რეგისტრაცია

5 ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონამ" კარიერა დაუნგრია

image
"ბარსელონა" ყველა ფეხბურთელის ოცნება გახლავთ. როდესაც "ლურჯ-ბროწეულისფერების" რიგებში თამაშს გთავაზობენ, რთულია უარის თქმა. თავის მხრივ, "ბლაუგრანაც" დაკვირვებითა და ფრთხილად არჩევს თავისთვის საინტერესო მოთამაშეებს, თუმცა ბუნებრივია, რომ თვით "ბარსასაც" გაეპარა რამდენჯერმე სატრანსფერო პოლიტიკაში შეცდომა. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ იმ 5 ფეხბურთელს, რომელსაც კარიერა სწორედ "ბარსელონამ" დაუნგრია.

5. კეირისონი

მას შემდეგ, რაც ბრაზილიის სერია ა-ს ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 23 გატანილი გოლით, კეირისონმა 2009 წელს, "პალმეირასს" მიაშურა. "დიდ მწვანეებში" გატარებული 6 თვიანი, საოცარი პერიოდის შემდეგ, ის "ბარსელონამ" შეიძინა 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ იმედისმომცემი ფეხბურთელი მაშინვე ლისაბონის "ბენფიკაში" გაენათხოვრებინა. აწ უკვე 29 წლის მოთამაშე სხვადასხვა დროს "ფიორენტინაში", "სანტოსში", "კრუზეიროში" და "კორიტიბაში" გახლდათ იჯარით გასხვისებული. 2014 წელს მას "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი ამოეწურა და "ბაბუა კოხაში" უკვე სრულყოფილად ჩაირიცხა. თანაც ისე, რომ "ბარსას" მაისური ერთხელაც კი არ ჰქონდა მორგებული.

ბევრი თვლის, რომ კეირისონი ნაადრევად გადაბარგდა ევროპაში და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არც ღირდა, თუმცა ჩვენ ვერასდროს გავიგებთ დაუშვა თუ არა შეცდომა ბრაზილიელმა, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მას ერთი შანსიც კი არ მისცეს.

4. ალექსანდრ ჰლები

ლონდონის "არსენალში" ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდგომ, ბელარუსელი შემტევი ნახევარმცველი "კამპ ნოუზე" აღმოჩნდა. კატალონიელებმა "მეთოფეთა" ლიდერისთვის ბონუსების ჩათვლით, 17 მილიონი ევრო გაიღეს.

ალექსანდრი თავისი პრემიერლიგური კარიერისას ერთ-ერთ ყველაზე კრეატიული მოთამაშის სტატუს ატარებდა. ჰლების დრიბლინგებსა და გამჭოლ გადაცემებს ინგლისელი გულშემატკივარი აღტაცებაში მოჰყავდა.

ბელარუსელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში 38 შეხვედრა გამართა, თუმცა 2009 წლის ზაფხულში გერმანულ "შტუტგარდში" გაანათხოვრეს. მომდევნო 2 წელიწადი მან "ბირმინგემსა" და "ვოლფსბურგის" რიგებში ჩაატარა, თუმცა გამორჩეულ წარმატებას ვერც აქ მიაღწია. ტრიპლეტის მომტანი სეზონის მერე ჰლებს ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია "კამპ ნოუზე". ამაში დიდი როლი პეპ გვარდიოლასთან დაძაბულმა ურთიერთობამაც იქონია.

2012 წელს ალექსანდრი საბოლოოდ დაემშვიდობა "ბლაუგრანას". ახლა ის სამარის "კრილია სოვეტოვში" ასპარეზობს, თუმცა ცხადია, რომ "ემირეითსზე" ნაჩვენებ დონეს აღარც კი მიახლოვებია.

3. ალექს სონგი

"არსენალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩვენს სიაში. სონგი "ბარსელონას" 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კატალონიელებს სურდათ ისეთი მოთამაშის პოვნა, რომელიც ცენტრალური მცველისა და დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ნახევარმცველის როლებს შეასრულებდა.

ალექსმა 65 შეხვედრა ჩაატარა "ბლაუგრანას" რიგებში და ოდენ 1 გოლის გატანა მოახერხა. 2 წარუმატებელი სეზონის შემდეგ კამურენელი 2014 წელს გაანათხოვრეს ლონდონის "ვესტ ჰემში".

"ბარსას" მაშინდელი თავკაცი, ტიტო ვილანოვა თვლიდა, რომ სონგი გამოსადეგი ფეხბურთელი გახლდათ კატალონიელთათვის, თუმცა სამწვრთნელო შტაბის ცვლილებამ ალექსს ნამდვილად არ არგო. ლუის ენრიკემ კლუბში ივან რაკიტიჩი, თომას ვერმაელენი და ჟერემი მატიე მოიყვანა, რამაც ნათელი გახადა, რომ "კამპ ნოუზე" კამერუნელის ადგილი აღარ იყო.

ბევრის აზრით, სონგის ტრანსფერი თავიდანვე განწირული გახლდათ, რადგან ის "ბარსას" სტილის მოთამაშე ნამდვილად არ იყო. არც "ჩაქუჩებში" და არც ყაზანის "რუბინში", აფრიკელს თავისი ფორმა აღარ აღუდგენია.


2. ხავიერ სავიოლა

ხავიერ სავიოლა "ბარსელონამ" 2001 წელს გადმოიბირა არგენტინული "რივერ პლეიტიდან", 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ თინეიჯერად გარდაქმნეს.

სავიოლამ თავის პირველივე სეზონში 21 ბურთის გატანა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი. მომდევნო ორ სათამაშო წელიწადში არგენტინელმა 30-ჯერ იხეირა, მაგრამ ფრენკ რაიკაარდი მას მაინც სამუელ ეტო'ოს ამჯობინებდა.

ხავიერს სულაც არ ეპიტნავებოდა თავისი სათამაშო დროს შემცირება, რის გამოც 2004-05 წლების სეზონში "მონაკოს" მაისურა მოირგო, იჯარით. 2007 წელს ის მადრიდის "რეალში" გადაბარგდა, მაგრამ საკადრისი ასპარეზობა ვერ აჩვენა. არგენტინელმა შემდგომ "ბენფიკა", "მალაგა", "ოლიმპიაკოსი", "ვერონა" მოიარა და კარიერა შარშან, "რივერ პლეიტში" დაასრულა.

საბოლოო ჯამში, ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ტალანტი რაიკაარდის ახირებას შეეწირა.

1. არდა თურანი

სესკ ფაბრეგასის, ალექსის სანჩესისა და პედრო როდრიგესის წასვლისგან გამოწვეული დანაკლისის შევსება "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოდან" არდა თურანის გადმობირებით გადაწყვიტა.

"როხიბლანკოში" გატარებული 4 წარმატებული სეზონის შემდეგ, თურქს მრავალი ევროპული გრანდიდან ჰქონდა შემოთავაზებები. ლა ლიგის მოგების შემდეგ არდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად ითვლებოდა. თურანი 2015 წლის ზაფხულში "ბლაუგრანაში" ჩარიცხა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ სატრანსფერო ბანის გამო, ზამთრამდე მოუწია უქმობა.

არდამ "ატლეტიკოსთან" რადიკალურად განსხვავებულ სტილთან ვერ მოახერხა ადაპტირება და გაცემული ავანსებიც ვერ გაამართლა. თურქი ივან რაკიტიჩის რეზერვისტად ჩამოყალიბდა, ხოლო ჟერარდ დეულოფეუსა და უსმან დემბელეს გალურჯ-ბროწეულისფერების შემდეგ, მისი კატალონიური მომავალი ბუნდოვანი გახდა. დიდი ალბათობით, თურანი კლუბს უახლოეს ხანებში დატოვებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
DON ANDRESS 17 დეკემბერი 2017 18:19
კრისტიან ტელიო აკლია მაგ სიას
mentalist 17 დეკემბერი 2017 13:31
ციტატა: P.Dybala
ციტატა: Clever Liar
ციტატა: Rivaldo
gvardiola dzan miyvars magram siti rogorc gundi mexizgeba

არც მე ვარ ამ გუნდზე შეყვარებული მარა, გვარდიოლა რო ყველა ტიტულს ალალად იმსახურებს და ყველა ტიტულიც გულით გამიხარდება არ უნდა მაგას დავა.. კაცი მივიდა თუარა იმ ფეხბუღთს ატამშებს გუნდს რომელიც მას უნდა და აარა იმას რომელიც უბრალოდ გუნდს შეუძლია.. ეს არის თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელი რამ.. მესმის ხელწერა ერთი გქონდეს, მაგრამ ღრმა ფილოსოფია და ყველა კომბინირებული ასპექტი იგივენაირად დახვეწო სანე ფერნანდინიო სტერლინგებით, რასაც აკეთებდი ჩავი ინიესტა მესისთან ერთად, მარტო ამის გამო გეკუთნის უალტერნატივო პირველობა საფეხბურთო სამყაროში რა...

მეც დიდად გულზე არ მეხატებოდა სიტი, მაგრამ გვარდიოლამ შემაყვარა. ნუ როგორ შეიძლება ამ კაცის ფეხბურთმა არ მოგხიბლოს.

jer dzalian adrea imis tkma ro sane fernandinio sterlingebit igives aketebs rasac chavi ini mesit. raxan 16 tamashi moigo? gadaxede premier ligas romeli gundia dzlieri, sharshan fex qvesh yavda gagdebuli chelsis. wels kide kidiat premier liga da agar miyvebian bolomde. bazari araa gundi dafrinavs, mara sitis barastan shedareba suslwrafobaa da meti araferi. 2 chempionta ligis mogeba ashorebs maq saqmes. da dzalian meechveba magis. moigon da mere sheva es sitic msoflios sauketeso gundta siashi mara jer 10 ulshic araa. ubralod kargi periodi aqvt. meore kide mashin xavi iniesta messi iyo da bolosken busketsi gaichita, villa movida, pui pikeze agarafers vambob mara modi sitis shemadgenlobas chaxede. eg sane da sterlingi romlebsac egre moixsenieb 100 milionis bazaria, miumate 70 ad nayidi de bruyne romelic dges chemi azrit msoflios sauketeso naxevarmcvelia, top 3 shi mainc shedis. mere skamistvis gadaxdili 200 milionze meti, jesusi bernardo silva skamze ramxela fufunebaa. da mere dgevandeli barsa aige. ginda dziritadi ginda skami. gundi ori welia 200 milionze mets xarjavs da 16 tamashi moigo zedized da vsio? ertxel davxarjet 150 da tripleti davdet egreve da 2 welshi 400 ro dagvexarjda rogorc sitim albat zedized 5 jer movigebdit ligas. ase rom gvardiolas am saitze chemze didi gulshematkviari ar eyoleba mara ese cashi ayvana da am sitis im barsastan shedareba romelmac tituli titulze mogio dzalian adrea.
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 17 დეკემბერი 2017 01:09
ციტატა: Clever Liar
ციტატა: CuLe MSD
au

rau?? :DDD

ooo numegadavebi bavshvi var jer kides :/ isev is kikina ;) :dddd
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 17 დეკემბერი 2017 00:00
ციტატა: Clever Liar
ციტატა: CuLe MSD
xo vici rac arasworad vtqvi :dd bodishi ra cudadtugamomivida armindoda :(


My Webpage

au kai ra :dd
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 16 დეკემბერი 2017 23:48
ციტატა: Clever Liar
ციტატა: CuLe MSD
au bodishi ra tu cudad vicumre :(

mivxvi rogorc tqvi, mara rac tqvi, mainc ar itqmis mase, amito balblablas tavi danebe da cadi imecadine, tore gamogayole sashemodgomo :))

xo vici rac arasworad vtqvi :dd bodishi ra cudadtugamomivida armindoda :(
M10 S9 D11 16 დეკემბერი 2017 23:40
ამათ კარიერის დანგრევასთან ბარსა რა შუაშია ესენი არ იყვნენ და არიან(არდა) ბარსას დონის და ამათმა ვერ გაქაჩეს ბარსაში და შესაბამისათ თავიანთი ბრალია კარიერა რო დაენგრათ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 16 დეკემბერი 2017 23:37
ციტატა: Clever Liar
ციტატა: CuLe MSD
ise trifonia tu gerqva rtoarmeubnebodi mami :ddd

trifonia bebiashenia uzdelo balgo :DDDD

bebiachemi dedashenia da trifonivichi xar :ddddddd

[quote=Clever Liar]
au bodishi ra tu cudad vicumre :(
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 16 დეკემბერი 2017 23:23
ციტატა: Clever Liar
ციტატა: CuLe MSD
mama shvils shoris pirvelad gavige ;( me amas ver avitas saxlidan mivdivar :ddddd

თუ კარგ საქმეზე მიდიხარ მეც წამიყვანე მამა :)))))

My Webpage

aba trifonia am ojaxshi kacic shena xar da qalit :dd
ise trifonia tu gerqva rtoarmeubnebodi mami :ddd
Sergio barca 16 დეკემბერი 2017 23:14
აი სიტი კლასიკურ ტიკი ტაკას არ თამაშობს გაუთავებელი პასები არაა მაგრამ ტაკტიკურად უმაღლეს დონეზე არიან მომზადებულნი აი ენრიკეს ბარსა ამ დონეზე რო ყოფილიყო ტაკტიკურად გამართული უფრო მეტს მიაღწევდნენ
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 16 დეკემბერი 2017 23:11
ციტატა: Clever Liar
ციტატა: CuLe MSD
is urchevnia mamulsa rom shvili jobdes mamaso ar gagigia mami :dddd

me ki mara shen gagigia rame egoizmze da bogmaze? :DDDDDDDDD

mama shvils shoris pirvelad gavige ;( me amas ver avitas saxlidan mivdivar :ddddd
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 16 დეკემბერი 2017 23:05
[quote=Clever Liar][quote=CuLe MSD]5 fexburteli romelic unda landzgo sanam cocxali xar :ddd[/quote]
aaaaaaaaahahahahhahahahahaha mamaze kai rato xar mamaaaaaaa!!!! ahahahahhahaha
:D:D:D:D
is urchevnia mamulsa rom shvili jobdes mamaso ar gagigia mami :dddd
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 16 დეკემბერი 2017 23:00
5 fexburteli romelic unda landzgo sanam cocxali xar :ddd
P.Dybala 16 დეკემბერი 2017 22:56
ციტატა: Clever Liar
ციტატა: Rivaldo
gvardiola dzan miyvars magram siti rogorc gundi mexizgeba

არც მე ვარ ამ გუნდზე შეყვარებული მარა, გვარდიოლა რო ყველა ტიტულს ალალად იმსახურებს და ყველა ტიტულიც გულით გამიხარდება არ უნდა მაგას დავა.. კაცი მივიდა თუარა იმ ფეხბუღთს ატამშებს გუნდს რომელიც მას უნდა და აარა იმას რომელიც უბრალოდ გუნდს შეუძლია.. ეს არის თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელი რამ.. მესმის ხელწერა ერთი გქონდეს, მაგრამ ღრმა ფილოსოფია და ყველა კომბინირებული ასპექტი იგივენაირად დახვეწო სანე ფერნანდინიო სტერლინგებით, რასაც აკეთებდი ჩავი ინიესტა მესისთან ერთად, მარტო ამის გამო გეკუთნის უალტერნატივო პირველობა საფეხბურთო სამყაროში რა...

მეც დიდად გულზე არ მეხატებოდა სიტი, მაგრამ გვარდიოლამ შემაყვარა. ნუ როგორ შეიძლება ამ კაცის ფეხბურთმა არ მოგხიბლოს.
luisito;l.messi;jr საიტზეა
luisito;l.messi;jr 16 დეკემბერი 2017 22:54
ბარსელონაში თამაშს სხვა კლასი უნდა ყველა ვერ გაქაჩავს ძალიან რთულია ბარსელონას ფეხი აუწყო, თურანი კარგ ი ფეხბურთელია მაგრამ ფაქტია ბარსელონას ვერ შეეწყო და ძალიან ბევრია ესეთი ფეხბურთელი ...
Rivaldo 16 დეკემბერი 2017 22:40
ციტატა: born to be cule
ციტატა: Clever Liar
მანჩესტერში და ჩვენ გვაბალეშიკებიებენ ბილბაოს ატლეტიკს ბროწეულისფერი ფორმით აქ :(

გენიაა ეგ კაცი ძმაო. პროსტა რას ყომარობს სიტი, მაგის ხათრით ლიგაზე ბარსას მერე სიტისკენ ვარ მთელი გულით. თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელია გვარდიოლა ჩემთვის.

gvardiola dzan miyvars magram siti rogorc gundi mexizgeba ar mimachnia siti iset gundat romelic im fexburtelebita dakompleqtebuli romlebasac gudisadmi siyvaruli aqt da magito tamashoben aq siti gatenilia fulis mona fexburtelebit rac mag gundisadmi simpatiebs makargvinebs aseve igives tqma shemidzlia psg zec egec gatenilia fulis monebit da zogadat egeti kalibris gundebi romlebica chem dimpatiebs verasdros daimsaxureben racarunda cidan varskvlavebi dakrifon.!!!!!!!
born to be cule 16 დეკემბერი 2017 22:34
გომეში არის საშუალო დონის გუნდისთვის. არაფერი არ ჰქონდა დამტკიცებული ტიპს, სტატისტიკაც კი არ ჰქონდა შთამბეჭდავი და რაღაც კონკრეტულ თამაშებში გაბრწყინების გამო თუ მოიყვანეს, შედეგი სახეზეა.
LIONEL MESSI 16 დეკემბერი 2017 22:33
არდამ თვითონ დაინგრია კარიერა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
P.Dybala 16 დეკემბერი 2017 22:30
ციტატა: lasha lionel
ჰლები კარგად თამაშობდა არსენალში მაგრამ ბარსელონაში თავი ვერაფრით გამოიჩინა,ასევე არდაც ძალიან კარგი იყო ატლეტიკო ში მაგრამ ბარსელონას ვერ მოერგო და დანარჩენებზე ეს მოსაზრება მაქვს.
პ.ს. ადრე გომეშიც მიემატება მაგაგთ რიცხვს.

ჯერ 1 წელია და რა იცი, იქნებ გაიხსნას?.. :) ნუმე არ მჯერა, მარა მაინც :)))
born to be cule 16 დეკემბერი 2017 22:30
ციტატა: Clever Liar
მანჩესტერში და ჩვენ გვაბალეშიკებიებენ ბილბაოს ატლეტიკს ბროწეულისფერი ფორმით აქ :(

გენიაა ეგ კაცი ძმაო. პროსტა რას ყომარობს სიტი, მაგის ხათრით ლიგაზე ბარსას მერე სიტისკენ ვარ მთელი გულით. თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელია გვარდიოლა ჩემთვის.
lasha lionel 16 დეკემბერი 2017 22:28
ჰლები კარგად თამაშობდა არსენალში მაგრამ ბარსელონაში თავი ვერაფრით გამოიჩინა,ასევე არდაც ძალიან კარგი იყო ატლეტიკო ში მაგრამ ბარსელონას ვერ მოერგო და დანარჩენებზე ეს მოსაზრება მაქვს.
პ.ს. ადრე გომეშიც მიემატება მაგაგთ რიცხვს.
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
born to be cule 16 დეკემბერი 2017 22:28
არდა სხვა სტილის იგროკია. მაღალი დონეა უდავოდ, მაგრამ ბარსას სტილში თითქოს ვერ ჯდება კარგად. იმ უთამაშებელმა დრომაც თავისი ქნა და ვეღარ აღიდგინა ფორმა.
mentalist 16 დეკემბერი 2017 22:23
chigrinskisac davamatebdi. dzalian didi naxtomi mouvida shaxtaridan barsashi. jobda jer sevilia ecada an rame da mere barsa. faqtia chakvda barsashi da ukan ukve skamis motamashed dabruneba mouwia. mag sias gomeshic sheemateba tu droze ar wavida da tavisi gundi ar ipova. an sad modioda, barsashi tamashi mec minda mara ro vici ro ar gamomiva rato waval roca valensias lideri var da arc pasis kultura maqvs da arc moednis iseti xedva barsahi satamashod roa sachiro
Sergio barca 16 დეკემბერი 2017 22:21
თურანს რა კარიერა დაუნგრია ბარსამ ტიპმა ვაფშე ვერითამაშა თორე საკმარისი შანსი მიცა ენრიკემ და სონგი უტვინო იყო ძაან და ეგ ბარსაში ვერასოდეს ითამაშებდ აიმ ფეხბურთს რაც ჩვენ გვინდოდა რო ეთამაშა
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK