რეგისტრაცია

"ბარსელონას" მიერ აღზრდილი 5 ვარსკვლავი, რომელმაც წარმატებას სხვაგან მიაღწია

image
მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემია მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) გახლავთ მსოფლიოში. "ლა მასიას" ისეთი დონის მოთამაშეები ჰყავს აღზრდილნი, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ტალანტებს გზა ხსნილი აქვთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ძირითადი გუნდისკენ, რიგ შემთხვევებში ზოგიერთი მათგანი მაინც ტოვებს კატალონიას და სხვაგან აღწევს წარმატებას. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ "ბარსას" მიერ აღზრდილ იმ 5 ფეხბურთელს, რომელმაც სახელი სხვა სხვა კლუბში გაითქვა.

5. მიკელ არტეტა (ევერტონი, არსენალი)

"მანჩესტერ სიტის" სამწვრთნელო შტაბის ამჟამინდელი წევრი "ლა მასიას" 15 წლის ასაკში შეუერთდა. მიკელის პოტენციალისდა მიუხედავად, ის 2000 წელს "პსჟ"-ში გაანათხოვრეს. გლაზგოს "რეინჯერსში" 6 მილიონ ევროდ გადაბარგებისა 2 წლიანი შოტლანდიური კარიერის შემდგომ, ის "რეალ სოსიედადში" აღმოჩნდა. 2005 წლის იანვარში მერსესაიდულ "ევერტონში" იჯარით გადავიდა და სწორედ იქ გაიხსნა. მალევ "კანფეტებმა" არტეტა "ჩური ურდინიდან" გამოისყიდეს. "გუდისონ პარკზე" ნაჩვენები მომნუსხავი თამაშის წყალობით მან 2011 წელს, ლონდონის "არსენალის" მაისური მოირგო. 2016 წელს ესპანელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

4. პეპე რეინა (ნაპოლი)

პეპე რეინა "ბარსას" აკადემიაში 6 წლის ასაკში შევიდა. ის საკმაოდ პერსეპქტიულ კიპერად ითვლებოდა, მაგრამ "ბლაუგრანამ" 2002 წელს გერმანელი მეკარე, რობერტ ენკე შეიძინა და ესპანელს დაემშვიდობა. 2002 წლის ზაფხულში იგი "ვილიარეალმა" დაიმატა. "ყვითელ წყალქვეშა" ნავს პეპემ შიდა ასპარეზსა და ევროსარბიელზე მიღწეულ წარმატებებში ძალიან დაეხმარა, რის შედეგადაც ის "ლივერპულმა" იყიდა. 8 წლიანი შესანიშნავი მერსესაიდული კარიერის მერე, ესპანელი "ნაპოლიში" აღმოჩნდა, რომლის კარს დღესაც დამაჯერებლად იცავს.

3. ჰექტორ ბელერინი (არსენალი)

ჰექტორის თავგადასავალი "ლა მასიაში" მაშინ დაიწყო, როცა ის ოდენ 8 წლისა გახლდათ. 2011 წელს ბელერინი "მეთოფეებს" შეუერთდა და უკვე 19 წლის ასაკში, სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. ესპანელს "არსენალის" ღირსება უკვე 132 მატჩში დაუცავს და წინ კარიერის უდიდესი ნაწილი ელოდება. "ბლაუგრანა" გასულ ზაფხულს ძლიერ ცდილობდა ჰექტორის კვლავ კატალონიაში დაბრუნებას, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ხელი მოეცარათ.

2. სესკ ფაბრეგასი (ჩელსი)


ფაბრეგასი "ლა მასიას" წევრი ადრეული ასაკიდანვე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სესკს ნიჭიერება ნათლად ეტყობოდა, მას ძირითად გუნდში თამაშის შანსი მაინც არ მიეცა. ამიტომაც სესკმა "ნისლიან ალბიონს", კერძოდ კი ლონდონის "არსენალს" მიაშურა. 17 წლისა იყო ესპანელი, როცა არსენ ვენგერმა "მეთოფეთა" საკვანძო მოთამაშის როლი დააკისრა. ფაბრეგასის გასაოცარმა ასპარეზობამ "ბლაუგრანა" ძლიერ მოხიბლა და 2011 წელს იგი 29 მილიონ ევროდ დაბრუნდა "ნოუ კამპზე". კატალონიაში გატარებული 3 სეზონის მერე, ესპანელი ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა და მათთან ერთად პრემიერლიგის თასი ორჯერ აღმართა.

1. მაურო იკარდი (ინტერი)

მაურო დღესდღეისობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. არგენტინელი 2008-2011 წლებში "ბარსას" აკადემიაში ასპარეზობდა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებებს მაინც ვერ აღწევდა. მალევე იკარდი გენუის "სამპდორიაში" გადაბარგდა, სადაც გატარებული ორწლიანი პერიოდის შემდეგ, მილანის "ინტერს", 6.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, მაუროს "ნერაძურის" რიგებში უკვე 96 გოლი აქვს გატანილი. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 100 მილიონზე მეტი გახლავთ.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
Monadire 7 იანვარი 2018 17:59
მაინც ბარსას აღრზდილი სხვაააა
LIONEL MESSI 6 იანვარი 2018 21:07
ციტატა: M10 S9 D11
სესკი და იკარდი არ უნდა გაეშვათ თავის დროზე დანარჩენები არ იყვანენ ბარსას დონე განსაკუთრებით ბელერინი

გეთანხმები.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
M10 S9 D11 6 იანვარი 2018 19:05
სესკი და იკარდი არ უნდა გაეშვათ თავის დროზე დანარჩენები არ იყვანენ ბარსას დონე განსაკუთრებით ბელერინი
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
DON ANDRESS 6 იანვარი 2018 19:02
ლა მასია საუკეთესო აკადემიაა.ახლაც არიან ისეთები რომლებსაც შეუძლიათ პირველ გუნდში წარმატების მიღწევა.აი მაგალითად ალენია,ლოზანო,ორიოლ ბუსკეცი,კუკურელია.უფრო ახალგაზრდებიდან ხავი საიმონსი,კლუივერტი და კიდე ერთი ბიჭი რომაა მესის სტილში რომ შეაგდო გოლი ისიც მაგარი ბიჭია.აკადემიის გამო ბარსას ეპოქას დასრულება არ უწერია
P.Dybala საიტზეა
P.Dybala 6 იანვარი 2018 16:38
ციტატა: luisito;l.messi;jr
P.S დღეს დენის სუარესის დაბადების დღეა 24 წლის გახდა...

ვულოცავ...
პ.ს კარგი სტატიაა..
visca el barca საიტზეა
visca el barca 6 იანვარი 2018 15:12
ზუსტად მაგიტოა მოსაყვანი იკარდი სუარესის შემცვლელი, მაგისნააირი ჟილკა დღესდღეობით არცერთს ფორვარდს არააქ, კეინს თუ არ ჩავთვლით
--------------------
"საუკეთესო ფეხბურთელი შვილო არის ლეო მესი,ხოლო ყველაზე მაგრად ფეხბურთს რონალდინიო თამაშობდა"
luisito;l.messi;jr 6 იანვარი 2018 14:58
ლა მასიას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ეგაა ბარსელონას მომავალი ყველაზე ერთგულები მაინც ეგენი არიან, არნაისს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და სწორედ უნდა შევაფასოთ მჯერა მისი წარმატებული ფეხბურთელი იქნება,
P.S დღეს დენის სუარესის დაბადების დღეა 24 წლის გახდა...
ბლოგი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
ლეო მესი
19
2
სუარესი
15
3
ასპასი
12
4
სტუანი
10
5
ძაძა
10
ასისტენტები
N
ფეხბურთელები
1
მესი
9
2
სისტო
9
3
გუედესი
6
4
ვასი
6
5
ფორნალსი
6
გამოკითხვა

ვინ უნდა დატოვოს კლუბი უახლოეს მომავალში?

FACEBOOK