რეგისტრაცია

კოუტინიოს გამოსამშვიდობებელი წერილი ფანებს

image
"ლივერპულის" ყოფილმა და აწ უკვე "ბარსელონას" პლეიმეიკერმა, ფილიპე კოუტინიომ, გულშემატკივრებს instagram-ის პირად გვერდზე მიმართა:

"ინგლისში მოსვლის დღიდან კარგად მეპყრობოდნენ და აქ ბევრი მეგობარი გავიჩინე. მოედანზე და მის გარეთ, მე და ჩემმა ოჯახმა ფანებისა და კლუბის მშვენიერება ვიგრძენით, სანაცვლოდ კი, ვფიქრობ, მათ ბედნიერი მოგონებები დავუტოვე. "ლივერპულში" გადმოსვლისას "ენფილდელების" დიდებულებასა და ისტორიაზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ რაც იქ ყოფნით ვისწავლე, ეს იმ ადგილის უნიკალური სული და გულია. მას საკუთარი პერსონალურობა და ხასიათი აქვს. რატომ დავტოვე "ლივერპული? რადგან, "ბარსელონა" ჩემი ოცნებაა. მერსესაიდული კლუბიც ჩემი ოცნება იყო, რომელიც უკვე ავიხდინე. სანამ შემიძლია, მინდოდა გამომეცადა ის სიამოვნება და მიმეღო გამოცდილება, რასაც "ლივერპულისა" და "ბარსას" ფეხბურთელობა ჰქვია.

ვიმედოვნებ, გულშემატკივრები ჩემს არჩევანს მიიღებენ - არჩევანს, რომელიც ჩემს კარიერაში ახალი გამოცდილების მისაღებად გავაკეთე, თუმცა ეს ქმედება ჩემთვის ყოფილი კლუბის მნიშვნელოვნებას არ აკნინებს. იურგენსა და კლუბს დარჩენილი სეზონის განმავლობაში წარმატებებს ვუსურვებ. ეს არაჩვეულებრივი გუნდია, რომელიც ყოველთვის უკეთესობისკენ იცვლება.

მინდა, მადლობა ბევრს გადავუხადო, თუმცა ინდივიდუალურად ყველას ვერ ჩამოვთვლი. მადლიერი ვარ "ლივერპულში" მომუშავე პერსონალისა, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილნი იყვნენ, ძალიან მომენატრებით...ასევე მფლობელებისა, რომლებმაც წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომეს, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და აქ მომიყვანეს. მადლობას ვუხდი ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, ვინც დამეხმარნენ, განვითარებულიყავი როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი და როგორც - პიროვნება. რასაც ჩემი კარიერს განმავლობაში მივაღწიე, თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

და ბოლოს, მინდა მივმართო გულშემატკივრებს, ყველაზე მნიშვნელოვან ხალხს ამ კლუბში: საკმარისად ვერასდროს გადაგიხდით მადლობას იმისთვის, რაც "ლივერპულში" ყოფნისას დამანახეთ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიქნები დარჩენილი ცხოვრება, თქვენ მაინც ჩემს გულში იქნებით, ეს კლუბი კი ჩემი განუყოფელი ნაწილია.

You’ll Never Walk Alone "
скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
DON ANDRESS 10 იანვარი 2018 17:25
ღირსეული კაცი ყოფილა კოუტინიო,ერთგული.იმედის ბარსაშიც ძაან მაგრად ითამაშებს.
Monadire 9 იანვარი 2018 20:02
ერდგული ფეხბურთელია კოუტინიო იმედია ბარსაშიც იმდენი ფანი ეყოლება და იმაზეც მეტი როგორიც ყავდა ლივერპულში და მეს მჯერა რო ბარსასიც უფრო მეტი ფანი ეყოლებაა
Giorgi Changelia 9 იანვარი 2018 20:01
ციტატა: lasha lionel
ეს ნახეთ ძან მაგარია
https://pbs.twimg.com/media/DTEu4cfW0AAtt3o.jpg:large

ვიცი ეგ lol wink
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
LIONEL MESSI 9 იანვარი 2018 20:00
ყოჩაღ კოუ რომ დააფასა თავისი ყოფილი კლუბი.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
lasha lionel 9 იანვარი 2018 19:45
ეს ნახეთ ძან მაგარია
https://pbs.twimg.com/media/DTEu4cfW0AAtt3o.jpg:large
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
M10 S9 D11 9 იანვარი 2018 19:39
საღოლ კოუ <3
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
lasha lionel 9 იანვარი 2018 19:36
გული ამიჩიყდა აი ასეთი რეაქცია მქონდა როცა ნეიმარის გამოსამშვიდობებელი წერილი წავიკითხე
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
P.Dybala 9 იანვარი 2018 19:26
უნდა გაუგონ "ლივერპულის" ფეხბურთელებმაც, მწვრთნელმაც და ფაებმაც კოუტინიოს. მისი ოცნება იყო "ბარსელონა" და როცა ამ ოცნების ასრულების რეალური შესაძლებლობა მიეცა, რა თქმა უნდა ხელიდან არ გაუშვებდა. ამდენი ხანი იყო მაგ კლუბში, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ ვერაფრის მოგება ვერ შეძლო. ტიტულები სჭირდებოდა მასაც და წავიდა იქ, სადაც მოიგებს ტიტულებს. თავისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო და ზოგზოგიერთებივით უმიზეზოდ (ფულის გამო) არ დატოვა კლუბი.
luisito;l.messi;jr 9 იანვარი 2018 19:23
გულიამიჩუყა მისმა სიტყვენმა:) ლივერპულის ფანები მართლაც მაგრად განიცდიან კოყტინიოს წასვლას მაგრამ უნდა გაუგონ კოუტინიოს თავისი წინსვლისთვის და განვითარებისთვის გააკეთა ეს ყველაფერი...
kaizersoza 9 იანვარი 2018 19:18
neimaris damshvidobeba gamxsena)))))))
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK