"ბარსელონა"-"ჩელსი" - საუკეთესო დაპირისპირებები » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

"ბარსელონა"-"ჩელსი" - საუკეთესო დაპირისპირებები

image
"ბარსელონას" და "ჩელსის" დაპირისპირებები მუდამ საინტერესო და დაძაბულია. მათ შეხვედრებში იყო დრამატული მატჩები, მსაჯების შეცდომები, წითელი ბარათები, უხვგოლიანი შეხვედრები. ამ სტატიაში გესაუბრებით მათ სამ საუკეთესო ორმატჩიან დუელზე, რომლებიც ამ გრანდების მონაწილეობით შედგა.

3. 2005 წელი. "ჩელსი"-"ბარსელონა" ო.მ.ჯ(ორი მატჩის ჯამში) 5-4(1-2)

2005 წელს ეს გუნდები 1/8 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აფიშა იდეალური იყო - ორივე გუნდი ტიტულებს მოწყურებული გახლდათ. ფრანკ რაიკაარდის "ბარსა" ლა ლიგაში ლიდერობდა და სერიოზულ ძალად ყალიბდებოდა. ანალოგიურ სიტუაციაში იყო ლონდონის "ჩელსიც". ლონდონელებმა პრემიერ ლიგა მე-2 ადგილზე დაასრულეს, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ორივე გუნდი პირველ შეხვედრაში საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა. მატჩი თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო - რონალდინიოს გარღვევას ინგლისელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, მაგრამ მისი დარტყმა მიზანს ასცდა. კატალონიელები დომინირებდნენ და პირველი გოლი მათ უნდა გაეტანათ, მაგრამ საპირისპირო მოხდა - 33-ე წუთზე "ჩელსიმ" სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა. დამიენ დაფი საჯარიმოში შეიჭრა და სახიფათო გადაცემა შეასრულა. მისი ჩაჭრა ჟულიანო ბელეტიმ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და ავტოგოლი გაიტანა. ამ გოლი შემდეგ ლონდონელებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. ისინი თავს კარგად იცავდნენ და კონტრშეტევებზე სახიფათონი იყვნენ. კლოდ მაკელელეს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ დიდიე დროგბა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კატალონიელებს გაუმართლათ და კოტ'დივუარელმა ბურთი კარს ააცილა. პირველ ტაიმში მეტი არაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა. მეკარეზე თავდასხმის გამო მოედნიდან დიდიე დროგბა გააძევეს. "ჩელსის" ფეხბურთელები კონტრ-შეტევებზე ვერაფერს ქმნიდნენ და მთელი გუნდით კარის უსაფრთხოებაზე დაიწყეს ზრუნვა. ფრენკ რაიკაარდმა ყველაფერი სწორად შეაფასა, გამოიყვანა რა მაქსი ლოპესი და ანდრეს ინიესტა. მაქსიმ შემოსვლიდან ორ წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - ეტო'ომ საჯარიმოში არგენტინელს დაუგორა, მან კი ერთი მოძრაობით ჩამოიშორა გალასი და ბურთი კარში გადაგზავნა. ამ გოლმა კატალონიელები დამუხტა და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს. 73-ე წუთზე მაქსი ლოპესმა ეტო'ოს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და კამერუნელმა არგენტინელს გარჯა დაუფასა - 2:1. გოლის შემდეგ კატალონიელებს კიდევ ბევრი საგოლე მომენტი შეექმნათ, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე შეხვედრაში ჟოზე მოურინიომ შემტევი შემადგენლობა გამოიყვანა. დისკვალიფიცირებული დიდიე დროგბა მატია კეჟმანმა შეცვალა. ლონდონელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს - მე-7 წუთზე კეჟმანმა გუდიოსენს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა, ისლანდიელმა ერთი მოძრაობით ჩამოიცილა ოლეგუარა და ბურთი კარში გადაგზავნა. ლონდონელები ერთი გოლით არ დაკმაყოფილდნენ და შოკში ჩავარდნილ "ბარსელონას" კიდევ ერთი დარტყმა აგემეს - მე-16 წუთზე ჯო კოულმა მარცხენა ფლანგიდან გარღვევა განახორციელა, კარისკენ დაარტყა. ბურთი ჯოვანი ვა ბრონხოსტს მოხვდა და კარისკენ წავიდა. ვიქტორ ვალდესმა დარტყმა უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ფრენკ ლამპარდმა იმარჯვა. "ჩელსი" კვლავ უტევდა. მე-18 წუთზე მათ ბრწყინვალე კონტრ-იერიში განახორციელეს. მეკარესთან პირისპირ დამიენ დაფი დარჩა, რომელმაც ვალდესს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა - 3:0. სამი გაშვებული გოლის შემდეგ კატალონიელები გამოფხიზლდნენ. ეტო'ოს დარტყმა პეტრ ჩეხმა მოიგერია. 24-ე წუთზე კატალონიელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან რონალდინიო მივიდა და უშეცდომოდ შეასრულა. ანგარიში 3:1 გახდა და "ბარსას" ქომაგებს გულში იმედები გაუჩნდათ. კატალონიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მომენტების შექმნა დაიწყეს. 38-ე წუთზე რონალდინიომ კიდევ ერთი მასტერ-კლასი ჩაატარა. ჯადოქარმა ბურთი საჯარომოს მისადგომებთან მიიღო, თავისებურად წაიცეკვა და მოულოდნელად კარში დაარტყა და გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა. მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. 75-ე წუთზე "ჩელსიმ" კუთხური გამოიმუშავა. საჯარიმოში ბურთი დამიენ დაფმა ჩაჰკიდა. ჯონ ტერიმ ბურთი კარში გადაგზავნა და გოლი ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ "ჩელსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ვიქტორ ვალდესს ბლოკავდა და ბურთის აღების საშუალება არ მისცა. გოლი ჩასათვლელი არ იყო, მაგრამ მატჩის არბიტრმა, ცნობილმა პიერლუიჯი კოლინამ გოლი ჩათვალა. მოგვინებით, მან აღიარა, რომ გოლი არ უნდა ჩაეთვალა და დასძინა, რომ მცველის მოქმედება ვერ დაინახა. ასეა თუ ისე, "ჩელსი" შემდეგ ეტაპზე გავიდა და 1/4 ფინალში "ბაიერნი" 6-5 დაამარცხა. "არისტოკრატები" ნახევარფინალიდან "ლივერპულმა" გამოაგდო, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართეს.


2. 2012 წელი "ჩელსი"-"ბარსელონა" 3-2 (1-0)

2012 წლის ნახევარფინალური დაპირისპირება ყველაზე დრამატულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი ლონდონელები გვარდიოლას "ბარსას" უპირისპირდებოდნენ. "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგა ჩააგდეს და მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავეს. "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში იყო, რომელიც ცუდი შედეგების გამო სეზონის შუა ნაწილში გაათავისუფლეს. გუნდში რობერტო დი მატეო მოვიდა, რომელიც გუნდს არასანახაობრივ, პრაგმატულ ფეხბურთს ათამაშებდა. ამის გამო, "ბარსელონა" ფავორიტად მოიაზრებოდა. პირველი მატჩი სწორედ შესაფერისად დაიწყო - მე-9 წუთზე ალექსის სანჩესი პეტრ ჩეხთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. კატალონიელები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ. "ჩელსის" რიგებში მხოლოდ პეტრ ჩეხი გამოირჩეოდა, რომელმაც უამრავი ბურთი მოიგერია. 43-ე წუთზე მესიმ მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა და მეტოქის კარისკენ დაიძრა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან ცესკ ფაბრეგასს დაუგორა, რომელიც ჩეხთან პირისპირ დარჩა და თავზე გადაუგდო, მაგრამ ეშლი კოულმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და მასპინძლები იხსნა. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ლამპარდმა მესის ბურთი აართვა, მშვენიერი დიაგონალური გადაცემა გაუკეთა რამირესს. ბრაზილიელმა ბურთი დროგბას მიაწოდა და კოტ'დივუარელმაც უშეცდომოდ შეასრულა.

მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო. კატალონიელებმა მასპინძლები თავიანთ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და უამრავი მომენტი შექმნეს. ფენომენალურად თამაშობდა პეტრ ჩეხი, რომელმაც ჯერ ადრიანოს, შემდეგ კი კარლეს პუიოლის ურთულესი დარტყმები მოიგერია. მატჩის ბოლო წუთზე კატალონიელებს ძალიან არ გაუმართლათ. საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი პედროს მიუვიდა, რომლის დარტყმა ძელმა აისხლიტა. დამატებაზე ყველას სერხიო ბუსკეტსმა დაასწრო, მაგრამ ფეხი დაუცდა და ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

მეორე შეხვედრაში "ბარსა" შემტევი შემადგენლობით გამოვიდა და პირველივე წუთებიდანვე დაიწყო მომენტების შექმნა. პეტრ ჩეხი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მაგრამ კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 35-ე წუთამდე მოახერხა: ისააკ კუენკა საჯარიმოში შევიდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ სერხიო ბუსკეტსს დაუგორა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. 2 წუთში ლონდონელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მოედნიდან ჯონ ტერი გააძევეს. ამას მოჰყვა მესი-ინიესტას ჩვეული გათამაშება და ესპანელი მაესტროს გოლი. ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, რომ "ბარსა" ფინალში უნდა გასულიყო, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე "ჩელსიმ" იშვიათი შეტევა განახორციელა და რამირესმა ვალდესს თავზე გადაუგდო - 2:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ბარსამ" მთელი გუნდით შეუტია. ამან შედეგი გამოიღო - 48-ე წუთზე დროგბამ საჯარიმოში ფაბრეგასი წააქცია და პენალტი დაინიშნა. ბურთთან მესი მივიდა, რომელსაც ძალიან არ გაუმართლა და ბურთი ხარიხას მოარტყა. ამ მომენტის შემდეგ "ბარსა" არ გაჩერებულა და კიდევ უამრავი საგოლე შანსი შექმნა, მაგრამ იმ დღეს ბედი "ჩელსის" ფეხბურთელებს წყალობდათ. 82-ე წუთზე სანჩესმა ბურთი კარში მოათავსა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. ბოლო წუთზე მთელი გუნდით წინ წასულ "ბარსას" ფერნანდო ტორესი გაეპარა, რომელმაც კატალონიელთა იმედები დაასამარა. 2-2 და ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო დღე "ბარსელონას" ისტორიაში.

1. "ბარსელონა"-"ჩელსი" 1-1(0-0)

2009 წელს "ბარსელონა" ნახევარფინალში კვლავ "ჩელსის" შეხვდა, რომელსაც გუს ჰიდინკი წვრთნიდა. პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართა. შეხვედრის პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე შანსი არ შეუქმნიათ. ლონდონელები მეტოქის ნახევარე იშვიათად გადადიოდნენ, მაგრამ 100%-იანი მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. 40-ე წუთზე დიდიე დროგბა ვიქტორ ვალდესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვალდესმა ბრწყინვალედ ითამაშა და "ჩელსის" ლეგენდას აჯობა. 43-ე წუთზე
ანდრეს ინიესტამ მოედნის ცენტრი გადასერა და ბრწყინვალე პასი გაუკეთა "ბარსას" კამერუნელ თავდამსხმელს, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და შეცდომაც დაუშვა. სამუელის კლასის თავდამსხმელი, რომ ასეთი მომენტს უდიდესი ალბათობით აქცევდა გოლად, დიდი მტკიცება არ სჭირდება, ამიტომ თანამსაჯის ეს უზუსტობა საკმაოდ სერიოზულ ლაფსუსად უნდა ჩაითვალოს.

მეორე ტაიმი "ბარსელონას" სრული სათამაშო უპირატესობით განახლდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა - 69-ე წუთზე სამეულ ეტო'ომ ბრწყინვალე რეიდი განახორციელა და პეტრ ჩეხთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გოლკიპერს ვერ აჯობა. აღსანიშნავია, რომ კამერუნელს ტიერი ანრისთვისაც შეეძლო დაგორება, რომელსაც ცარიელი კარი რჩებოდა, მაგრამ სამუელმა უჩვეულო ეგოიზმი გამოიჩინა და მომენტის დასრულება თავად გადაწყვიტა. 74-ე წუთზე კატალონიელებმა კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს. ეტო'ომ შესანიშნავი გადაცემა შეაყოლა საჯარიმოში შესულ ანრის, რომელმაც ორი მცველი მოატყუა და ის იყო კარში უნდა დაერტყა, რომ ზურგსუკან მდგარმა ხოსე ბოსინგვამ მაისურზე დაქაჩა და წააქცია. თერთმეტმეტრიანი აშკარა გახლდათ, თუმცა მსაჯის, შტარკის სასტვენი კვლავ დუმდა. შეხვედრის უკანასკნელი წუთები მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ ანდრეს ინიესტა დაიძრა. ბალაკსაც რაღა დარჩენოდა იმის გარდა, რომ წესები დაერღვია. ბალაკმა ბრაზილიელს ხელი სახეში ჩაარტყა და ასე შეეცადა შეტევის განეიტრალებას. ვოლფგანმა სტანდარტი დანიშნა, თუმცა მიქაელი მეორედ აღარ გააფრთხილა, რისი საფუძველიც მას აშკარად ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა პირველი ყვითელი საწყის ორმოცდახუთწუთეულში, ტიერი ანრის მოჩეხვის გამო მიიღო. საბოლოოდ, ამ შეხვედრაში მეტი არაფერი მომხდარა და გუნდებმა უგოლო ფრე გააგორეს.

მეორე შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა. "ჩელსიმ" აქტიურად დაიწყო და მე-9 წუთზე ესიენმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. "ჩელსი" აქტიურად თამაშს განაგრძობდა და მომენტებს ქმნიდა. 23-ე წუთზე დანი ალვეშმა ფლორენ მალუდა წააქცია, რის გამოც თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ შენიშნა და პენალტის ნაცვლად, უბრალო ჯარიმა დადო. შეხვედრაში ბურთს "ბარსელონას" ფეხბურთელები ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები კონტრ-შეტევებზე ბრწყინვალედ თამაშობდნენ. 26-ე წუთზე ერიკ აბიდალმა დროგბას ლამის მაისური გახადა და ბურთს საერთოდ არ შეჰხებია, თუმცა ევრებომ ამ ეპიზოდს ყურადღება არ მიაქცია. აღსანიშნავია, რომ მოვლენები "ბლაუგრანას" საჯარიმოში ვითარდებოდა. პირველ ტაიმში მეტი არაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო. კატალონიელები ბურთს ფლობდნენ, ლონდონელები კი კონტრ შეტევაზე აქტიურობდნენ. 55-ე წუთზე იაია ტურემ დროგბა მოცელა.
თანამემამულეთა დუელმა კვლავ სასტვენის გარეშე ჩაიარა. ტურემ მართლაც ითამაშა ბურთზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდიეს ფეხში ჩაარტყა. ოვრებომ(მსაჯი) შეცდომა "ბარსას" საწინააღმდეგოდაც დაუშვა. მიქაელ ბალაკის ხელით თამაშის გამო არდანიშნული პენალტის შემდეგ, ტომმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აღშფოთება. შეხვედრის 65-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა დროგბამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ნიკოლას ანელკას დაუგდო, რომელმაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მინდორზე განერთხა. მთავარმა არბიტრმა ამ ეპიზოდში ბრალი ერიკ აბიდალს დასდო და ბოლო იმედის ჯარიმის გამო, წითელი ბარათი უჩვენა. 78-ე წუთზე ნიკოლას ანელკამ ტურეს პოზიცია მოუგო და ვალდესის პირისპირაც დარჩა, თუმცა იაიამ მას ხელი ჰკრა. მიუხედავად აშკარა კონტაქტისა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ევრებომ ხელი არ გაიშვირა. ბოლო წუთები მოახლოვდა და კატალონიელები გააქტიურდნენ. 90+3 წუთზე დანი ალვეშმა საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი უხეიროდ მოიგერია ხოზე ბოსინგვამ და მესის მიუვდა. მან ინიესტას დაუგორა, რომელმაც "ცხრიანში გაბმული აბლაბუდას ქსელები ჩამოხსნა". უკვე ყველა ფიქრობდა, რომ "ბარსა" გასული იყო, მაგრამ "ლურჯებს" კიდევ ჰქონდათ შანსი. მიჰაელ ბალაკის გასროლა საჯარიმოში მდგარმა კამერუნელმა თავდამსხმელმა ხელით დაბლოკა, თუმცა პენალტი არც ამჯერად დაინიშნა. ბალაკი მსაჯს გაეკიდა, ლამის გაგიჟდა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. 1-1 და "ბარსა" ფინალში გავიდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლამაზ სტილში 2-0 დაამარცხა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
ძალიან მაგარი სტატიაა:) 2009 წლის დაპირისპირებაზე ყველას მსაჯი ახსენდება და ბევრი ბარსელონას უსამართლო მოგებაში სდებს ბრალს, მართალია მსაჯმა ჩელსი დაჩაგრა მაგრამ არც ბარსელონასთვის არ დაუკლია ნარსელონას წინააღმდეგაც ბევრი შეცდომა დაუშვა ისიც გასათვალისწინებელია რომ ბარსელონა მთელი თამაშის მანძილზე უტევდა ჩელსი კი მთელი ძალებით დაცვაში იყო ჩამჯდარი მთლიანობაში ბარსელონა იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას...
LIONEL MESSI 14 მარტი 2018 13:28
მაგარი სტატიაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
lasha lionel 13 მარტი 2018 23:45
ძალიან კარგი სტატია იყო ეგრე გაგძელეთ.
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
a.iniesta8 13 მარტი 2018 23:18
ბრავო შესანიშნავი სტატიაა ასეთი სტატიები ხშირად დადე მე რო ვკითხულობდი აზარტში შემიყვანა
ციტატა: levani2003
kargi statiaa dzalian. chemi azrit barsa moigebs 3-1 s

მადლობა ლევან.
--------------------
გამოიწერეთ ჩემი იუთუბ არხები :))
https://www.youtube.com/channel/UCzK-Kiow3h85iTbu6w0tp4A
https://www.youtube.com/channel/UC3lVD-Ghm6Q-6ZTkyu-UQWw
levani2003 13 მარტი 2018 23:01
kargi statiaa dzalian. chemi azrit barsa moigebs 3-1 s
ციტატა: M10 S9 D11
ბრავო ავტორ მაგარი იყოოო

მადლობა <3
--------------------
გამოიწერეთ ჩემი იუთუბ არხები :))
https://www.youtube.com/channel/UCzK-Kiow3h85iTbu6w0tp4A
https://www.youtube.com/channel/UC3lVD-Ghm6Q-6ZTkyu-UQWw
M10 S9 D11 13 მარტი 2018 22:35
ბრავო ავტორ მაგარი იყოოო
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK