რეგისტრაცია

პუიოლი - "რკინის კაცი"

image
"ბარსელონას" უდიდებულესი კაპიტანი, კარლეს პუიოლი 1978 წლის 13 აპრილს, პობლა დე სეგურში დაიბადა, ფეხბურთის თამაში სწორედ აღნიშნული სახელის მქონე კლუბში დაიწყო და იქ 1993/95 წლებში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, 1995 წელს მას კატალონიური კლუბიდან მიწვევა მიუვიდა და, რასაკვირველია, გადაწყვეტილების მისაღებად არც უყოყმანია, 1996 წელს ის "ბარსელონას" მესამე გუნდს შეუერთდა, სადაც 1 წელი დაყო. 1996/2000 წლებში, სარეზერვო გუნდში ყოფნისას მან 98 მატჩი ჩაატარა და 6-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა. შემდეგ, 1999 წელს, დადგა დრო, როცა კარლესმა სადებიუტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც ლუის ვან გაალის პერიოდში, "რეალ ვალადოლიდის" წინააღმდეგ მოხდა. 2000 წლიდან უკვე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის მოთამაშე გახდა. 2004/5 წლებში კი თანაგუდნელთა თხოვნით კაპიტნის სამკლაური მოირგო და საკუთარი გვარი კლუბის ისტორიაში დაუვიწყარი გახადა.

იმას, რომ XXI საუკუნის ფეხბურთს ჰყავდა პუიოლი, ისევდაისევ ესპანელის ახირებულობას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ არა მისი მტკიცე ხასიათი, დღეს ალბათ წარმატებული ბიზნესმენი, ინჟინერი, ბანკირი ან სულაც ექიმი იქნებოდა. ვინაიდან, ესპანელის მშობლებს სურდათ, მათი შვილი სწავლას გაყოლოდა და ამ მხრივ ნათელი კარიერა აეშენებინა.

"მთელი ბავშვობა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშზე ვოცნებობდი. მართალია, მას შემდეგ ბევრი ტიტული მოვიგე, თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარი მაინც ის სითბო და კარგი დამოკიდებულებაა, რასაც გულშემატკივრების მხრიდან ვგრძნობ."ბარსელონაში" პატარა ბიჭი მოვედი, ახლა კი დიდ ოჯახს ვტოვებ, რომლითაც ძალიან ვამაყობ. თანაგუნდელებმა ბევრი რამ მასწავლეს"

"ბარსელონას" იდეოლოგიის შემქმნელი, იოჰან კრუიფი პუიოლს ასე აღწერდა: "ესპანელი თითოეულ თამაშში საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს დებს, რის გამოც კლუბი ჩვეული სტილის ფეხბურთის ჩვენებას ახერხებს. ჩვენ სწორედ მისნაირი პიროვნება გვჭირდებოდა"

ლეგენდარული კაპიტნის ზოგად ხასიათზე წარმოდგენას გვიქმნის 2011 წლის მარტში შემდგარი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომლის მოგების შემდეგ პუიოლმა თასის აღმართვა ერიკ აბიდალს სთხოვა, რომელსაც რამდენიმე კვირით ადრე ღვიძლის გადანერგვა მოუწია. "ემოციებს ვერ აღგიწერთ, ამ ჟესტისთვის მადლობელი ვარ" - აცხადებს ერიკი

2012 წელს, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, დანი ალვეშმა და ტიაგო ალკანტარამ, "რაიო ვალეკანოსთან" გატანილი გოლი ფანების წინ მასხრულად აღნიშნეს, პუიოლმა, როგორც ღირსეულმა კაპიტანმა, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს პატივი სცა და სპექტაკლი შეაჩერა.

ასევე საინტერესოა კარლესის ისტორია მიკი როკესთან, რომელიც თავისი 24-ე დაბადების დღიდან რამდენიმე კვირაში, კიბოს გამო გარდაიცვალა. სამწუხაროდ, როკეს მფლობელმა კლუბმა, "რეალ ბეტისმა" მისი მკურნალობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეაგროვა, ამ დროს კი გამოჩნდა პუიოლი, რომელმაც დაავადებული ბიჭის ხარჯები სრულად დაფარა, იმის გამოც, რომ ფეხბურთელის დედა სწორედ მისი თანაქალაქელი იყო.

ახლა გავიხსენოთ 2010 წლის "ბარსელონასა" და "მილანის" დაპირისპირება, სადაც შეხვედრის დაწყებამდე პუიოლმა "ბლაუგრანას" ყოფილი ფეხბურთელი, რონალდინიო გუნდური ფოტოს გადასაღებად მიიწვია... ეს ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ კარლესი თანაგუნდელებსა და ექს-თანაგუნდელებს ერთნაირად სცემდა პატივს.

ვისთან ჰქონდა კაპიტანს ყველაზე კარგი ურთიერთობა? მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას ერთნაირად უყურებდა, ალბათ, პიკე მაინც გამორჩეულია. ისინი ხომ პეპ გვარდიოლას ერაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დუეტს ქმნიდნენ. ხერარდმა პუიოლი ერთ-ერთ წერილში "მფარველ ანგელოზადაც" კი მოიხსენია -
"დადგა დღე, როცა "ბარსელონას" მაისურს მოედანზე ჩემთან ერთად ვეღარ მოირგებ, თუმცა ჩემთვის ამის წარმოდგენა ძალიან რთულია. შენთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობდი და ყოველთვის ასე უნდა ყოფილიყო. მადლობა ყველაფრისთვის,ჩემო მფარველო ანგელოზო". აქვე ვახსენებ პიკეს მოყოლილ მცირე ისტორიას პუიოლზე: "მახსოვს, ერთ დღესაც თამაშში ტრავმის შემდეგ პირველად ჩაერთო...მივედი და ვუთხარი: "პუი, ძალიან მენატრებოდი". მან შემოხედა და მიპასუხა: "მოკეტე" და კონცენტრაცია არ დაკარგო"

კარლესმა "ბარსელონასთან" ერთად აღმართა:

2 მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატი (2009/10 და 2011/12)
3 ჩემპიონთა ლიგა (2005/06, 2008/09 და 2010/11)
2 ევროპის სუპერ თასი (2009/10 და 2011/12)
6 ლიგის ტიტული(2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11 და 2012/13)
2 ესპანეთის თასი (2008/09 და 2011/12)
6 ესპანეთის სუპერ თასი (2005/06, 2006/07, 2009/10, 2010/11, 2011/12 და 2013/14)
6 კატალონიის თასი (1999/2000, 2003/04, 2004/05, 2006/07, 2012/13 და 2013/14)

რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, კარლესი ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა - დაეხმარა რა გუნდს 2008 წლის ევორპის ჩემპიონიტის, 2 წლის მოგვიანებით კი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოტოვა ევრო 2012 და ამავე სეზონში "ბარსას" რიგებში მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პუიოლმა ესპანეთის ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრა 2013 წლის თებერვალს, ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარა. ამის შემდეგ, კი თავისი ცხოვრების მომდევნო ეტაპი დაგეგმა.

სამწუხაროდ, როგორც სხვა ყველა "ასაკიანი" ფეხბურთელისთვის, პუიოლისთვისაც დადგა დრო, როცა მიხვდა, რომ ჯანმრთელობა და ფიზიკური კონდიცია საშუალებას აღარ მისცემდა, ჩვეულ დონეზე თამაში გაეგრძელებინა. ესპანელის გადაწყვეტილებამ ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს გული დასწყვიტა, განსაკუთრებით კი მის თანაგუნდელებს, რომლებიც გასახდელ ოთახში, ფეხბურთელებით გარშემორტყმულ პუიოლს გაიხსენებდნენ - კაპიტანს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობდა, გამოსავალი ეპოვნა, გვერდით მყოფები გაემხნევებინა და მიზნის მისაღწევად მსაჯის სასტვენის ხმის გაგონებამდე ებრძოლა. "პუის" სიმკაცრესა და პრინციპულობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, რადგან ყველამ იცის, როგორ გამოიყურებოდა ლეგენდა მოედნის მწვანე საფარზე. კარლესს სხვა ფეხბურთელებისგან სწორედ ეს თვისებები გამოარჩევდა, თუმცა მისი გარეგნობა ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი...იხსენებენ, რომ პუიოლს ლუის ვან გაალზე პირველივე ვარჯიშზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, თუმცა არა ბურთით, არამედ თმით, თავკაცს კი მისთვის უკითხავს: "ბიჭო, რამე პრობლემა გაქვს? თმის შესაჭრელად ფული არ გყოფნის?" კრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ კარლესს თმა უჩვეულოდ განძრახ ჰქონდა, რადგან გულშემატკივრებს მარტივად დაემახსოვრებინათ, თუმცა ერთ-ერთ გაზეთთან ის ამბობს: "გრძელი, გაჩეჩილი თმა ღრმა ბავშვობიდან მაქვს. როცა ფეხბურთს დავტოვებ, აუცილებლად დავიმოკლებ. რატომ მაქვს დღემდე ისევ ასე? მართალია, მოთამაშე აღარ ვარ, თუმცა სხვადასხვა გზებით ამ სპორტს მაინც ვუკავშირდები". როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2012 წელს პუიოლი, გარეგნობის გამო, Complex Sports-მა ყველა დროის უმახინჯეს ფეხბურთელთა შორს მე-19 ადგილზე დააყენა.

საბოლოოდ, ყველა თვისება ცალ-ცალკე და ერთად, ქმნის კარლესის შეუცვლელ, მებრძოლ პიროვნებას, რომელსაც ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ. ისინი, ვინც პუიოლის დიდებულ ეპოქას მოესწრნენ, მას ალბათ დღესაც დიდი სიამაყით იხსენებენ, ახლა კი ის დროა, როცა არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ ეთერში გინახავთ, თუ არა ესპანელის თამაში, რადგან ამ სიტყვებს დამწყებები და სტაჟიანი ფანები ერთნაირად გამოთქვამენ:


Gracies Capi! Gracias Carles!

скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 1 იანვარი 2018 14:29
უდავოდ ლეგენდაა პუიოლი, საუეკთესო კაპიტანი.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
kortoxa23 1 იანვარი 2018 09:43
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: DON ANDRESS
2018წელი ყველა თქვენგანისთვის და ბარსასთვის უდიდესი წარმატების წელი ყოფილიყოს

არგენტინის ნაკრებისთვისაც :D

ნამეტანს ნუ მოითხოვ჻) არგენტინა რო ჩემოიონი გახტეს საოცრება იქნება, არადა რონალდო ევროპის ჩემპიონატზე 1-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესოდ რომელიც ეყო ჩემპიონობისთვის, მესსი კი 4-ჯერ დასახელდა საუკეთესოდ და საკმარი არ აღმოჩმლნდა ჩემპიონობისთვის჻)
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
Giorgi Changelia 1 იანვარი 2018 02:12
ციტატა: DON ANDRESS
2018წელი ყველა თქვენგანისთვის და ბარსასთვის უდიდესი წარმატების წელი ყოფილიყოს

არგენტინის ნაკრებისთვისაც :D
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
DON ANDRESS 1 იანვარი 2018 02:08
2018წელი ყველა თქვენგანისთვის და ბარსასთვის უდიდესი წარმატების წელი ყოფილიყოს
CuLe MSD 1 იანვარი 2018 00:45
ციტატა: P.Dybala
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

შენ, Tigresa, johan cruyff^^

+ ani barca da mesi luisito jr (niki tu shecdomit davwere bodishi)

ეგენი სუ აღარ მახსოვდა. ისე leonella-ც გოგოა მგონი. აღარ ჩანს ოღონდ კაი ხანი.

eg ar vici :/
Giorgi Changelia 1 იანვარი 2018 00:45
ციტატა: P.Dybala
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

შენ, Tigresa, johan cruyff^^

+ ani barca da mesi luisito jr (niki tu shecdomit davwere bodishi)

ეგენი სუ აღარ მახსოვდა. ისე leonella-ც გოგოა მგონი. აღარ ჩანს ოღონდ კაი ხანი.

ეგენი სულ არ მახსოვდა.
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 1 იანვარი 2018 00:33
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

შენ, Tigresa, johan cruyff^^

+ ani barca da mesi luisito jr (niki tu shecdomit davwere bodishi)

ეგენი სუ აღარ მახსოვდა. ისე leonella-ც გოგოა მგონი. აღარ ჩანს ოღონდ კაი ხანი.
CuLe MSD 1 იანვარი 2018 00:31
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

შენ, Tigresa, johan cruyff^^

+ ani barca da mesi luisito jr (niki tu shecdomit davwere bodishi)
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 31 დეკემბერი 2017 23:50
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: P.Dybala
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

ტიგრესა ტიგრესაა და ციცი არ იცი ვინაა? :))

me ara :))

ამ სტატიის ავტორია, კრუიფი გოგო....

ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: P.Dybala
არამგონია დამასწროთ პირველი კომენტარის დაწერა... wink ვნახოთ მაინც wink

მაგასაც ვნახავთ. ისე, 2018 წლის პირველი კომენტარი კარგი, მაგრამ 2017-ის ბოლოს ვინ წერს? :D

დაწერე შენ რახან გულით გინდა wink
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 23:49
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

შენ, Tigresa, johan cruyff^^
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 23:48
ციტატა: P.Dybala
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

ტიგრესა ტიგრესაა და ციცი არ იცი ვინაა? :))

me ara :))
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 23:48
ციტატა: P.Dybala
არამგონია დამასწროთ პირველი კომენტარის დაწერა... wink ვნახოთ მაინც wink

მაგასაც ვნახავთ. ისე, 2018 წლის პირველი კომენტარი კარგი, მაგრამ 2017-ის ბოლოს ვინ წერს? :D
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 31 დეკემბერი 2017 23:45
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd

ტიგრესა ტიგრესაა და ციცი არ იცი ვინაა? :))
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 23:43
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?

nikit chamotvale gexvewebi :ddd tore chemtvis 6sia ukve :dd
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 23:29
ციტატა: CuLe MSD
otxi vart rac vici :/

შენ, ციცი, ტიგრესა და მეტი ვინაა გოგო?
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 31 დეკემბერი 2017 23:29
არამგონია დამასწროთ პირველი კომენტარის დაწერა... wink ვნახოთ მაინც wink
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 23:26
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: johan cruyff^^
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

miyvats sheni statiebis kitxva :)
<3

chemi gogo <3 wink

სულ 3 გოგო ხართ ხო? wink

ციტატა: dato112
Axalwels gilocavt sastav siketis weli yofiliyos yvelastvis

El barsa

მადლობა, შენც.

ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia

პ.ს. 2018 წლის პირველ კომენტარს მე ვწერ საიტზე wink

daswrebazea eg :dddd
me ratqmaunda dagitmob :dd mxolod tqvens shemdeg :ddd

დაწერე გოგო, თუ გინდა wink

:D :D ar minda kaco :dddd

[quote=Giorgi Changelia][quote=johan cruyff^^][quote=CuLe MSD][quote=johan cruyff^^]ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG[/quote]
miyvats sheni statiebis kitxva :)
<3[/quote]
chemi gogo <3 wink[/quote]
სულ 3 გოგო ხართ ხო? wink
otxi vart rac vici :/
Luis Suarez 9 31 დეკემბერი 2017 23:20
ციტატა: Giorgi Changelia
ციტატა: Luis Suarez 9
მეგობრებო გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.ყველას გისურვებთ ულევ სიყვარულს,სიხარულსა და ჯამღთელობას თქვენს ოჯახებთან ერთად.ყველას მინდათ გისურვოთ ბედნიერი შობა ახალი წელი და ყოველივე თქვენთაგანისთვის ეს ახალი 2018 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი.მიყვარხართ უცნობ ნაცნობებო <3 თქვენ რომ მყავხართ მეგობრებო ეს ჩემთვის დიდი სიხარულია <3 ჩვენ ხომ ერთი კლუბის გულშემატკივრები ვართ <3 <3 <3

გაიხარე, შენც.

პ.ს. 2018 წლის პირველ კომენტარს მე ვწერ საიტზე wink

ვნახოთ :)
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 23:13
ციტატა: johan cruyff^^
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

miyvats sheni statiebis kitxva :)
<3

chemi gogo <3 wink

სულ 3 გოგო ხართ ხო? wink

ციტატა: dato112
Axalwels gilocavt sastav siketis weli yofiliyos yvelastvis

El barsa

მადლობა, შენც.

ციტატა: CuLe MSD
ციტატა: Giorgi Changelia

პ.ს. 2018 წლის პირველ კომენტარს მე ვწერ საიტზე wink

daswrebazea eg :dddd
me ratqmaunda dagitmob :dd mxolod tqvens shemdeg :ddd

დაწერე გოგო, თუ გინდა wink
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 23:01
ციტატა: Giorgi Changelia

პ.ს. 2018 წლის პირველ კომენტარს მე ვწერ საიტზე wink

daswrebazea eg :dddd
me ratqmaunda dagitmob :dd mxolod tqvens shemdeg :ddd
M10 S9 D11 31 დეკემბერი 2017 22:55
ციტატა: Luis Suarez 9
მეგობრებო გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.ყველას გისურვებთ ულევ სიყვარულს,სიხარულსა და ჯამღთელობას თქვენს ოჯახებთან ერთად.ყველას მინდათ გისურვოთ ბედნიერი შობა ახალი წელი და ყოველივე თქვენთაგანისთვის ეს ახალი 2018 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი.მიყვარხართ უცნობ ნაცნობებო <3 თქვენ რომ მყავხართ მეგობრებო ეს ჩემთვის დიდი სიხარულია <3 ჩვენ ხომ ერთი კლუბის გულშემატკივრები ვართ <3 <3 <3

გაიხარე ძმა ასევე ასევე <3 <3
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 22:54
ციტატა: Luis Suarez 9
მეგობრებო გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.ყველას გისურვებთ ულევ სიყვარულს,სიხარულსა და ჯამღთელობას თქვენს ოჯახებთან ერთად.ყველას მინდათ გისურვოთ ბედნიერი შობა ახალი წელი და ყოველივე თქვენთაგანისთვის ეს ახალი 2018 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი.მიყვარხართ უცნობ ნაცნობებო <3 თქვენ რომ მყავხართ მეგობრებო ეს ჩემთვის დიდი სიხარულია <3 ჩვენ ხომ ერთი კლუბის გულშემატკივრები ვართ <3 <3 <3

გაიხარე, შენც.

პ.ს. 2018 წლის პირველ კომენტარს მე ვწერ საიტზე wink
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
Luis Suarez 9 31 დეკემბერი 2017 22:53
მეგობრებო გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.ყველას გისურვებთ ულევ სიყვარულს,სიხარულსა და ჯამღთელობას თქვენს ოჯახებთან ერთად.ყველას მინდათ გისურვოთ ბედნიერი შობა ახალი წელი და ყოველივე თქვენთაგანისთვის ეს ახალი 2018 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი.მიყვარხართ უცნობ ნაცნობებო <3 თქვენ რომ მყავხართ მეგობრებო ეს ჩემთვის დიდი სიხარულია <3 ჩვენ ხომ ერთი კლუბის გულშემატკივრები ვართ <3 <3 <3
M10 S9 D11 31 დეკემბერი 2017 22:47
ელ კაპიტანო <3 <3 როგორ გვაკლია ამითან იგროკი
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
johan cruyff^^ 31 დეკემბერი 2017 22:26
ციტატა: CuLe MSD
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

miyvats sheni statiebis kitxva :)
<3

chemi gogo <3 wink
--------------------
დავტოვე <მენეჯერის> პოსტი
dato112 31 დეკემბერი 2017 22:23
Axalwels gilocavt sastav siketis weli yofiliyos yvelastvis

El barsa
vegassi54 31 დეკემბერი 2017 22:23
პუი უდიდესი კაპიტანი და უფრო დიდი პიროვნება,ბარსას გულშემატკივრებს მუდამ გვემახსოვრება,კრიტიკულ სიტუაციებში ახლაც ბევრჯერ მინატრია უცებ მინდორზე რომ გამოჩენილიყო.
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 21:56
საუკეთესო კაპიტანი და ღირსეული პიროვნება!!! ზოგიერთმა ალბათ იცით რეები გადახდა თავს და პირველ გუნდში მოხვედრამდე რა დაბრკოლებები შეხვდა, თუ იცით მისი ისტორია.
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
luisito;l.messi;jr 31 დეკემბერი 2017 21:53
უმაგრესი ადამიანია პუიოლი ღირსეული კაპიტანი და ძლიერი ფეხბურთელი ძალიან იშვიათია კარლესის მსგავსი კაპიტანი ძალიან მებრძოლი და სამართლიანი Gracias capi!!!...
Riquelme 10 31 დეკემბერი 2017 21:36
Koutinio Barcelonashia surati Daido Da Barcelona Spain Ecera Vigac 3 Tiptan Ertad
lasha lionel საიტზეა
lasha lionel 31 დეკემბერი 2017 21:33
ძალიან მაგარი სტადია საღოლ კლუფ, პუიოლი ბარსელონას დიდი ლეგენდა,ყველას მოგილოცავთ ახალ.წელს.და.გისუვრებთ.რომ 2018 წელი იყოს ჩვენი და ჩვენი უსაყვარლესი გუნდისთვის წარმატებული
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
kortoxa23 31 დეკემბერი 2017 21:20
ციტატა: CuLe MSD
Beberi lomi <3

pm მახე჻)
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 21:18
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

miyvats sheni statiebis kitxva :)
<3
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 31 დეკემბერი 2017 21:17
ციტატა: born to be cule
უმტიტი არის პუიოლის გზის გამგრძელებელი!

ბაზარი არაა, მაგრამ მომავალ კაპიტნად შტეგო მინდა.
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 21:16
Beberi lomi <3
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 31 დეკემბერი 2017 21:14
საღოლ კრუიფ! მაგარი სტატია იყო. გილოცავთ ყველას დამდეგს! ბედნიერი ახალი წელი!

ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

ბოლო? ჩემებიც დაამატო არ გინდა?
Giorgi Changelia 31 დეკემბერი 2017 21:12
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

რატომ კაცო, მოდერაციაზე მყოფებიც შეამოწმე :D
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
born to be cule 31 დეკემბერი 2017 21:00
უმტიტი არის პუიოლის გზის გამგრძელებელი!
johan cruyff^^ 31 დეკემბერი 2017 20:58
ციტატა: ani-barca
ციტატა: johan cruyff^^
მეღადავები?

araa :d

რავი, კარგად არიან..მოგიკითხეს
--------------------
დავტოვე <მენეჯერის> პოსტი
born to be cule 31 დეკემბერი 2017 20:58
გენიალური ფეხბურთელის ბლოგით სრულდება ეს წელი, ავტორს ღოჩაღ, შესანიშნავი სატიაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს, მრავალს დაესწარით, სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ახალი 2018 წელი!
ani-barca 31 დეკემბერი 2017 20:57
ციტატა: johan cruyff^^
მეღადავები?

araa :d
kortoxa23 31 დეკემბერი 2017 20:51
ციტატა: johan cruyff^^
johan cruyff^^

--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
johan cruyff^^ 31 დეკემბერი 2017 20:50
ციტატა: ani-barca
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

kouze an arturaze xo araferia axali :d

wink მეღადავები?
--------------------
დავტოვე <მენეჯერის> პოსტი
ani-barca 31 დეკემბერი 2017 20:50
ციტატა: johan cruyff^^
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG

kouze an arturaze xo araferia axali :d
johan cruyff^^ 31 დეკემბერი 2017 20:48
ამ ბლოგით ვასრულებ 2017 წელს. გილოცავთ დამდეგს...იმედი მაქვს, 2018 წელი თქვენთვის და ამ საიტისთვის წარმატებების მომტანი იქნება...ddctd t BG
--------------------
დავტოვე <მენეჯერის> პოსტი
ბლოგი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
ლეო მესი
19
2
სუარესი
15
3
ასპასი
12
4
სტუანი
10
5
ძაძა
10
ასისტენტები
N
ფეხბურთელები
1
მესი
9
2
სისტო
9
3
გუედესი
6
4
ვასი
6
5
ფორნალსი
6
გამოკითხვა

ვინ უნდა დატოვოს კლუბი უახლოეს მომავალში?

FACEBOOK