რეგისტრაცია

3 პირადი დუელი, რომელიც "ბარსელონა" - "ჩელსის" დაპირისპირების ბედს გადაწყვეტს

image
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე სტარტს აიღებს დაპირისპირება, რომელიც "ნოუ კამპზე", "ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" შორის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის ეგიდით გაიმართება. გთავაზობთ 3 პირად დუელს, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" და "არისტოკრატთა" ფეხბურთელებს შორის ექნება ადგილი.

სერხიო ბუსკეტსი VS სესკ ფაბრეგასი

ლიონელ მესის შემდგომ, "ბლაუგრანაში" ყველაზე დიდი მოვალეობა სწორედ სერხიოს აკისრია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს "ბარსას" ნახევარდაცვის თამაშზე. მიმდინარე სეზონში, ესპანელის პასის სიზუსტე 90.1%-ს აღწევს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. იგი მატჩის განმავლობაში საშუალოდ 2.7-ჯერ შედის კონტაქტში მოწინააღმდეგესთან. ბუსკეტსი სესკს ძალიან კარგად იცნობს, რამეთუ ფაბრეგასი 2011-14 წლებში სწორედ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ასპარეზობდა. ორი აზრი არ არის, რომ "ბარსელონას" ხუთიანი ვიზავის მაქსიმალურად შეზღუდვას შეეცდება.

სესკს ესპანეთში დაბრუნების იმედი დიდი ხანია გადაეწურა, მაგრამ იგი მოტივირებულია, რათა კვლავ შეახსენოს თავი "კამპ ნოუს" პუბლიკას. აღსანიშნავია, რომ ფაბრეგასისთვის მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებულად მიმდინარეობს, რადგან იგი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე გვევლინება. გარდა "ბლაუგრანას" შეტევების ჩაშლისა, ესპანელის მიზანი თანაგუნდელების გონივრული გადაცემებით მომარაგებაც იქნება.

ლიონელ მესი VS ედენ აზარი

"ლა პულგამ" თავისი მესამე ვაჟის დაბადების გამო, "მალაგასთან" თამაში გამოტოვა. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" საუკეთესო სცენარი მათი ათიანის დასვენება და ანდალუსიიდან 3 ქულის წამოღება იყო, რაც წარმატებით შესრულდა. მართალია, არგენტინელმა "სტემფორდ ბრიჯზე" თავისი ნავსი გატეხა და ლონდონელებს გაუტანა, თუმცა იგი "არისტოკრატთა" ნახევარმცველებს საკმაოდ შეზღუდული ჰყავდათ.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ათიანთან რომელიმე ფეხბურთელის შედარება საკმაოდ უხერხულია, არ შეიძლება "ჩელსის" ბელგიელი ლიდერის, ედენ აზარის დავიწყებაც. ორივე გუნდი შეეცდება, რომ თავიანთ ჯადოქრებს მიაწოდონ ბურთი, ხოლო შემდგომ საქმე ლეოსა და ედენის ინდივიდუალურ ოსტატობაზე მიდგება. ბელგიელმა თავი უკეთ უნდა წარმოაჩინოს, ვიდრე ეს პირველ მატჩში გააკეთა, სადაც ცხრუ ცხრიანის პოზიცია მოირგო. შესაძლოა, კონტემ აზარი აღნიშნულ ადგილას აღარ დააყენოს და იქ ოლივიერ ჟირუ ან ალვარო მორატა გაამწესოს.

ჟორდი ალბა VS ვილიანი

ესპანელ ფლანგელს მოუწევს "ჩელსის" გარემარბის განეიტრალება და ბრაზილიელისთვის ცენტრში შეწევის შანსის მოსპობა, რამეთუ პირველ დაპირისპირებაში, ვილიანი სწორედ აქედან აწიოკებდა "ბლაუგრანას" უკანახაზელებს. ალბას დაეკისრება მისია, რომლის თანახმადაც 29 წლის ვინგერს კონტრშეტევებზე გაქცევის საშუალება არ უნდა მიეცეს. ამ ამოცანას "კამპ ნოუს" სიდიდეც ართულებს. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ მატჩში "ლურჯების" 22-მა ნომერმა 6 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, 2 ორთაბრძოლა მოიგო და 2 საჰაერო დუელიც.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
ბარსელონას ყოველთვის უჭირს ჩელსისთან თამაში, ჩელსის სათამაშო სტილიდან გამომდინარე ძალიანა მჭიდროდ თამაშობს საკუთარ ნახევარზე და მეტოქე გუნდს სივრცეებს არ უხსნის, ბარსელონამ მწვავე პრესინგს უნდა მიმართოს რაც მთავარია გუნდურად უნდა ითამაშოს და ყველაფერი გამოვა...
Nelson senedo 2 14 მარტი 2018 14:00
ალბას ამოცანას კამპ ნოუს სიდიდე როგორ ართულებს ვერ გავიგე
LIONEL MESSI 14 მარტი 2018 13:12
ყველა დუელს მოვიგებთ.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ციტატა: sxartimari
ალბა დაფრინავს!
თუ მას ჩელსის ფეხბურთელებმა გამიზნულად არაფერი დაუშავეს (ტრავმას ვგულისხმობ), ვფიქრობ ვილიანს გააქრობს მოედნის ჩვენი ნახევრიდან!!!
ძალიან მეიმედება ალბა!!!

ხო მეც მეიმედება ალბა.მარცხენა ფლანგი უნდა აიკლოს.
ვისკა ბარსა
M10 S9 D11 14 მარტი 2018 00:51
ბოლო ორი დუელი გასაგბია მარა ფაბრეგასი ბუსკეცის დუელი რა შუაშია კანტე მაინც გეთქვათ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
sxartimari 14 მარტი 2018 00:27
ალბა დაფრინავს!
თუ მას ჩელსის ფეხბურთელებმა გამიზნულად არაფერი დაუშავეს (ტრავმას ვგულისხმობ), ვფიქრობ ვილიანს გააქრობს მოედნის ჩვენი ნახევრიდან!!!
ძალიან მეიმედება ალბა!!!
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK