რეგისტრაცია

კოუტინიოს პრესკონფერენცია

image
მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონამ" თავისი ბრაზილიელი ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო გულშემატკირებისა და მედიის წარმომადგენლების წინაშე დღეს წარადგინა. გთავაზობთ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის პრესკონფერენციას.

"ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ოცნება ამიხდა. ბევრისთვის მმართებს მადლობის გადახდა, პირველ რიგში ღვთისთვის, ხოლო შემდეგ ჩემი ცოლისა და მშობლებისთვის. ასევე მადლიერი გახლავართ "ბლაუგრანას" პრეზიდენტისა, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა და მოთმინება გამოიჩინა. ასევე მოვიხსენიებ "ლივერპულსაც", სადაც 5 წელიწადი გავატარე. "წითლების" ლიდერებმა გამიგეს, რომ ჩემი მიზნისკენ მივისწრაფვოდი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეეცადნენ დარჩენაში დავეთანხმებინე. ახლა კი ახალ სახლში ყველანი ბედნიერები ვართ. მომავალ თანაგუნდელთა გარკვეულ ნაწილს უკვე შევხვდი და ერთი სული მაქვს თუ როდის ჩავერთვები პროცესში.

მესი და ნეიმარი უდიდესი მოთამაშეები არიან. ამის თქმა არ უნდა მიწევდეს. ნეიმართან ერთად ბრაზილიის ნაკრებში ვთამაშობ და მასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ. "ლა პულგა" ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ, რომ მის გვერდით ვიასპარეზებ. ძალიან იღბლიანი გახლავართ.

მე და ჟუნიორი განსხვავებული კალიბრის მოთამაშეები ვართ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ სხვადასხვაგვარი ხასიათი გვაქვს. "ბლაუგრანაში" ჩემი ადგილის საპოვნელად მოვედი.

ნეიმარმა დამირეკა და მომილოცა "ბარსელონაში" გადაბარგება. ბრაზილიელმა ქალაქის შესახებ მომიყვა და ისიც მითხრა თუ რა საოცრებაა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელი. პაულინიო, ლუის სუარესი... სწორედ ამ ფაქტების გამოა, რომ კატალონიაში ჩამოსვლით ბედნიერი ვარ.

"ბარსას" მაისურის მორგება ჩემი ოცნება გახლდათ და ასეთი შანსების ქონა დიდებულია. არანაირი გართულება არ გამაჩნია. ჩემი კონტრაქტი ხუთწლიანი გახლავთ და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლიდან ეს შემეძლება. ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე უკვე ჩამიტარებია რამდენიმე შეხვედრა და ამიტომ მაქვს იმედი, რომ ფეხბურთელებთან მალე ვადაპტირდები.

ის, რომ "ბლაუგრანამ" ჩემში ამდენი თანხა გადაიხადა, წნეხი კი არა პატივია. ფულის საკითხი კლუბებმა უნდა განიხილონ, ჩემი საქმე კი გოლების გატანა გახლავთ.

ტრანსფერის გაჩარხვის პროცესი რთული და დამღლელი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ გარიგება შედგა. ალბათ, ამას პირველი ვარჯიშისას ვირწმუნებ.

თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადე, რომ "ბარსელონაში" გადასვლა მინდოდა, თუმცა მერსესაიდელები ჩემს დატოვებას ცდილობდნენ. ვაფასებ, რომ "წითლებმა" ჩემი და ჩემი ოჯახის ოცნების ასრულებაში ხელი შემიწყვეს. "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სიტყვა შეასრულა. "ნისლიან ალბიონზე" 5 საოცარი წელიწადი გავატარე, თუმცა უტიტილოდ.

ლა ლიგაში, პრემიერლიგის მსგავსად, თამაშის ძალიან დინამიური სტილია. პრიმერაში 6 თვე გავატარე, "ესპანიოლის" მაისურით და ლიგა სანტადერთან თავიდან შეჩვევა მალევე მომიწევს.

ლუის სუარესს "ლივერპულიდან" ვიცნობ და ის შეუდარებელი თავდამსხმელია. მოხარული გახლავართ, რომ ურუგვაელს ისევ შევხვდი. "ელ პისტოლერომ" სახლიც კი შემირჩია და ის ჩემი უახლოესი მეგობარია. ლუისი ძლიერ დამეხმარა, როცა კლუბის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით მომწერა. იგი მოწადინებული გახლდათ, რომ კვლავ ჩემს გვერდით ეასპარეზა, რაც დიდი პატივია.

მადრიდის "რეალს" ჩემპიონობისთვის ბრძოლიდან არ გამოვთიშავ, რადგან ლა ლიგა ძალიან რთული და ამავდროულად გრძელი ტურნირია.

ინიესტა ნამდვილი გენიოსია და მოხარული გახლავართ, რომ მის გვერდით ვითამაშებ და ვიცხოვებ. "ბარსას" ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში მომეწონება. დაისვა კითხვა თუ რომელ პოზიციაზე გამამწესებს ერნესტო ვალვერდე, ამიტომ ვეცდები, რომ მწვრთნელს ყველგან გამოვადგე, სადაც დავჭირდები.

ბევრჯერ მიოცნებია, რომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მომერგო, გოლები გამეტანა და მატჩები მომეგო. ახლა, ეს ოცნება ამიხდა. ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონას" მრავალწლოვან ისტორიაში ჩემს წვლილს შევიტან. შეთავაზებების მიუხედავად, რომლებიც სხვადასხვა კლუბებიდან მივიღე, მაინც "კამპ ნოუზე" გადმოსვლა ვარჩიე. ეს "ბარსაა", მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გამიიოლდა." - განაცხადა კოუტინიომ.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
rezi.muralovi 12 იანვარი 2018 17:37
გამარჯობა.კოუტინიო წლის ტრანსფერი იქნება მეგობრებოო დიდიხანიაა ბარსას ვგულშემატკივრობ ეხლა დავრეგისტრირდი ამ საიტის ხშირი სტუმარი ვიყავი აქამდეე ეხლა უფრო ხშირად ვესტუმრებიი. მარა კოუტინიო ძაან გამიხარდაა
DON ANDRESS 9 იანვარი 2018 22:48
მაგარ ხოდზეა კოუ და დაბრდღვნის იმედია თამაშით
Monadire 9 იანვარი 2018 01:34
ერთი სურვილი მაკ როდის გავა 20 დგე როდის ითამაშებსს კოუტინიო კაპნოუს მოედანზეე
Coutinho7 9 იანვარი 2018 00:44
Saukunis interviu,gancxadeba,natqvami da naambobi <3

Yvelas mogesalmebit! me axali var. miyvars barcelona. V*vdebi messize :D da 7-i ver gamovicani ra karoche :))
Viva-Catalonia 9 იანვარი 2018 00:40
ორი ახალიცგვყავს საიტზე <3 კეთილიიყოს მეგობრებო თქვენი მოსვლა ამსაიტზე <3
luisito;l.messi;jr 9 იანვარი 2018 00:04
მაგარი ფეხბურთელია იცის როგორ განავითაროს თავისი კარიერა მას უნდოდა საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაში საუკეთესო კლუბში, ბევრი ტიტულები და სწორედ ამიტომ გადავიდა ბარსელონაში...
M10 S9 D11 8 იანვარი 2018 22:56
უხ შენ გენაცვალე კოუ აბა რაა ბარსას ისტორიაში უნდა შეხვიდე და საუკეთესო ფეხბურთლების გვერდით ადგილი უნდა დაიკავო შენც და დემბელემაც
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
Coubarca 8 იანვარი 2018 22:24
ციტატა: solomon
გაუმარჯოს ბიჭებს მე ახალი ვარ გილოცავთ ყველას კოუტინიოს დამატებას <3

Modi dzma yvelani kargad migigeben rogorc me mimiges da sxva axlebi, msoflioshi yvelaze magari gundis fanebi vart, romlebic mowinaagmdege gundsac da fanebsac pativs vcemt ketili iyos sheni mosvla did ojaxshi
solomon 8 იანვარი 2018 22:06
გაუმარჯოს ბიჭებს მე ახალი ვარ გილოცავთ ყველას კოუტინიოს დამატებას <3
LIONEL MESSI 8 იანვარი 2018 21:21
კიდევ ერთხელ ვულოცავ კოუს თავისი ოცნების ასრულებას და წარმატებებს ვუსურვებ.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
unnamedS 8 იანვარი 2018 20:21
წარმატებები კოუ ♥♥♥
წინ წარმატებისკენ..
--------------------
როცა მე ვუყურებ ბარსელონას 11 მოთამაშეს,ვგრძნობ რომ მათ ვიღაც აკლია,მიუხედავად იმისა,რომ ისინი 11 არიან..
P.Dybala 8 იანვარი 2018 20:04
პირველად ვნახე ადამიანი, ბართომეუს მადლიერი იყოს... :))
Gio-Coutinho 8 იანვარი 2018 19:55
ციტატა: don pike
ციტატა: Gio-Coutinho
gamarjobat sastav axali var ketili iyos chemi pexi am saitze da gilocavt yvelapers plius koutinios transfers

gaixare braat da ketili iyos did ojaxshi sheni shemosvla

madloba brat gaixare
Giorgi Changelia საიტზეა
Giorgi Changelia 8 იანვარი 2018 19:55
ერთი სული მაქ, როდის ითამაშებ!
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
don pike 8 იანვარი 2018 19:54
ციტატა: Gio-Coutinho
gamarjobat sastav axali var ketili iyos chemi pexi am saitze da gilocavt yvelapers plius koutinios transfers

gaixare braat da ketili iyos did ojaxshi sheni shemosvla
beqa13-13 8 იანვარი 2018 19:50
კეთილი იყოს შენი ფეხი კამ პნოუზე
Gio-Coutinho 8 იანვარი 2018 19:46
ციტატა: lasha lionel
ციტატა: Gio-Coutinho
gamarjobat sastav axali var ketili iyos chemi pexi am saitze da gilocavt yvelapers plius koutinios transfers

კეთილი იყოს შენი.ფეცი ახალო ქულევს

gaixare dzmao <3
lasha lionel საიტზეა
lasha lionel 8 იანვარი 2018 19:45
ციტატა: Gio-Coutinho
gamarjobat sastav axali var ketili iyos chemi pexi am saitze da gilocavt yvelapers plius koutinios transfers

კეთილი იყოს შენი.ფეცი ახალო ქულევს
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
Gio-Coutinho 8 იანვარი 2018 19:36
gamarjobat sastav axali var ketili iyos chemi pexi am saitze da gilocavt yvelapers plius koutinios transfers
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK