რეგისტრაცია

დღე ისტორიაში - 10 მარტი

image
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "ბარსელონას" ისტორიიდან, რომელიც დღევანდელ დღეს დაფიქსირდა.

1981 წელი.

კამერუნის ქალაქ ნკოში დაიბადა სამუელ ეტო - "ბარსელონას" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და ფორვარდი.

1993 წელი.

ევროპის სუპერ თასზე "ბარსელონას" ვერდერის "ბრემენი" დაუპირისპირდა. პირველი მატჩი გერმანიაში 1:1 დასრულდა. 10 მარტს "კამპ ნოუზე" განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც კატალონიელებმა სტოიჩკოვის და გიოკოჩეას გოლებით 2:1 მოიგეს.

1999 წელი.

"კამპ ნოუზე" იოჰან კრუიფის საპატივცემულოდ მატჩი გაიმართა, სადაც "ბარსელონას" "ოცნების გუნდი" 1999 წლის გუნდს შეხვდა.

2007 წელი.

"კამპ ნოუზე" ელ-კლასიკო გაიმართა. მე-5 წუთზე ანგარიში რუუდ ვან ნისტელროიმ გახსნა. მე-10 წუთზე ანგარიში მესიმ გაათანაბრა და ეს მისი პირველი გოლი გამოდგა ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან. მე-12 წუთზე ვან ნისტელროიმ პენალტი ზუსტად შეასრულა. 27-ე წუთზე რონალდინიომ ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა, თუმცა იკერ კასილასს ვერ აჯობა. დამატებაზე ისევ ლეომ იმარჯვა და ანგარიში ისევ გათანაბრდა. 43-ე წუთზე კატალონიელები კაცნაკლულნი დარჩნენ ოლეგუეს გაძევების შემდეგ, რაც მადრიდელებმა შესანიშნავად გამოიყენეს და 72-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. "ბარსელონა" არ გატყდა, ბრძოლა განაგრძო და 87-ე წუთზე მესის გენიალური გოლის შემდეგ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:3.

იხილეთ ვიდეო:

скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 10 მარტი 2018 19:20
ისეთიბე მაგარი სტატიაა როგორიც ეს მატჩი იყო.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
კარგი დღე ყოფილა ბარსელონასთვის, მესი რა ბედნიერი იყო ელ კლასიკოს შემდეგ:)...
M10 S9 D11 10 მარტი 2018 14:09
სწორედ მაგ კლასიკოს სწორედ მაგ თამაშის მერე გავხდი ბარსას ფანი დღეს ზუსტად 11 წელი გავიდა რაც ბარსას ვქომაგობ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
DON ANDRESS 10 მარტი 2018 12:18
საღოლ ავტორს
lasha lionel 10 მარტი 2018 11:56
Kargi statia
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK
გამოკითხვა