რატომ არ სჭირდება "ბარსელონას" ნეიმარის დაბრუნება » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

რატომ არ სჭირდება "ბარსელონას" ნეიმარის დაბრუნება

image
ხანდახან, დაბრუნება შეუძლებელია...

ნეიმართან განშორება მტკივნეული იყო. "ბარსელონას" ქომაგებს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის წასვლამ გული ძალიან დასწყვიტა. ჟუნიორის ტრანსფერმა და "რეალთან" სუპერთასზე მარცხმა ბევრს აფიქრებინა, რომ "ბლაუგრანას" წარმატებული ერა დასასრულს უახლოვდება, თუმცა შვიდი თვის შემდგომ, პრესაში გავრცელდა ჭორები, რის მიხედვითაც 25 წლის შემტევი "ბლაუგრანას" დატოვებას ნანობს.

ჭორებისთვის ყურადღების მიქცევა არასდროსაა გონივრული, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, საკმაოდ მძიმე ტრავმა, კონფლიქტი ედინსონ კავანისთან - აი, ის მიზეზები, რაც გვიჩენს ეჭვის საფუძველს იმაზე, რომ ბრაზილიელის პარიზულ კარიერაში მართლაც არ არის ყველაფერი რიგზე.

ნეიმარი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ამაზე არავინ დავობს, თუმცა ამ მომენტისთვის, "ბარსაში" მისი ყოფნის საჭიროება არ დგას. 25 წლის თავდამსხმელის წასვლის შემდგომ, მესი-სუარესის დუეტი უფრო შეიკრა და ეს დანაკლისიც აღმოიხვრა. მიუხედავად ნეის გასაოცარი ტალანტისა, "კამპ ნოუზე" ბრაზილიელის ადგილი აღარ დარჩა.

უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს დამატებამ ნეიმარისთვის "ბარსას" კარი დახურა. კატალონიელები ყველა ფრონტზე წარმატებით იბრძვიან. ერნესტო ვალვერდემ თავისი ტაქტიკა კარგად მოარგო მოთამაშეებს და აწ უკვე "პსჟ"-ს ათიანის ახლა დაბრუნება, "ბარსას" უფრო ავნებს, ვიდრე არგებს.

ტაქტიკური თვალსაზრისით, "ბარსელონას" თავდასხმა უკვე გადავსებულია უმაღლესი კლასის შემტევებით და გასათვალისწინებელია 4:2:2 ფორმაციის ფაქტორიც. ნეიმარის დამატება ნიშნავს, რომ გუნდიდან წასვლა ერთ მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელს მოუწევს, რაც უსმანისა და კოუტინიოს სატრანსფერო საგების შემდგომ, შეუძლებელია, რომ კლუბი მალევე შეელიოთ მათ.

ასევე განვიხილოთ გარიგების ფინანსური მხარეც. ნასერ ალ ხელაიფიმ მთელი 222 მილიონი ევრო დახარჯა ბრაზილიელში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი აღნიშნულ ფასზე ნაკლებად გაუშვას, რისი საშუალებაც "ლურჯ-ბროწეულისფერებს" არ გააჩნიათ, განხორციელებული ასტრონომიული ტრანსფერების შემდგომ.

ჭორია თუ არა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ "უძღები შვილის" დაბრუნება არ შედგება. დიდია ალბათობა იმისა, რომ მან მართლაც დატოვოს საფრანგეთის დედაქალაქი, მაგრამ ამ გარიგებაში, "ბარსელონა" მონაწილეობას არ მიიღებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
შეუძლებელი არაფერია! ნეიმარის დაბრუნება უმეტესობას ნეიმარის საქციელის გამო არ სურს თორე ნებისმიერ გუნდს ძალიან გააძლიერებს, კარგი სტატიაა ნამდვილად მაგრამ მესი, სუარესი უკვე ასაკში არიან თან თითქმის ერთი ასაკისები არიან კიდევ ითამაშებენ დიდხანს მაღალ დონეზე მაგრამ მათი წასვლის შემდეგ გუნდს დემბელე, კოუტინიო, ნეიმარი, რომ დარჩეს კარგი იქნება...
LIONEL MESSI 14 მარტი 2018 13:10
სადაც უნდა იქ წავიდეს, არ გვჭირდება გუნდში მოღალატე.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ეხლა ნეიმარის დაბრუნება მართლა რა სისულელეა.აეწყო გუნდი მაგის გარეშე.
Nelson semedo 14 მარტი 2018 10:27
სულაც არაა საჭირო დემბო რო გაიზრდება ****იმარი მონაგონი იქნება.
jack slater 14 მარტი 2018 02:00
ფულის მინა ზანგი.asshole,
SHOTAMESSI10 14 მარტი 2018 01:42
ნეიმარი 25 წლის არ არის 26 წლის არის შეასწორე
--------------------
BARTOMEU OUT!!! LAPORTA IN!!!
M10 S9 D11 14 მარტი 2018 00:49
რატო და მოღალატე როა მაგიტო
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
I.S. 14 მარტი 2018 00:28
კარგი ანალიზია, ყოჩაღ ავტორს.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK