რეგისტრაცია

ტერ შტეგენი - "ჩემი გზა ბარსელონასკენ"

image
"პატარაობაში ახალგაზრდულ გუნდში თამაშისას, მეკარე გვყავდა, რომელსაც ხშირად ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ერთ მატჩშიც, სისხლდენამ შეაწუხა და მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, მწვრთნელს კი გოლკიპერი სჭირდებოდა - მსურველი მხოლოდ მე ვიყავი.

როცა თავდაპირველად ფეხბურთის თამაში დავიწყე, შემტევი ვიყავი, გოლების გატანა ძალიან მიყვარდა, უსაზღვროდ ვბედნიერდებოდი. მეკარის პოზიციაზე დადგომამდე კი, ვერ გავაანალიზე, თუ რამდენად მომწონდა ეს საქმე. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი - ბურთების გატანა მათ აღებას ბევრად მერჩივნა.

სახლში პატარა ეზო გვქონდა, თუმცა მე და ჩემს ძმას იქ ბურთის დარტყმას გვიკრძალავდნენ, შემდეგ კი მანქანის სადგომში გადავინაცვლეთ. კარს ყუთებისგან და მაისურებისგან ვაკეთებდით. როცა 4 წლის გავხდი, ბაბუამ( ან "ოპამ", როგორც ამას გერმანიაში ვეძახით) მითხრა, რომ ნახავდა,"გლადბახის" აკადემიაში ჩემს ადგილს თუ მოძებნიდა, იქ მას ნაცნობი ყავდა.

გუნდში ამიყვანეს, მაგრამ იმდნად პატარა ვიყავი, რომ ვერ ვაანალიზებდი, რამდენს ნიშნავდა იქ თამაში. გითხარით, იქამდე მხოლოდ მანქანის სადგომში ვთამაშობდი, კედელს გამუდმებით ვესროდი ბურთს, იქიდან კი პირდაპირ ფეხებთან მიბრუნდებოდა. ამიტომ, არ წარმომედგინა, რომ მოედნის ორივე მხარეს მომიწევდა თამაში. ერთ დღესაც, მატჩზე, ბურთი მივიღე და მოწინააღმდეგის კარისკენ გავიჭერი. მესმის, დედაჩემი და ბაბუა როგორ ყვირიან: "ვაუ!"... ვიფიქრე, ყველაფერს პირველივე ცდაზევე მაგრად ვაკეთებდი, თავი ავწიე, ამას რამდენიმე მკვეთრი მოძრაობა მოყვა, შემდეგ კი გოლი!

უცებ მეკარე გაწბილებული სახით მიყვირის: "მარკ, ეს მოწინააღმდეგის კარი არ არის, მხარე აგერია!". ჩემი პირველი გოლი იდეალური არ აღმოჩნდა, მაგრამ ამას როცა ვიხსენებ, ტირილამდე ვიცინი! ამ ამბავმა შემაწუხა?! არა, არა, ბედნიერი ვიყავი იმით,რომ გოლი გავიტანე. ჩემი მშობლები ამბობენ, რომ მაშინ პირველი გოლით ძლიან ვამაყობდი.

დარწმუნებული არ ვარ, რას ფიქრობდა მაშინ ბაბუა, ვფიქრობ, ისიც ბედნიერი იყო, რომ აკადემიაში ამიყვანეს. ასე რომ, თამაში ბაბუასათვის დავიწყე. როცა წამოვიზარდე, მას ვარჯიშებზე დავყავდი. დღე არ გავიდოდა, რომ უკანა სავარძელზე წასახემსებელი არ დაედო ჩემთვის, მე კი ვიღებდი და გზაში შევექცეოდი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, წვიმდა, თოვდა თუ ქარი იყო.

როცა კიდევ უფრო გავიზარდე, გავაცნობიერე, თუ რამხელა სიამოვნება იყო "გლადბახში" ასპარეზობა, ის დრო ცოტათი მენატრება. უკვე გითხარით, თუ როგორ დავიწყე მეკარედ თამაში, მაგრამ ბევრად წინ ასპარეზობა მიზიდავდა, მწვრთნელმა კი დაიჟინა: "ან მეკარის პოზიციაზე ითამაშებ, ან სხვა კლუბს მოძებნი"

დავფიქრდი... იმ დროს ჩემით სხვა კლუბები მართლაც ინტერესდებოდნენ, დიახ! მაგრამ მაშინ უკვე გოლების გატანა ჩემთვის აღარაფერს ნიშნავდა, მე ნამდვილი გოლკიპერი უნდა გავხდარიყავი და ეს პოზიცია სრულად ამეთვისებინა.
ამბობენ, განსხვავებული მეკარე იმიტომ ხარ, უწინ ფორვარდის ამპლუას რომ იყავი შეჩვეულიო. მართალია, ეს მოედნის სხვაგვარად ხედვაში ძალიან მეხმარება.

ერთხელ, როცა სადღაც 14-15 წლის ვიყავი, მწვრთნელი ძალიან გამიბრაზდა, ის იმედგაცრუებული იყო, მეუბნებოდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი, ეს ყველაფერი კი თანაგუნდელების წინ განმიცხადა. აქამდე ასე მკაცრად არავინ დამლაპარაკებია... დედაჩემის მანქანისკენ თვალცრემლიანი და გულნატკენი გავიქცი. ვფიქრობდი: "მართალია, ცუდი თამაში ჩავატარე, ამას უნდა შევეგუო" მწვრთნელმა ზუსტად იცოდა, რა ასპექტები უნდა გამომესწორებინა, საუკეთესო რომ გავმხდარიყავი, თავი ნებისმიერ მომენტში უნდა დამეჭირა.

სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, რომ ფეხბურთზე მეტად კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი, საკუთარი თავის მიმართ მართლაც მკაცრი გავხდი. ამ თემაზე აღარ მსურდა არც *****თან და არც ბაბუასთან საუბარი, მინდოდა ეს პრობლემა საკუთარი ძალებით გადამეჭრა. როცა 15 წლის გავხდი, უკვე ჩემი სკუტერის ტარება შემეძლო და ბაბუას განვუცხადე, რომ აღარ დასჭირდებოდა ვარჯიშებზე ჩემი წაყვანა, რადგან ამას მე თვითონ ვიზამდი. ბაბუასთვის რთული სიტუაცია იყო, თუმცა დამთანხდა.

ერთ დღეს, როცა წვიმას აპირებდა, ბაბუამ დამირეკა და მითხრა: "გინდა, წამოგიყვანო"?. მე ვუთხარი: "კი, რა თქმა უნდა" .

მაშინაც, როცა "გლადბახის" ჭაბუკთა გუნდში თამაშისთვის დამიძახეს, ჩემი ოჯახის გარეშე მინდოდა წასვლა. ფიქრს ვერ ვწყვეტდი იმაზე, თუ რამდენად ვატკენდი გულს ბაბუას, როცა კარგად ვერ ვითამაშებდი, როცა ის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების სტვენას გაიგონებდა... ამიტომ, მინდოდა ყველაფერი მარტოს გამეკეთებინა. ის სეზონი კარგად დასრულდა, მომდევნო სეზონზე კი ჩემი ოჯახის წევრები ერთ მატჩს არ ტოვებდნენ.

თვალზე ცრემლი მადგება მაშინ, როცა "გლადბახის" მაისურში ჩატარებულ ბოლო მატჩს ვიხსენებ, როცა მოედანზე ვიდექი, ტრიბუნაზე თვალით ვიღაცას გამალებით ვეძებდი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, ბაბუა იქ არ იყო.

როცა "გლადბახი" დავტოვე და "ბარსელონაში" გადმოვედი, ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ოჯახი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, როგორ უნდა დამეტოვებინა ისინი? თანაც, არ ვიცოდი, ჩემნაირი გოლკიპერისათვის აქ თამაში რამდენად სასარგებლო იქნებოდა.

მახსოვს, როცა პირველად აგენტმა მითხრა: "ბარსელონას" შენთან საუბარი სურს,ფიქრობენ, რომ მათ გასახდელ ოთახს კარგად მოერგები"... კატალონიელებმა გადაწყვიტეს, ჩემთან სუბისარეტა გამოეგზავნათ. მას შევხვდი, თუმცა არ მეგონა, აზრს ასე თუ შემაცვლევინებდა. ის კლუბის ისტორიის შესახებ მომიყვა, ამიხსნა, თუ რას ნიშნავს, ატარებდე "ლურჯ-ბროწეულისფერ" ფორმას და დამარწმუნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

ახლა ძარღვებში "ბარსელონას" სისხლი მიჩქებს, ფეხბურთი კი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. აქ თავს მარტო არასდროს იგრძნობ, ფანები ყოველთვის შენს გვერდით არიან.

პირველი დღეები მარტივი არ ყოფილა,რადგან ესპანური ცუდად ვიცოდი. მახსოვს, გასახდელოთახში გაბრწყინებული თვალებით რომ შევედი და რაკიტიჩი დავინახე, ვინც ზუსტად ჩემნაირ მდგომარეობაში იყო. ის გერმანულად კარგად საუბრობს და ესპანურიც იცის, თავიდან რამდენიმე თვე ის ჩემი თარჯიმანი იყო.

წარმოიდგინეთ, როგორ ვიგრძნობდი თავს,როცა გავიგე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 2016 წელს "გლადბახის" წინააღმდეგ უნდა მეთამაშა. ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს ძველ ფანებს... გერმანიაში ჩატარებული მატჩი სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ცოტა განსხვავებული -ფანები აპლოდისმენტებით შემხვდნენ.

იცით, რომ ჩემი ბაბუა "კამპ ნოუზე" ჯერ კიდევ არ არის ნამყოფი?! ყოველთვის ვთხოვ, თუმცა არ მოდის. ასე რომ, თუ ერთ დღეს ამ დიდებული მოედნის მახლობლად შეამჩნევთ მოხუცს, რომელიც პომიდორსა და წიწაკას ყიდის, ეს ჩემი ბაბუაა!


ტერ შტეგენი - "ჩემი გზა ბარსელონასკენ"


მომზადებულია სპეციალურად WWW.Vivabarca.ge-სთვის

скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
Giorgi Changelia საიტზეა
Giorgi Changelia 10 აპრილი 2018 19:39
ჩვენი მომავალი!..
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
M10 S9 D11 10 აპრილი 2018 18:38
ბრავოო მაგარი სტატია იყო
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
LIONEL MESSI 10 აპრილი 2018 15:09
ძალიან მაგარი სტატიაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
DON ANDRESS 10 აპრილი 2018 12:19
საღოლ უმაგრესი სტატიაა.კითხვა რომ არ მოგბეზრდება ისეთი.
lasha lionel 9 აპრილი 2018 23:42
ყოჩაღ იოჰან ძალიან კარგი სტატიაა,თავიდან მართლაც
უჭირდა მეკარედ თამაში რადგან ძალიან ბევრ უპატიებელი შეცდომებს უშვებდა მაგრამ მან ეს შეცდომები გამოასწორა და დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა და ის ბარსელონას ერთ ერთი ლიდერია ეს სეზონი მის კარიერაში საუკეთესოა.
პ.ს. ისე ადამიანს საკუთარ კარში გოლის გატან და ასე გაგიხარდება...
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
luisito;l.messi;jr 9 აპრილი 2018 23:09
რა კარგი სტატიაა, ტერ შტეგენმა ესეთი გზა თუ გაიარა არ ვიცოდი მისი ბავშობის დროინდელი პოზიცია კარგად ადგება ფეხით მშვენივრად თამაშობს, ძალიან დიდი მომავალი აქვს ტერ შტეგენს
აუ ავტოგოლს რო გაიტან და გაგიხარდება:)...
johan cruyff^^ 9 აპრილი 2018 22:57
ციტატა: Wtf man
საღოლ ადმინ კაი სტატია იყო

ციტატა: Clever Liar
რათქმაუნდა ყველა მსგავსი სტატია სასიამოვნოა, მაგრამ სტატია რომელშიც შენთვის ყოველი წინადადება უცხოა და ერთი მეორეზე მეტად საინტერესო, ეს შემთხვევა 100ჯერ უფრო სასიამოვნოა.. ყოჩაღ თაიგერიოჰან ბრავისიმოოო :))

ყველსგან ყოველთვის მეტლაკნებად ველოდები თამაშის ჩაგდებას, გარდა შტეგენისა და უმტიტისა რატომღაც..


ლაიერ, ნუ იცი ხოლმე შენებურად love მადლობა ყველას
Poulinho 9 აპრილი 2018 22:54
ტერ-შტეგენი ძალიან კარგი მეკარეა და ის ყოველთვის გვიმტკიცებს ამას. წელს მისი წვილილი დიდია როგორც ბარსელონაში ისე გერმანიის ნაკრებში . თუ დააკვირდებით შეამჩნევთ რომ მას განსხვავებული სტილი აქვს_ ყოველთვის გაწონასწორებული, მშვიდი და საიმედო. იმედი მაქვს ის დიდხანს დარცება ამ კლუბში <3
Clever Liar 9 აპრილი 2018 22:51
რათქმაუნდა ყველა მსგავსი სტატია სასიამოვნოა, მაგრამ სტატია რომელშიც შენთვის ყოველი წინადადება უცხოა და ერთი მეორეზე მეტად საინტერესო, ეს შემთხვევა 100ჯერ უფრო სასიამოვნოა.. ყოჩაღ თაიგერიოჰან ბრავისიმოოო :))

ყველსგან ყოველთვის მეტლაკნებად ველოდები თამაშის ჩაგდებას, გარდა შტეგენისა და უმტიტისა რატომღაც..
Wtf man 9 აპრილი 2018 22:37
საღოლ ადმინ კაი სტატია იყო
ტერ შტეგენი უდავოდ მეკარეების საუკეთესო ხუთეულშია მე ასე გადავანაწილევდი
1) დე გეა
2)ბუფონი
3)ტერ შტეგენი
4)კურტუა
5)ნავასი
kule forever 9 აპრილი 2018 22:28
Dzaan magari statiaa,shtego dzaan magari mekarea da male msoflioshi nomer pirvelic gaxdeba me mjera.rac sheexeba statias is martla magari iyo Pirveli. Goli Tavis karshi ro gaitana :d
--------------------
უყურებ თამაშს არ ჩანს ბუსკეტსი.უყურებ ბუსკეტსს ჩანს მთელი თამაში-ვისენტე დელ ბოსკე
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK