ვიდალი "სევილიას" მიუახლოვდა
"ბარსელონას" ესპანელი განაპირა მცველის, ალეიშ ვიდალის აგენტი დღეს სევილიაში იმყოფებოდა, რათა თავისი კლიენტის ტრანსფერი საბოლოოდ დაესრულებინა, - იტყობინება მადრიდული გამოცემა Marca.
წყაროს ცნობით, გამოცდილი უნივერსალის წარმომადგენელმა, ალეხანდრო კამპანომ ანდალუსიაში სპეციალური ვიზიტი განახორციელა მიზნის მისაღწევად. ალეიშისთვის "რომა", "ინტერი" და "ვალენსიაც" იბრძვიან, თუმცა როგორც ჩანს, "დალაქები" თავიანთ ექს-ფეხბურთელს კვლავ უკან დაიბრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ვიდალმა მიმდინარე სეზონში ოდენ 14 მატჩი ჩაატარა, თუმცა ნელსონ სემედუსთან და სერხი რობერტოსთან კონკურენციის პირობებში, ერნესტო ვალვერდეს ნდობა ვერ დაიმსახურა.

კომენტარის დამატება