რეგისტრაცია

დეკუ - "ბრაზილიელი" ჯადოქარი პორტუგალიიდან"

image
დეკუ, ანდერსონ ლუის დე სოუზა - ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი გუნდის შემადგენლობაში მიუღწევია წარმატებისათვის, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. ის კატალონიის "ბარსელონაში" 2004-2010 წლებში ირიცხებოდა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელის როლს ასრულებდა.

დეკუმ პროფესიონალურ დონეზე კარიერა ბრაზილიურ "კორინთიანსში" დაიწყო, სადაც მან ერთი წელი გაატარა. 1997 წელს პორტუგალიაში ჩავიდა და ლისაბონის "ბენფიკას" შეუერთდა. ვარჯიშებზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სოუზა პორტუგალიის მეორე ლიგის გუნდ "ალვერკაში" ერთწლიანი იჯარით გაენათხოვრებინა. ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და ახლოს იყო, "ბენფიკასთან" გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეს, მაგრამ ლისაბონური კლუბი და სოუზას აგენტი ვერ შეთანხმდნენ, რადგან მწვრთნელი, გრემ სუნეში ფეხბურთელში პერსპექტივას ვერ ხედავდა. ამის შემდეგ დეკუ კვლავ იჯარით, ამჯერად "სალგეირუშში" გაყიდეს, სადაც მან მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელის კარგი თამაშით მოიხიბლა "პორტოს" ხელმძღვანელობა და 1999 წლის ზამთარში სოუზა "დრკონების" რიგებს შეუერთდა.

პორტუგალიურ კლუბში თამაშის საწყის წლებში დეკუმ წარმოაჩინა თავი, როგორც კარგმა გამთამაშებელმა და ფანებმა ზედმეტსახელად "ჯადოქარი" უწოდეს. ჟოზე მოურინიოს გუნდში ის ლიდერის როლს ასრულებდა და კლუბის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახლდათ. 2003-04 წლების სეზონში "პორტომ" პრიმეირა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ დეკუმ ითამაშა. გელზენკირხენში გამართულ ფინალში მან გოლის გატანაც შეძლო და მის გუნდს დამაჯერებლად გამარჯვებაში დაეხმარა. გარდა ამისა, დეკუ ლიგის ამ სეზონში ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი და საუკეთესო ნაევარმცველი გახდა.

სოუზა ხისტი თამაშითაც გამოირჩეოდა და ხშირად იღებდა ყვითელ თუ წითელ ბარათებს, რაც კლუბს გარკვეულ ზიანს აყენებდა. მიუხედავად ამისა, ის "პორტოს" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და 2000 წლის დასაწყისში "ბარსელონაში" გადასვლაზეც იყო საუბარი.

2004 წლის 17 ივნისს, დეკუმ პორტუგალიურ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ჩელსიში" გადავიდოდა, ვინაიდან მისი თქმით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.

სოუზას წინანდელი განცხადებს მიუხედავად, 2004 წლის 26 ივნისს, პორტუგალიურმა რადიომ O Jogo-მ გაავრცელა ინფორმაცია, ფებურთელის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ. საბოლოოდ, 2004 წლის 6 ივლისს დეკუ "ბარსელონას" ფეხბურთელი გადა. კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ბევრის აზრით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სოუზა რონალდინიოს ჩრდილში მოექცეოდა, თუმცა მან უფრო ცენტრში დაიკავა პოზიცია. ის კატალონიურ კლუბს შესანიშნავად მოერგო და ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. "ბლაუგრანაში" გატარებულ ოთხ სეზონში დეკუმ ორი ესპანეთის ჩემპიონატის და ერთი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება მოახერხა და ამ წარმატებაში თვითონაც დიდი წვლილი შეიტანა.

2006-07 წლების სეზონში მან ლიგის რეკორდი დაამყარა - სამჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ასევე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კატალონიელთა მიერ "ინტერის" წინააღმდეგ განცდილი მარცხის მიუხედავად.

დეკუს "ბარსელონური" კარიერა 2008 წელს დასრულდა. წარუმატებელი სეზონის შემდეგ კლუბმა მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ რაიკაარდი გაანთავისუფლა და პეპ გვარდიოლა დანიშნა. პეპმა კლუბის გაძლიერება "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელების ხარჯზე გადაწყვიტა გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფებურთელი, მათ შორის დეკუც გაუშვა.
2008 წლის 1 ივლისს სოუზა ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო.
2010 წელს ფეხბურთელი ბრაზილიაში დაბრუნდა. კერძოდ მან კარიერა "ფლუმინენსეში" გააგრძელა. სამი სეზონი ითამაშა და 2013 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

დეკუ კატალონიის "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და კლუბის გულშემატკივართათვის საყვარელი ფეხბურთელია. ის სამართლიანად შეგვიძლია შევრაცხოთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდად.

4/5скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 5 მარტი 2018 19:37
მაგარი სტატიააა სესე ყოჩაღ.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ყოჩაღ სესე ძაან მაგარი ბლოგია...
kaizersoza 5 მარტი 2018 00:26
kargia, !!!! martlac magari iyo deko. siamonebit davabrunebdi barsashi shesadzlebeli rom iyos.
M10 S9 D11 4 მარტი 2018 23:52
მაგრად მევასებოდა დეკუ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
lasha lionel 4 მარტი 2018 23:40
ყოჩაღ p.dybalaძალიან კარგი სტატია ასე გაგრძელე.
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
basa7 4 მარტი 2018 23:29
მშვენიერია , ყოჩაღ დიბალა ასე გააგრძელე
ოოო, სესე...
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK