როგორი სტატისტიკა ჰქონდა გომეშს "ვალენსიაში" და როგორი აქვს "ბარსაში" » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

როგორი სტატისტიკა ჰქონდა გომეშს "ვალენსიაში" და როგორი აქვს "ბარსაში"

image
"ვალენსიის" მფლობელობაში ანდრე გომეშმა ერთი სეზონი გაატარა, მანამდე კი, კიდევ ერთი, როგორც "ბენფიკიდან" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა. "ბარსელონა" არ იყიდს ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც არ აქვს ნიჭი და შესაძლებლობა, რომ დიდ გუნდში ითამაშოს. ერთი შეხედვით, პორტუგალიელის გაფორმება შეცდომა არ იყო, რადგან ჩანდა, რომ ანდრე საშუალო დონის ფეხბურთელია.

მიუხედავად ამისა, გომეშს აშკარა რეგრესი აქვს. მისი ცუდი თამაში გულშემტკივრებსაც მობეზრდა, რამაც ფეხბურთელის ფსიქიკა დააზიანა. საინტერესოა, როგორი სტატისტიკა ჰქონდა გომეშს "ვალენსიაში", სანამ კატალონიაში გადაბარგდებოდა. სტატისტიკას Marca გვთავაზობს.

"ღამურებში" გატარებულ ბოლო სეზონში, გომეშმა ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული 27 შეხვედრა დაიწყო სასტარტოდან, გაიტანა სამი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. ყველა ტურნირზე ერთად კი, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთჯერ შეძლო ასისტის გაკეთება.

რაც შეეხება "ბარსელონაში", მან ამ სეზონში სულ 25 მატჩი ჩაატარა, აქედან 10 სასტარტოდან. ხოლო მთლიანი კატალონიური კარიერის განმავლობაში კი, პორტუგალიელმა 21 შეხვედრა დაიწყო სასტარტოდან, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასე რომ, გომეშმა "ბარსაში" ორი სეზონის განმავლობაში იმდენის გაკეთება ვერ შეძლო, რაც "ვალენსიაში" ერთ სეზონში გააკეთა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 14 მარტი 2018 13:05
ჯობია წავიდეს გომეში, არ მგონია რომ გაიხსნას.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
lasha lionel 13 მარტი 2018 21:47
რაც უფრო მალე წავა უფრო უკეთესი იქნება მისთვისაც და ბარსას თვისაც
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
a.iniesta8 13 მარტი 2018 21:46
Amis goli maxsovs reals gautana shoridan daaduma reali
M10 S9 D11 13 მარტი 2018 21:42
ეეჰ რა ვქნათ არაა ეს ბარსას დონის ცოტა კი მეცოდება მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მისთვისვე აჯობებს რო ბარსადან წავიდეს
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK