რეგისტრაცია

2017 წლის დასამახსოვრებელი გამონათქვამები

image
სადაცაა დასრულდება მიმდინარე კალენდარული წელი, რომელიც კატალონიის "ბარსელონასთვის" ამაღელვებელი აღმოჩნდა. ყველაფერი ალბათ "მარტივი" თამაშების წაგებით დაიწყო, მსაჯების უნიათობით, ფეხბურთელთა უფორმობით, მხოლოდ კოპა დელ რეის მოგებით, ლუის ენრიკეს წასვლით, ნეიმარის ღალატით, მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შეძენით გაგრძელდა და 2017/18 სეზონის საუკეთესო სტარტით დასრულდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, გასული წელი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" დაკარგულად არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან ასეთი მომენტი ნებისმიერი გრანდისთვის ბუნებრივია.ახლა კი მოვიშოროთ ნეგატიური განწყობა და გადავხედოთ, "ბარსელონას" რომელი ფეხბურთელების/მწვრთნელების გამონათქვამები იყო დასამახსოვრებელი 2017 წელს,

• "ბარსელონა" - "პსჟ-ს" განმეორებით მატჩამდე გაკეთებული კომენტარები;
"თუ მათ ჩვენს წინააღმდეგ 4 გოლი გაიტანეს, ჩვენ 6-ის გატანა შეგვიძლია" - ლუის ენრიკე
" თუ "ბერნაბუზე" "რეალს" 4 გოლი გავუტანეთ, რატომ ვერ შევძლებთ იმავეს "პსჟ-ს" წინააღმდეგ, თანაც "კამპ ნოუზე"? - ლუის სუარესი
"პარიზელებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ნაწილობრივ, რამის დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა ვერ დავნებდებით" - ნეიმარი
"4-0 წაგება ძალიან მტკივნეული იყო. მიუხედავად ამისა, მეორე თამაში წინ გვაქვს და შევეცდებით, კლუბის ისტორიაში საუკეთესო თამაში ჩავატაროთ, მოვიგოთ 4-0, ან მეტი და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე" - პიკე

• "ბარსელონა" 6 - 1 "პსჟ-ს" შემდეგ;
" არა, ამის დაჯერება შეუძლებელია. მატჩის შემდეგ 15-20 წუთი ვერ ვაანალიზებდი, რა მოხდა, სიგიჟე იყო" - ივან რაკიტიჩი
"გულის სიღრმეში იმედი არავის დაუკარგავს. ჩვენ ბევრი გავრისკეთ და შედეგიც მივიღეთ. დღევანდელი თამაშით აღუწერელი სიამოვნება მივიღე" - ლუის ენრიკე

• რას ამბობდნენ ნეიმარის შესახებ?
"200%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" არ დატოვებს" - "ბარსას" ვიცე პრეზიდენტი, ხორხე მესტრე
"ნეიმარი ჩვენთანაა, დანარჩენი ყველაფერი ჭორია" - ერნესტო ვალვერდე
"ის რჩება" - პიკე
" ნეიმარისა და მამამისს ზედმეტად ვენდობოდით. როცა ფეხბურტელს წასვლა უნდა, მან გულწრფელად უნდა აიღიაროს ეს"- ბართომეუ
"ბარსელონა და კატალონია ყოველთვის ჩემს გულში დარჩება, მაგრამ ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. მინდა ახალ კლუბში ბევრი ტიტული მოვიგო" - ნეიმარი

• ლუის ენრიკე წასვლისას
"ვინმეს რომ ჩემთვსის ეთქვა, 13 შესაძლო ტიტულიდან 9-ს მოიგებდიო, ძალიან გამიკვირდებოდა. კლუბში ჩემი შესაძლებლობების 100% ჩავდე და მათგანაც იმავე მივიღე"

• ერნესტო ვალვერდე მოსვლისას
"როცა "ბარსელონასნაირი" კლუბი გიხმობს, ბევრი ფიქრი არ გჭირდება. ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული გამოწვევა იქნება, თუმცა საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ"

• პაულინიო მოსვლის შემდეგ
"არგენტინასთან თამაშისას დავინახე, რომ მესი ნელ-ნელა მომიახლოვდა და უცებ მითხრ: "მივდივართ ბარსელონაში, თუ - არა?" ვუპასუხე: "თუ გინდა, რომ იქ წამიყვანო, წამოვალ"... იმდენად ავღელდი, რომ ვილიანს ვთხოვე, საჯარიმო დარტყმა შეესრულებინა"

• უსმან დემბელე "ბარსელონაში" მოსვლის შემდეგ
"აქ ნეიმარის ჩასანაცვლებლად არ მოვსულვარ. "ბლაუგრანას" ერთი პოზიცია თავისუფალი ჰქონდა და სწორედ მის შესავსებად მოვედი. ორივე ფეხს თანაბრად ვიყენებ - დრიბლინგი მარცხენა ფეხით გამომდის, დარტყმა კი მარჯვენათი. ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მე კი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ჩემთვის ეს პროფესიონალურ დონეზე ჩასატარებელი მეორე სეზონი იქნება"

• სერის კომენტარი თითქმის "გალურჯ-ბროწეულისფერებაზე"
"ჩემი ოცნება, რომელიც "ბარსელონაში" გადმოსვლას უკავშირდებოდა, დაიმსხვრა. შეთანხმება ფინანსური მიზეზების გამო ვერ შედგა, რამაც გული ძალიან დამწყვიტა"

• ინიესტა სიცოცხლის ბოლომდე გახანგრძლივებული კონტრაქტის შემდეგ
" ეს ჩემთვის ყველაზე აღმატებული დღეა, რადგან ნიშნავს, რომ სახლში დარჩენა სამუდამოდ შემეძლება. "კამპ ნოუ" არის ადგილი, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, ადგილი, სადაც ყველა ჩემი ოცნება ახდა"скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 1 იანვარი 2018 14:18
ციტატა: M10 S9 D11
დაუვიწყარი ფრაზები <3

100%
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
M10 S9 D11 საიტზეა
M10 S9 D11 31 დეკემბერი 2017 20:01
დაუვიწყარი ფრაზები <3
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
ციტატა: P.Dybala
კაი სტატიაა. არ იყო ცუდი წელი 2017 ბარსასთვის. იყო მაინც ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი. ამ სეზონის სტარტი ხო ვაბშე საოცარი. ახალი წელი უკეთესად უნდა დავიწყოთ და სეზონის ბოლოს წარმატებასაც მივაღწევთ.

ციტატა: luisito;l.messi;jr
"1% შანსი, 99% რწმენა"...

ეგ ვისი სიტყვებია?

ნეიმარის
kaizersoza 31 დეკემბერი 2017 17:40
me yvelaze ufro damamaxsovrda fraza madridistebisagan: ronaldum burts fexi imito aacila rom nerviulobda)))))))))))
lasha lionel 31 დეკემბერი 2017 17:13
ციტატა: DON ANDRESS
ბევრი მაგარი მომენტი იყო:
6-1პსგ-სთან
2-3კლასიკო
3-0იუვენტუსი
0-3კლასიკო

Eg shexvedrebi samudamod memaxsovreba gansakutrebit psgstan gametebuli qambeqi
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
CuLe MSD საიტზეა
CuLe MSD 31 დეკემბერი 2017 17:12
Ara ra es weli qambeqad da clasikod girda mxolod :) <3
DON ANDRESS 31 დეკემბერი 2017 17:08
ბევრი მაგარი მომენტი იყო:
6-1პსგ-სთან
2-3კლასიკო
3-0იუვენტუსი
0-3კლასიკო
luisito;l.messi;jr საიტზეა
luisito;l.messi;jr 31 დეკემბერი 2017 16:55
[quote=luisito;l.messi;jr]"1% შანსი, 99% რწმენა"...[/quote]
ეგ ვისი სიტყვებია[/quote]
ნეიმარმა თქვა სანამ პსჟ-სთან განმეორებითი თამაში გვექნებოდა...
P.Dybala 31 დეკემბერი 2017 16:54
კაი სტატიაა. არ იყო ცუდი წელი 2017 ბარსასთვის. იყო მაინც ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი. ამ სეზონის სტარტი ხო ვაბშე საოცარი. ახალი წელი უკეთესად უნდა დავიწყოთ და სეზონის ბოლოს წარმატებასაც მივაღწევთ.

ციტატა: luisito;l.messi;jr
"1% შანსი, 99% რწმენა"...

ეგ ვისი სიტყვებია?
luisito;l.messi;jr საიტზეა
luisito;l.messi;jr 31 დეკემბერი 2017 16:48
"1% შანსი, 99% რწმენა"...
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK