5 საუკეთესო ცენტრფორვარდი "ბარსელონას" ისტორიაში » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

5 საუკეთესო ცენტრფორვარდი "ბარსელონას" ისტორიაში

image
"ბარსელონას" დიადი და მრავლისმნახველი ისტორიიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, რომ "ბლაუგრანას" რიგებში ბევრ ტოპ ცენტრფორვარდს არ უთამაშია. ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათამაშო სტილითაა გამოწვეული, რომელიც ცენტრალურ თავდამსხმელს ხშირად არ ითვალისწინებს. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ტიპის შემტევებს ფლანგზე გაუგრძელებიათ ასპარეზობა აღნიშნული მიზეზის გამო, მაგალითისთვის გავიხსენოთ დავიდ ვილია და ტიერი ანრი. ზოგჯერ, საუკეთესო ცენტრფორვარდები ვერ ეგუებოდნენ "ბარსას" თამაშს და კლუბს მალევე ტოვებდნენ, საკმარისია ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხსენება, რომელმაც მხოლოდ ერთი სეზონი "გაძლო" "ნოუ კამპზე". დიდწილად, თავდამსხმელები - მესის, კრუიფისა და რონალდინიოს მსგავსად - მეგოლეობაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებდნენ და "ბარსელონასთვის" ჩვეულ სტილში აგორებდნენ ბურთს. მიუხედავად ყველაფრისა, გთავაზობთ იმ 5 ცენტრალური ფორვარდის ჩამონათვალს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური.

5. პატრიკ კლუივერტი (1998-2004)

ჰოლანდიელის "ბლაუგრანული" კარიერა ტიტულებით დახუნძლული სულაც არ ყოფილა, მაგრამ მან მაინც მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა, 1995 წელს, ამსტერდამის "აიაქსში", გაიტანა რა გადამწყვეტი ბურთი. 1.88 მეტრი სიმაღლის ცენტრფორვარდს ჰქონდა დრიბლინგისა და პირველი შეხებით თამაშის კარგი უნარი. ლუის ენრიკესა, რივალდოსა და ლუიშ ფიგუს გადაცემებს იგი შესანიშნავად აგვირგვინებდა. 1998 წლის ზაფხულში, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" იგი 8.75 მილიონ ევროდ შეიძინეს. "კამპ ნოუზე" გატარებული 5 სეზონიდან, 4-ის განმავლობაში იგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კლუივერტი ხშირად ეჩხუბებოდა მწვრთნელებს და გამოსარჩევია მისი კონფლიქტი ლუის ვან გაალთან. პატრიკმა კლუბი 2004 წელს დატოვა. "შავი პანტერის" კატალონიური მონაგარი ასეთია: 249 მატჩში 144 გოლი და ლა ლიგის 1 ტიტული.

4. კინი (1980-1984)


მიუხედავად იმისა, რომ ენრიკე კასტრომ თავის მშობლიურ კლუბ "სპორტინგში" უფრო მეტი ბურთი შეაგდო, ვიდრე "ბარსაში", იგი "ბლაუგრანას" ისტორიას ერთ-ერთ უბრწყინვალეს ფორვარდად შემორჩა. კინი თავით კარგი თამაშით და სწრაფი აზროვნების შესაძლებლობით გამოირჩეოდა, რაც კარგი საგოლე პოზიციებისა და ბურთის დიდებულად დამუშავების საშუალებას აძლევდა. გულშემატკივრის საყვარელი თავდამხმელი პიჩიჩის გამარჯვებული 5-ჯერ გახდა. ამ ხუთი ინდივიდუალური პრიზიდან მან 3 ხიხონში მოიპოვა, ხოლო 2 - "ბარსაში". კატალონიის დედაქალაქში გატარებული მხოლოდ 4 სეზონისა და გატაცებიდან გამოწვეული მორალური ტრავმის მიუხედავად, კინიმ ჩატარებულ 178 შეხვედრასი 112 შედეგიანი დარტყმა განახორციელა და 5 თასით აღმართა.

3. სამუელ ეტო'ო (2004-2009)

"შავ პანტერას" თავისი კარიერის განმავლობაში, მადრიდის "რეალშიც" უთამაშია, თუმცა კამერუნელმა "ბლანკოსში" შანსი ვერ მიიღო, "მალიორკაში" გადაბარგდა და იქიდან ამოყო თავი "კამპ ნოუზე". აგრესია, სისწრაფე, ძალა, ცივსისხლიანობა - აი, ის თვისებები, რამაც სამუელი მეტოქე მცველების ღამის კოშმარად აქცია. ეტო'ოს თავისმა ინტელექტუალურმა ძლიერებამ მისცა იმის საშუალება, რომ რონალდინიოს, მესისა და ტიერი ანრის კარგად შეწყობოდა 5 სეზონის მანძილზე. პეპ გვარდიოლას სურვილმა, რომ გუნდში გარდაქმნა მოეხდინა, აფრიკის სამგზის საუკეთესო მოთამაშეს "ბარსა" 2010 წელს დაატოვებინა. "ბლაუგრანას" სხვადახვა თავკაცთან სამუელს პრობლემები არ აკლდა. იგი გამოირჩეოდა თავისი დამოკიდებულებით რასიზმთან. სამუელის მონაგარი ასეთი გახლავთ: 131 გატანილი ბურთი 200 მატჩში. იგი კლუბის ისტორიაში რიგით მე-8 საუკეთესო ბომბარდირია.

2. ხოსეპ სამიტიერი (1919-1932)

სამიტიერი ნახევარმცველობიდან თავდამსხმელის რანგში მოგვევლინა "ბარსას" ლეგენდარული თავკაცის, ჯიმი გრინველის ინიციატივით. ხოსეპი "ბარსას" ყველა დროის ლეგენდებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. "ლურჯ-ბროწეულისფერების" ქომაგებს მან იმდენად შეაყვარა თავი, რომ ასეთი ზედმეტსახელიც დაიმსახურა: სიურეალისტი და ბალახის გამყიდველი. სამიტიერს ჰქონდა ჯადოსნური უნარი, რომ ყოველთვის სწორ ადგილას აღმოჩენილიყო. 454 შეხვედრა და 326 გოლი - აი, გამაოგნებელი სტატისტიკა, რომელიც ხოსეპს ეკუთვნის. ლეგენდამ "ბარსელონა" მადრიდის "რეალში" გაცვალა, თუმცა მცირე ხნის შემდგომ, იგი უკანვე დაბრუნდა და ლა ლიგის ტიტულიც მოუტანა "ლურჯ-ბროწეულისფერებს".

1. ლადისლაო კუბალა (1951-1961)

სანამ ლიონელ მესი მოიპოვდა "ბლაუგრანას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს, "ბარსას" ქომაგთა აბსოლიტური უმეტესობა ფიქრობდა, რომ აღნიშნულ წოდებას სწორედ ლადისლაო კუბალა იმსახურებდა. უნგრელი იყო საპირწონე "ბლანკოსის" ასევე უნგრელი ლეგენდის, ფერენც პუშკაშისა. მე-20 საუკუნის საუკეთესო "ბლაუგრანელად" სწორედ ლადისლაო დასახელდა, გამოკითხვის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ კუბალა ტიპიური ცენტრფორვარდი არ ყოფილა და უფრო მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობდა, იგი ამ სიაში ამ ადგილზე ყოფნას მაინც იმსახურებს. 357 შეხვედრაში 281 გოლის გატანის და 4 ტიტულის მოპოვების შემდგომ, ლადისლაომ "ესპანიოლში" განაგრძო კარიერა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
kule forever 13 მარტი 2018 11:56
jobda 6euli shegedginat da jeka mesame yofiliyo,bolo bolo etoo ze meti aq gatanili
--------------------
უყურებ თამაშს არ ჩანს ბუსკეტსი.უყურებ ბუსკეტსს ჩანს მთელი თამაში-ვისენტე დელ ბოსკე
lasha lionel 13 მარტი 2018 10:58
ლადისა კუბალა მათლაც საუკეთესო ცხრიანი იყო ბარსელონაშიხ და ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ის იყო მესის შემდეგ,
ბარსონას მაისურით თუ არ ვცდები 400ზე მეტი გოლი გაიტანა.
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
a.iniesta8 13 მარტი 2018 10:21
კარგი სტატიაა ყველა ფეხბურთელს ვცემ პატივს მაგრამ ჩემთვის სუა საუკეთესო ცხრიანია
LIONEL MESSI 13 მარტი 2018 00:18
ძალიან მაგარი სტატიაა საღოლ.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
M10 S9 D11 13 მარტი 2018 00:17
ეე ჯეკა სადაა ტოო?
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK