რეგისტრაცია

"ელ კლასიკო" - "ეპოქალური დაპირისპირება"

image
კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე ერთი რიგითი მატჩი. "ელ-კლასიკოს" მიმდინარეობისას მსოფლიო ორ ბანაკად იყოფა, რომელთა წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი ერთმანეთისადმი განუზომელი სიძულვილითა და ზიზღით გახლავთ განმსჭვალული. მოგეხსენებათ, რომ "ბლაუგრანასაც" და "ბლანკოსსაც" პლანეტის ყველა წერტილში ჰყავთ მხურვალე გულშემატკივრები, თუმცა თვით კატალონიელი ქომაგებისთვის "კლასიკოს" დღე ალათ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ წელიწადში. იმის ფონზე, რომ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარდა არჩევნები, რომელშიც წყდება ამ დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებული რეგიონის ბედი, ხვალინდელი ჯახი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იღებს.

პირველი ელ-კლასიკო 1902 წელს გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. საფეხბურთო ისტორიას სულ 237 კლასიკო ახსოვს. მათგან 95 "თეთრებმა" მოიგეს, 92 "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 49 შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოარკვია. ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ ყოფილა მომენტები, როდესაც ერთი გუნდი მეორეზე მაღლა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იდგა. უკანასკნელად, ასეთი სერია პეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას დაფიქსირდა, როდესაც "ბლაუგრანამ" ზედიზედ 5 მატჩში სძლია თავის საძულველ მეტოქეს (2008 წლის 13 დეკემბრიდან 2010 წლის 29 ნოემბრამდე), თუმცა ხოსეპის მიერ "კამპ ნოუს" დატოვების შემდეგ, მადრიდელებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს "ბარსასთან" არსებული ბალანსი.

ყველაზე მეტად ქომაგებს ამახსოვრდებათ ის დაპირისპირებები, რომლებშიც მათმა საყვარელმა კლუბმა მიწასთან გაასწორა თავისი ვიზავი. მე-20 საუკუნის ადრეულ ხანებში მსგავსი დიდი სხვაობით მოგებული მატჩები არც "რეალისთვის" გახლდათ უცხო და არც "ბარსელონასთვის". 5:1, 4:1, 8:2, 11:1... - აი, იმ შეხვედრათა რეზულტატები, სადაც "ბლანკოსი" გახლდათ დომინანტი, თუმცა თავისმხრივ "ლურჯ-ბროწეულისფერესაც" სწვევიათ "თეთრების" გაცამტვერების სიამოვნება - 5:0, 5:0, 7:2, 4:0...

XXI ასწლეული აშკარად "ბარსელონას" უპირატესობით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშების მოგების შემდეგ "რეალმა" შედარებით დაჩრდილა კატალონიელთა მიღწევები, "კლასიკოების" უმრავლესობას მაინც "ბლაუგრანა" ასრულებს წარმატებით. უკანასკნელ წლებში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სხვადასხვა დროს 2:6, 5:0, 0:4 ანგარიშებით გაანადგურეს თავიანთი მოსისხლე მტერი, ხოლო "ბლანკოსმა" ბოლოს კატალონიელები საკმაოდ მტკივნეული სხვაო ბით 2008 წლის 7 მაისს დაამარცხა - 4:1. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მატჩში მოუწყვეს "ბარსას" ფეხბურთელებმა დედაქალაქელებს საჩემპიონო კორიდორი.

მართალია, ზემოთ ვახსენეთ, რომ გულშემატკივრების მეხსიერაში გამანადგურებელი სხვაობით მოგებული შეხვედრები რჩება, თუმცა არც დაძაბული თრილერები უნდა დავივიწყოთ. 2011 წლის კოპა დელ რეის ფინალი, 2011 წლის ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი, 2013-14 წლების სეზონის ლა ლიგის გათამაშების მეორე წრის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე", 2016-17 წლების სეზონში გამართული ორი კლასიკო და კიდევ სხვა მრავალი მატჩი შეიძლება ამოუტივტივდეს ფეხბურთის ქომაგს გონებაში. ამ შეხვედრებში გამარჯვებულის ვინაობა უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა. სწორედ აქ წარმოჩინდნენ თავიანთი სრული ძლევამოსილებით ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ!

ასევე არ შეიძლება არ ვახსენოთ "ელ კლასიკოს" ისტორიის საუკეთესო ბომბარდირები. "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი ამ სიას სათავეში უდგას გატანილი 24 გოლით, რომელსაც მისივე თანამემამულე, ალფრედო დი სტეფანო მოსდევს 18 ბურთით (ფეხბურთელი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით წაართვა "ბლანკოსმა" კატალონიურ გრანდს). მესამე ადგილზე კი "თეთრების" შვიდიანი, კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს "ბერნაბეუზე" ჩატარებულ ბოლო 3 კლასიკოში არ განუხორციელებია შედეგიანი დარტყმა. საინტერესოა, გასტეხს თუ არა ნავსს ხვალ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი?

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირებას ზომიერი დაძაბულობა უხდება, პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდებს შორის არსებულმა მტრობამ პიკს მიაღწია. ნათელია, რომ პრობლემა "განსაკუთრებულში" გახლდათ, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტის ენამწარე განცხადებები და მის მიერ შერჩეული ძალზედ უხეში ტაქტიკა ყველაფერ ამის მიზეზი იყო. გამოცდილი მწვრთნელის მადრიდული კარიერა დიდწილად ჟოზეს უარყოფითმა ბალანსმა განაპირობა კატალონიელებთან.

"ელ კლასიკოში" სხვადასხვა დროს ისეთ ლეგენდებს მიუღიათ მონაწილეობა, როგორებიც არიან: სეზარ როდრიგესი, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, რივალდო, რონალდინიო, ჩავი, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, უგო სანჩესი, ალფრედო დი სტეფანო, ზინედინ ზიდანი, რონალდო, იკერ კასილიასი, რაულ გონსალეს ბლანკო, კრიშტიანუ რონალდუ და ა.შ. ნურც მწვრთნელებს დავივიწყებთ: იოჰან კრუიფი, ფრენკ რაიკაარდი, ხოსეპ გვარდიოლა, ვისენტე დელ ბოსკე, იუპ ჰაინკესი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი და სხვანი. თითოეულმა ამ ადამიანთაგან თავის თავზე გამოსცადა "კლასიკოს" პლიუს-მინუსები.

ვგონებ, "ბარსელონასა" და "რეალის" ფანებისთვის "კლასიკოში" გამარჯვებას ზოგჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი კონკრეტული ტიტულის მოპოვებას. ამის დასადასტურებლად შემდეგი მაგალითიც კმარა: გასულ სეზონში, "ბერნაბეუზე" ლეოს გასროლით მოგებულმა მატჩმა უკანასკნელ წუთზე ლა ლიგაში განცდილი მტკივნეული მარცხიც კი დაავიწყა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგების უდიდეს ნაწილს. დამეთანხმებით, რომ უშუალო კონკურენტის მძიმე ბრძოლაში დამარცხების გემო და სიამოვნება მართლაც რომ განუზომელი გახლავთ.

მომავალ "კლასიკომდე" თექვსმეტიოდე საათიღა რჩება. ფეხბურთელები და გულშემატკივრები გამალებით ემზადებიან ალბათ საუკეთესო დაპირისპირების წინ მსოფლიოში. იმედი ვიქონიოთ, რომ ვიხილავთ უშეღავათო ბრძოლას, გოლეის წვიმასა და ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლს, რასაც ყველანი ველოდებით "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩისგან.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
DON ANDRESS 23 დეკემბერი 2017 14:14
უეჭველი მოვიგებთ დიდი ანგარიშით.ლამაზ,კომბინაციურ ფეხბურთს ვითამაშებთ და მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობებთ.ავტორს ყოჩაღ მაგარი სტატიაა
kortoxa23 23 დეკემბერი 2017 10:38
მადრიდელებს მცირე უპირადესობა აქვთ კატალონიელებთან, კარგი იქნება თუ მოვიგებთ და ბალანს გამოვასწორებთ, ეეჰ გვარდიოლას დროს ყველაფერში უპირატესობა გვქონდა, მაგრად გამიტყდა მისი წასვლა ბარსელონადან, ბევრჯერ თქვა რო კატალონიაში როგორც მწვრთნელად არ დავბრუნდებიო მაგრამ ყველა კულეს აქ იმედი რო როდესმე დაბრუნდება. ახლა მთელი იმედები ხავისკენ არის მიმართული იმდედია გვარდიოლაზე დიდი მწვრთნელი გახდება
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
P.Dybala 23 დეკემბერი 2017 10:08
საღოლ, მართლა მაგარი ბლოგია...:)
Monadire 23 დეკემბერი 2017 10:04
Dges didi dgea igebs barcelona rodis gava dro erti suli mak rodis daiwyeba tamashi
shako varaza 23 დეკემბერი 2017 02:30
ვეღარ ვითმენნნ :zzz
lasha lionel 23 დეკემბერი 2017 00:44
ხვალ რეალს გავანადგურებთ
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
luisito;l.messi;jr საიტზეა
luisito;l.messi;jr 23 დეკემბერი 2017 00:19
ძაან კარგი სტატიაა, ელ კლასიკოში ყველა თავის მაქსიმუმს აკეთებს, ლამაზ ფეხბურთს ვნახავთ აუცილებლად უნდა მოვიგოთ...
M10 S9 D11 22 დეკემბერი 2017 23:58
ხვალ უნდა დავასამაროთ ლოსების ჯოგი ბერნაბეუზე
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
LIONEL MESSI 22 დეკემბერი 2017 23:14
ხვალ უნდა გავანდგუროთ რეალი.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
DonAndres 22 დეკემბერი 2017 23:11
მაკანკალებს....
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK