რეგისტრაცია

ერიკ აბიდალი - "გამარჯვებული"

image
"ბარსელონაში" თამაში ავტომატურად აძლევს ნებისმიერ ფეხბურთელს იმის გარანტიას, რომ თავისი კატალონიური კარიერის მანძილზე, უამრავ ტიტულს მოიგებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილ უკანახაზელს, ერიკ აბიდალს პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბლაუგრანაში" მოუხდა ასპარეზობა, რამაც ფრანგს არნახული წარმატება მოუტანა. მისი მრავლისმნახველი საფეხბურთო კარიერის მიუხედავად, ერიკმა უდიდეს გამარჯვებას მოედნის მიღმა მიაღწია, როდესაც ვერაგი სენი, სიმსივნე ორჯერ დაამარცხა და თავისი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

აბიდალი "კამპ ნოუს" 2007 წლის 29 ივნისს შეურთდა, ფრანგული "ლიონიდან". "ოლიმპიკმა" ერიკის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა თანამედროვე თვალსაზრისით, ეს ღირებულება სრულად არ ასახავდა ფრანგის შესაძლებლობებს. ლიონელთა მაისურის მორგებამდე, ფრანგი „მონაკოსა“ და „ლილშიც“ ასპარეზობდა, თუმცა სრულად, თავისი ტალანტი მან სწორედ „ბავშვებში“ გამოავლინა, რაც „კამპ ნოუზე“ გადაბარგების საფუძველი გახდა.

გვარდიოლას ფორმაციის „ბლაუგრანაში“ ფეხბურთის ქომაგთა აბსოლიტური უმეტესობა იმ სტილს აფასებს, რომლის წყალობითაც მოახერხა „ბლაუგრანამ“ მსოფლიო მწვერვალზე ასვლა. ბუნებრივია, რომ თვალს მაამებლად სწორედ რომ „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ ნახევარმცველთა და შემტევთა ასპარეზობა ხვდებოდა, რომლებიც მართლაც რომ მომაჯადოებლად გამოიყურებოდნენ და მეტოქეებს თავიანთი თამაშით აბრუებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, არაფრით არ შეიძლება იმ მცველთა ამაგის დაუფასებლობაც, ვინც „ბარსელონას“ კარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფნენ.

ალვეში - პიკე - პუიოლი/მასკერანო - აბიდალი - აი, ასეთი გახლდათ პეპის ფორმაციის „ბარსას“ უკანახაზელთა კვარტეტი. გვარდიოლამ შექმნა მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა განაპირა მცველების აქტიურობას შეტევაში. აბიდალი სწორედაც რომ ზედგამოჭრილი გახლდათ ამ ვალდებულებისთვის, რამეთუ მოედნის ორივე მხარეს თანაბარი წარმატებით ასპარეზობდა.

ფრანგი გამოირჩეოდა თავისი სისწრაფითა და ტექნიკით, რაც მისი ფიზიონომიიდან გამომდინარე, არცთუ ბუნებრივი იყო. აბიდალი ბრწყინვალედ ერთვებოდა ფლანგურ შეტევებში და მახვილგონივრული გადაცემებით, შესანიშნავ პოზიციას უქმნიდა თანაგუნელებს, რათა შედეგიანი დარტყმა განეხორციელებინათ. ერიკს თავის კატალონიურ კარიერაში ორად ორი გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ერთი - „ელ კლასიკოში“.

2011-12 წლების სეზონის კოპა დელ რეის გათამაშების მერვედფინალში, ერთმანეთს „ბლაუგრანა“ და „ბლანკოსი“ გადაეყარნენ. პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა და კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. „ბარსელონას“ გამარჯვებას ხელი აბიდალმაც შეუწყო, რომელმაც შეხვედრის 76-ე წუთზე ლიონელ მესის შესანიშნავი გადაცემა მარტივად დაამუშავა და იკერ კასილიასის კარიც აიღო. საბოლოო ჯამში, აღნიშნული შედეგიანი დარტყმა ამ ორმატჩიან დუელში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რამეთუ საპასუხო ჯახი, ფრედ, 2:2 დასრულდა.

აბიდალს გაცილებით უფრო მეტის შექმნა შეეძლო „კამპ ნოუზე“, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებმა ფრანგს ამის საშუალება არ მისცა. 2011 წლის 15 მარტს „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ თავიანთ ფრანგ უნივერსალს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაესვა. ყველაზე სამწუხარო ის გახლდათ, რომ ერიკი ამ დროს კარიერის პიკში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციამ საფეხბურთო სამყარო გაართიანა.

მადრიდის „რეალისა“ და „ლიონის“ ფეხბურთელები, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩისას, მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ეწერა: „მალე გამოჯანმრთელდი, აბიდალ!“

2011 წლის 19 მარტს, „ხეტაფესთან“, პრიმერადივიზიონის მორიგ დაპირისპირებაში ერიკს მხარდაჭერა „კამპ ნოუზე“ შეკრებილმა პუბლიკამ გამოუცხადა, რამეთუ „ბლაუგრანას“ ქომაგები შეხვედრის 22-ე წუთის დაწყებას აპლოდისმენტებით შეეგებდნენ. მოგეხსენებათ, რომ აბიდალი „ბლაუგრანაში“ სწორედ 22 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. სწორედ ამას ეძღნებოდა ფანების ეს ჟესტიც.

ფრანგი ფეხბურთს „ბლანკოსთან“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებით მატჩში დაუბრუნდა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, რის შედეგადაც, კატალონიელებმა აღნიშნული ტურნირის ფინალს უწიეს.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს, „უემბლიზე“ გამართულ ფინალში, „ბლაუგრანამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 დამაარცხა. ერიკმა მოედანზე მთელი 90 წუთი გაატარა და თასიც პირველად სწორედ მან აღმართა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი გახლდათ. კარლესმა თავისი სულგრძელობა აქაც გამოავლინა და მეტად სიმბოლური ჟესტით, სოლიდარობა გამოუცხადა თავის თანაგუნდელს.

2011-12 წლების სეზონს „ლურჯ-ბროწეულისფერები“ ტრიუმფატორის რანგში ხვდებოდნენ. მართლაც, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ ერთმა ფაქტმა „ბლაუგრანას“ შემდგომ წარუმატებლობაში, დიდი როლი ითამაშა. მრავალი ავტორიტეტარული გამოცემისა და თუ კომპეტენტური ჟურნალისტის აზრია, რომ აღნიშნულ სეზონში ერიკი გვარდიოლას გუნდის საკვანძო ფიგურა გახლდათ, მაგრამ ყველასდა სამწუხაროდ, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა: პირველი დიაგნოზის განცხადებიდან ზუსტად 1 წელიწადის შემდგომ, გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც, ერიკს ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, რამეთუ გაკეთებულმა ოპერაციამ პრობლემები სრულად ვერ მოაგვარა.

ალბათ, ყველას გსმენიათ იმ გულისამაჩუყებელი ინფორმაციის შესახებ, რომელიც სწორედ ერიკსა და მის ბრაზილიელ თანაგუნდელს, დანი ალვეშს ეხება.

„როდესაც ღვიძლის გადანერგვა მესაჭიროებოდა, დანიმ საკუთარი თავი დონორად შემომთავაზა. ბუნებრივია, რომ ალვეშს ამის ნებას არ მივცემდი, რამეთუ ბრაზილიელი პროფესიონალი ფეხბურთელია.“ - განაცხადა აბიდალმა radio Catalunya -სთან საუბარში.

ამ ეპიზოდიდანაც კი შესანიშნავად ჩანს თუ რაოდენ თბილი ურთიერთობა აკავშირებდათ დანისა და ერიკს ერთმანეთთან. ბევრს გეხსომებათ ამ ორი ფეხბურთელის საფირმო ცეკვა, მადრიდის „რეალთან“ გატანილი გოლის შემდგომ.

დავუბრუნდეთ 2012 წლის მარტს: ფრანგი უკანახაზელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთების დღეს, „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ „ხეტაფესთან“ ჰქონდათ სათამაშო. გამანადგურებელი გამარჯვება „ბლაუგრანამ“ სწორედ აბიდალს მიუძღვნა. მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა „ბარსელონას“ ფრანგ მცველს.

... როცა ფეხბურთის გულშემატკივრები თავიანთ კუმირებს სტადიონიდან ან სულაც ეკრანიდან ადევნებენ თვალყურს, მათ ტოპ-მოთამაშეები რაღაც ზეადამიანებად წარმოუდგენიათ. თითქოს, ადამიანი ვერც კი გაივლებს გონებაში, რომ მწვანე მინდორზე მორბენალ ჯეელებს შეიძლება ისეთი საშინელი დაავადება აღმოუჩნდეთ, როგორიც ვერაგი სიმსივნე გახლავთ. აბიდალი სწორედ ის ფეხბურთელი გამოდგა, რომელსაც „რიგით ადამიანებსა“ და საუკეთესო მოთამაშეებს შორის არსებული, ილუზიორი ზღვარი გადმოლახა. ქომაგებს ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელებიც მოკვდავნი არიან და მათაც აწუხებთ ყოფითი პრობლემები, რაც, ერთი შეხედვით, ძალიან უცხო უნდა გახლდეთ სუპერვარსკვლავთათვის.

ღვიძლის პრობლემების კიდევ ერთი გამოცხადების შემდგომ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აბიდალი კვლავ მოირგებდა საფეხბურთო მაისურს და კარიერას გააგრძელებდა, მაგრამ ფრანგი მებრძოლი სულის ეტალონი გახლდათ. „ლივერპულის“ ლეგენდას, ბილ შენკლის ასეთი რამ აქვს ნათქვამი:

"ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამყაროში მასზე უფრო მნიშვნელოვანი რამეც არსებობს. ერიკ აბიდალის ცხოვრება გვეუბნება, რომ ზოგჯერ, ლამაზ თამაშზე უფრო მნიშვნელოვანი საგნებიც გვხვდება წუთისოფელში.“


ერიკმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ცხოვრება სამუდამოდ დარჩენილიყო „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ და ფეხბურთის ქომაგთა გულებში. 2012 წლის 18 დეკემბერს, ფრანგს მიეცა იმის ნება, რომ ვარჯიშს დაბრუნებოდა და ისევ ესიამოვნა სპორტის ამ მართლაც რომ დიდებული სახეობით.

2013 წლის 19 მარტს, ფრანგმა „ბარსელონა B”-ს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, „ისტრესთან“. ერიკი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ სარეზერვო გუნდში მოუწევდა ასპარეზობა, თუმცა მისმა დაავადებამ და სპორტულ ფორმაში შესვლის აუცილებლობამ, ყველაფერი ეს განაპირობა. 6 აპრილს, „მალიორკასთან“ გამანადგურებელი სხვაობით მოგებულ მატჩში შედგა აბიდალის დაბრუნება. მან ხერარდ პიკე შეცვალა და დასკვნითი 20 წუთი ითამაშა, ხოლო ორიოდ კვირაში, „ლევანტესთან“ გამართული შეხვედრისას, 90 წუთის განმავლობაში მოირგო ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური.

2012-13 წლების სეზონი კატალონიელებმა ოდენ ლა ლიგის თასით დაასრულეს, თუმცა პრიმერაში მათ სარეკორდი, 100 ქულა დააგროვეს. ლიგა სანტადერის იმ გათამაშების ტრიუმფატორი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ თასი სწორედ აბიდალს გადასცა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, ტიტოც სიმსივნეს ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვილანოვა გარდაიცვალა. ნიშანდობლივია კადრი, სადაც ეს უნიჭიერესი ტაქტიკოსი, რომელზეც ამბობენ, რომ პეპის ფორმაციის „ბლაუგრანა“ დიდწილად მასზე იდგა, და აბიდალი ერთად ზეიმობენ პრიმერას მოგებას. ორივე პიროვნებამ უკურნებელ სენთან ჭიდილი გადაიტანა, მაგრამ ერთმა მისი დამარცხება მოახერხა, ხოლო მეორემ - ვერა.

გავრცელდა ჭორები, რომ „ბარსელონა“ აბიდალს ავადმყოფობის დროს ხელფასს არ უხდიდა, რაც „მეტი ვიდრე კლუბი“-ს დევიზის მქონე გუნდისგან ძალიან მოულოდნელი გახლდათ. მოარული ენები ამას სანდრო როსელს, „ბარსას“ მაშინდელ პრეზიდენტს აბრალებდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი გაირკვა და დადგინდა, რომ ამ ინფორმაციას რეალობასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა.

საბოლოო ჯამში, 2012-13 წლების სეზონის დასრულებისთანავე, აბიდალმა კლუბი დატოვა. გამოსამშვიდობებელი სიტყვა უამრავი ცრემლითა და ემოციით გახლდათ დახუნძლული. გთავაზობთ, ნაწყვეტს ამ გამოსვლიდან:

„ჩემთვის ძალიან რთული დღეა. „ბლაუგრანაში“ 6 წელიწადის მანძილზე ვთამაშობდი და გამიმართლა, რომ ესოდენ ბევრი, შესანიშნავი თანაგუნდელი მყავდა. მათგან უამრავი რამ ვისწავლე.

მადლობა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებსა, ექიმებსა და ფიზიოთერაპევტებს, რომლებიც გაჭირვების ჟამს დამეხმარნენ. უდიდეს მადლობას მოვახსენებ ექიმ მედინასაც და ჩემს ოჯახსაც. ვისურვებდი, რომ კარიერა კვლავ კატალონიაში გამეგრძელებინა, თუმცა კლუბი სხვანაირად ფიქრობს, რასაც პატივს ვცემ.“


ამის შემდგომ, ერიკი „მონაკოში“ დაბრუნდა, სადაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარა. საფეხბურთო კარიერა აბიდალმა ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ დაასრულა.

ამ სტატიასაც ერიკის გამორჩეული ფრაზით დავასრულებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის კარგააა ცნობილი:

„ჩემი მაისურის მარცხენა მხარზე გამოსახული ციფრი აღნიშნავს იმას, თუ რამდენჯერ ვებრძოლე სიმსივნეს, ხოლო მარჯვენა ციფრი იმას აღნიშნავს, თუ რამდენჯერ დავამარცხე ის.“

6/5скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
M10 S9 D11 5 აპრილი 2018 19:47
აბიიი <3 <3 როგორ მევასებოდა ეს იგროკი

პ.ს. ავტორს ბრავო
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
DON ANDRESS 5 აპრილი 2018 13:53
ავტორს ყოჩაღ
LIONEL MESSI 5 აპრილი 2018 12:01
ძალიან სტატიაა საღოლ, აბიდალი კი ბარსას ლეგენდაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
Giorgi Changelia საიტზეა
Giorgi Changelia 4 აპრილი 2018 22:16
ციტატა: luisito;l.messi;jr
აბიდალი მართლა ძლიერი პიროვნება აღმოჩნდა, როდესაც პუიოლმა აბიდალს კაპიტნის სამკლაური გაუკეთა და ჩემპიონთა თასის აღმართვა სთხოვა მართლა მაგარი მომენტია, ბარსელონა დიდებული კლუბია, დიდებული ფეხბურთელებით...

სად, თუ არა "ბარსელონაში"...
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
lasha lionel 4 აპრილი 2018 22:06
ბრავო ძალიან მაგარი სტატია იყო
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
luisito;l.messi;jr 4 აპრილი 2018 22:03
ძალიან კარგი სტატიაა, ისეთი კითხვა რო არ მოგბეზრდება, ყოჩაღ Més Que Un Club,
აბიდალი მართლა ძლიერი პიროვნება აღმოჩნდა, როდესაც პუიოლმა აბიდალს კაპიტნის სამკლაური გაუკეთა და ჩემპიონთა თასის აღმართვა სთხოვა მართლა მაგარი მომენტია, ბარსელონა დიდებული კლუბია, დიდებული ფეხბურთელებით...
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK