსუსებისა.

როდესაც ფეხბურთის ქომაგნი მადრიდის "რეალის" მცველ სერხიო რამოსს პიკესთან ადარებენ, მათი უმთავრესი არგუმენტი არის ის, რომ "თეთრების" კაპიტანს გოლის გატანის შესაშური ალღო აქვს. ვგონებ ბევრს ავიწყდება ხერარდის თითო-თითო გოლი 2009 (6:2) და 2016 (1:2) წლებში გამართულ კლასიკოებში, ანდაც როგორ შეიძლება სათვალავში არ ჩააგდო ესპანელის ულამაზესი ბურთი მილანის "ინტერის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, როცა მან შესაშური ფინტით გააბითურა "ნერაძურელი" ვიზავი. ბევრჯერ ვხედავთ სურათს, როცა პიკე საჯარიმოში გარბის, რათა "ლურჯ-ბროწეულისფერები" ქულების დაკარგვისგან იხსნას და ამას წარმატებითაც ახერხებ, ამიტომ არ არის სწორი იმაზე აპელირება, რომ ხერარდს გოლების გატანა არ გამოსდის და კაცმა რომ თქვას, ეს არც გახლავთ მისი პირდაპირი ვალდებულება.

ბევრი პიკეს იმიტომაც აკრიტიკებს, რომ პოლიტიკურ საკითხებში ზედმეტადაც კი ერევა, თუმცა პირადად მე არ ვთვლი ამას ესპანელის დაკნინების მიზეზად. ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი მშობლიური კუთხე, ვერაფერი გააჩერებს იმ უსამართლობის აღსაკვეთად ბრძოლაში, რასაც აწყდება. ხერარდი კატალონიის დამოუკიდებლოსთვის იბრძვის, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ იგი "ფურიო როხაში" თამაშს თავს არიდებს და იქ ბოლომდე არ იხარჯება. არასდროს დამავიწყდება მისი გადამწყვეტი გოლი ჩეხეთთან, ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მატჩში, მაშინ თითოეულ ესპანელს უყვარდა პიკე, თავისი პოლიტიკური მრწამსისდა მიუხედავად. რატომღაც მგონია, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის "ბლაუგრანას" პრეზიდენტის პოსტზე, ან კატალონიელ პოლიტიკოსადაც მოგვევლინება. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ იგი ამ პროფესიისადმი დამახასიათებელ ორომტრიალში არ იკრავს თავს, თუმცა თავისი მშობლიური რეგიონისადმი სიყვარული ხერარდს ყველაფერს ჩაადენინებს. მანამდე კი ვისიამოვნოთ "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და გამორჩეული ფიგურის, ხერარდ პიკეს ასპარეზობით!скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
dato wiklauri 10 დეკემბერი 2017 21:28
sagol magari statia iyo
luisito;l.messi;jr 10 დეკემბერი 2017 13:55
ძაან მაგარი სტატიაა, პიკე მუდამ იქნება ბარსელონას ლიდერი მას ყველა ის თვისება აქვს რაც ჭირდება პრეზიდენტს ძაან მაგრად იმუშავებს ბარსელონაში...
DON ANDRESS 10 დეკემბერი 2017 13:21
მაგარი სტატიაა.პიკე სულით კატალონიელია და აუცილებლად მოგვევლინება ბარსას პრეზიდენტად
lasha lionel საიტზეა
lasha lionel 10 დეკემბერი 2017 12:18
ძალიან კარგი სტატია, პიკჯე არის ბარსელონას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა,დაცვის ხაზის ლიდერი,
მას არაეთხელ გადაურჩენია ბარსელონა გოლის გაშვებისგან,პიკე გულით და სულით ბარსელონელი არის,
მართალია უყვარს სხვის საქმებში ცხვირის ჩაყოფა მაგრამ ის მაინც ყვლეა ქულეს უყვარს,პიკემ საკმაოპო ბვერი რა მოახეწრხა ჯერ იყო აბიდალი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან,მერე კი იესთი ლიდერი გახდა გუნდის რომ ვერც ერთი მცველი ვერ ჯობნიდა მას დაცვის ხაზში, პიკე მომავალში აუცილებლად ბარსელონას პრეზიდენტი გახდება.
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
CuLe MSD 10 დეკემბერი 2017 11:42
Au dzalian magari statiaa :) martla bevri ram ar vicodi aqedan :/ damadloba <3 kideunda vtqva ai dzaaaan magari statiaa :dddd
evroze gatanili goli arc me damaviwydeba :) pike da ramosi rom gaxsendeba chaxutebulebi cudad vxdebi :ddd
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 10 დეკემბერი 2017 11:05
ბრავო, კარგი სტატიაა... პიკეს აქვს ხოლმე ჩავარდნები, წელსაც ვერ გამოიყურება მაინც და აინც კარგად, თუმცა უმაღლესი დონის მცველია. წლებია ბარსას დაცვის ლიდერია, არც ასაკი აქვს ისეთი რომ ჩამოვწეროთ. ზამენაზე უნდა ვინმე, რომ კონკურენცია გაუწიოს და მოუმატოს მანაც.
kule forever 10 დეკემბერი 2017 00:13
Sagol martla sagol magari statiaa
--------------------
მეტი ვიდრე კლუბი
LIONEL MESSI 9 დეკემბერი 2017 21:59
ძალიან მაგარი ადამიანია პიკე.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
Giorgi Changelia 9 დეკემბერი 2017 21:52
ციტატა: M10 S9 D11
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: M10 S9 D11
პიკეს ბარსას პრეზიდენტად მოსვლას ველოდები მოუთმენლად

მერე ნახე ტრანსფერები :D

და რეალის წიოკი ფეხბურთელია და ისე ასხავს რეალს და ეს რო პრეზიდენტი გახდება მერე ნახე რას უზავს

"ელ კლასიკოში" ეს და "რეალის" პრეზიდენტი გვერდი-გვერდ... :D
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
M10 S9 D11 9 დეკემბერი 2017 21:48
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: M10 S9 D11
პიკეს ბარსას პრეზიდენტად მოსვლას ველოდები მოუთმენლად

მერე ნახე ტრანსფერები :D

და რეალის წიოკი ფეხბურთელია და ისე ასხავს რეალს და ეს რო პრეზიდენტი გახდება მერე ნახე რას უზავს
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
Giorgi Changelia 9 დეკემბერი 2017 21:45
ციტატა: M10 S9 D11
პიკეს ბარსას პრეზიდენტად მოსვლას ველოდები მოუთმენლად

მერე ნახე ტრანსფერები :D
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
M10 S9 D11 9 დეკემბერი 2017 21:42
პიკეს ბარსას პრეზიდენტად მოსვლას ველოდები მოუთმენლად
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
Giorgi Changelia 9 დეკემბერი 2017 21:36
ირაკლი, ბრავო...
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
ბლოგი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
ლეო მესი
19
2
სუარესი
15
3
ასპასი
12
4
სტუანი
10
5
ძაძა
10
ასისტენტები
N
ფეხბურთელები
1
მესი
9
2
სისტო
9
3
გუედესი
6
4
ვასი
6
5
ფორნალსი
6
გამოკითხვა

ვინ უნდა დატოვოს კლუბი უახლოეს მომავალში?

FACEBOOK