ხრისტო სტოიჩკოვი - სულით კატალონიელი » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

ხრისტო სტოიჩკოვი - სულით კატალონიელი

image
სტოიჩკოვი - ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონა" ძალიან უყვარდა და ახლაც უყვარს. "ბლაგრანა" არაერთ ფეხბურთელს აძლვევს შანს, რომ საკუთარი შესაძლელობები გამოავლინოს, მოიგოს უამრავი ტიტული. ეს ეხება არა მხოლოდ ესპანელებს, დასავლეთ ევროპელებსა და სამხრეთ ამერიკელებს, არამედ ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც, როგორიც ბულგარეთია და სხვა, შედარებით არასაფეხბურთო ქვეყნა. ხრისტო მუდამ გამოირჩეოდა პროვოკაციული კომენტარებითა და "ბარსას" დაუძინელები მტრის, მადრიდის "რეალის" სიძულვილით.

სტოიჩკოვი 1966 წლის 8 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდიდში დაიბადა. საფეხბურთო კარიერაში პირველი ნაბიჯები მან 1976 წელს გადადგა, როდესაც ზემოთ ხსენებული ქალაქის კლუბში, "მარიცას" აკადემიაში შევიდა, სტოიცკოვი იქ 1981 წლამდე დარჩა. 1982 წელს შედგა სტოიჩკოვის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში, კერძოდ - "ჰებროს ჰარმანილში". ხრისტომ იქ 2 წელი დაჰყო, რის შემდეგაც ბულგარეთის დედაქალაქის კლუბს, სოფიას "ცსკა"-ს მიაშურა. ხრისტო იქ 6 წელი დარჩა. ამ გუნდი რიგებში მან თასის მფლობელთა თასზეც ითამაშა, "ბარსელონას" წინააღმდეგ, ჰეტ-თრიკი შეასრულა და თავისი მომავალი კლუბისა, და მწვრთნელ იოჰან კრუიფის ყურადღება მიიქცია. 1990 წელს, სტოპიჩკოვი კრუიფის "ოცნების გუნდში" მოხვდა. ესპანურ კლუბთან ხრისტომ მალევე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც "ბარსას" ხელმძღვანელობას" 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

კატალონიაში გატარებულ პირველ 3 სეზონში სტოიჩკოვმა 60 გოლი გაიტანა. 1994 წლების სეზონი საუკეთესო გამოდგა ხრიტოსთვის. მან ნაკრებშიც მიაღწია წარმატებას; ბულგარეთის ეროვნული გუნდი მუნდიალის 1/2 ფინალში გავიდა. ამ წელს ხრისტომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი წოდება მოიპოვა და რობერტო ბაჯოსა და პაოლო მალდინის სძლია, "ოქროს ბურთისთვის ბრძოლში.

1995 წელს სტოიჩკოვმა "ბარსელონა" დატოვა და სერია A-ს მიაშურა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, "პარმას" შეუერთდა, სადაც 1 სეზონი გაატარა და ისევ "ბლაუგრანასში" დაბრუნდა, 1996 წელს. აღნიშნულ წელიწადში ბოიკოტი გამოაცხადა ბულგარეთის ნაკრებში, მიზეზი - ნაკრების ახალი მწვრთნელი, დიმიტრი პანევი იყო, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა. საბოლოოდ, 1 წლის შემდეგ, იგი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. დაბრუნდბეიდან, მან ისევ დაიწყო გატანა, ბურგასში, ლუქსემბურგთან გამართულ შეხვედრაში, სტოიჩკოვმა გოლი გაიტანა და მისმა ნაკრებმა 4:0 მოიგო. ასევე, გვახსოვს მისი გოლი გერმანიის ნაკრების კარში. მას გაუტანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო ნაკრებისთვისაც, როცა საქართველომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეო გამარჯვება მოიპივა. ამ მატჩში ანგარიში შოთა არველაძმე გახსნა, რასაც გიორგი ქინქლაძის გოლი მოჰყვა, და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, სტოიჩკოვმა 1 ბურთი გაქვითა. 1998 წელს ბულგარეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა, სადაც ხრისტომ 1 გოლი გაიტანა.

"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, სტოიჩკოვი "ცსკა სოფიაში" დაბრუნდა და მისი კვალ დატოვების შემდეგ ითამაშა არაბულ "ალ-ნასრსა" და იაპონურ "კაშივა რეისორში", რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა.

MLS-ში ის "ციკაგო ფაირში" ჩაირიცხა, სადაც ამერიკის თასი მოიგო და კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო. 1 წელი გაატარა "დ.ს. იუნაიტედშიც" და 2003 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მან სამწვრთნელო კარიერა, საფეხბურთოს დანებებიდან 1 წელში, 2004 წელს დაიწყო, როდესაც ბულგარეთის ნაკრები ჩაიბარა, თუმცა დიდხანს არ გაჩერებულა. 2007/08 წლების სეზონში, იგი ლა ლიგაში დაბრუნდა და "სელტა" ჩიაბარა, მას მოჰყვა "მამელოდი სანდაუნსი", "ლიტქს ლოვეჩი" და 2013 წელს, "ცსკა" სოფია.

ფეხბურთიდნ წასვლის შემდეგ, სტოიჩკოვი რამდენიმე სკანდალში გახვეულა, მაგ.: აშშ-ში, ჩიკაგოში ყონფისას, როდესაც ხრისტო მუზეუმში იმყოფებოდა და ჟურნალისტი მიუახლოვდა, ინტერვიუს ჩაწერის სურვილით, სტოიცკოვის მუშტი მიიღო სახეში. ასევე, ალბათ, გაგიგიათ, საქართველო-ბულგარეთის მატჩის დროს, როდესაც ხრისტომ რთული ხასიათი კვლავ გამოავლინა და ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას წყალი შეასხა. ის სკანდალში გახვეულა ნადირობისთვისაც, როდესაც დახოცილ ცხოვლებთან, აფრიკაში ნახეს.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ხრისტოს ახასიათებდა პროვოკაციული გამონათქვამები, რაც ახლადნელ "ბარსელონაში" ხერარდ პიკეს "საქმეა". მოდით, გავიხსენოთ მისი კომენტარი, "ბარსელონას" მიერ "რეალის" 0:2-ის დამარცხების შემდეგ: ""ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში, ფეხბურთს მხოლოდ ერთი, სტუმარი გუნდი თამაშობდა, მეორე გუნდის ფეხბურთელები კი - ვირებივით დარბოდნენ".

მას ეკუთვის შემდეგი გამონათქვამიც: "მძულს "რეალი" და თეთრი ფერი".

ამ ბლოგს ხრისტოს ტიტულებით დავასრულებ:

"ცსკა სოფია"

ბულგარეთის ჩემპიონი: 1986/87, 1988/89, 1989/90
ბულგარეთის თასის მფლობელი: 1984/85, 1986/87, 1987/88, 1988/89

"ბარსელონა"

ესპანეთის ჩემპიონი: 1990/91, 1991/92, 1992/93, 1993/94
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1991, 1992, 1994, 1996
ესპანეთის თასის მფლობელი: 1996/97
ევროპის თასის გამარჯვებული: 1991/92
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 1993/94
უეფას სუპერთასის მფლობელი: 1992, 1997
თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული: 1996/97

"ალ-ნასრი"

აზიის თასის მფლობელთა თასი: 1998

"კაშივა რეისოლი"

ჯეი ლიგის გამარჯვებული: 1999

"ჩიკაგო"

შშ-ს თასის მფლობელი: 2000

ინდივიდალური მიღწევები
ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელი: 1989, 1990, 1991, 1992, 1994
ბულგარეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1988/89 (23 გოლი), 1989/90 (38 გოლი)
"ოქროს ბურთის" მფლობელი, როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: 1990 (38 გოლი)
"ოქროს ბურთის" მფლობელი: 1994
"ოქროს ბურთის" მფლობელი, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: 1994 (6 გოლი)
გახდა "ფიფას 100"-ნთა წევრი
ბულგარეთის საუკეთესო მოთამაშე 1954—2003.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
Giorgi Changelia 16 აპრილი 2018 02:04
ციტატა: LIONEL MESSI
მაგარი სტატიაა.

ციტატა: M10 S9 D11
ბრავო ავტორს

ციტატა: luisito;l.messi;jr
ძაან მაგარი ბლოგია სტოიჩკოვი კი მართლა მაგარი იყო...

მადლობა!
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
luisito;l.messi;jr 15 აპრილი 2018 23:24
ძაან მაგარი ბლოგია სტოიჩკოვი კი მართლა მაგარი იყო...
M10 S9 D11 15 აპრილი 2018 19:56
ბრავო ავტორს
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
LIONEL MESSI 15 აპრილი 2018 17:54
მაგარი სტატიაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფეხბურთელი კატალონიელთა ისტორიაში <33
Giorgi Changelia 15 აპრილი 2018 15:10
ციტატა: lasha lionel
ძალიან კარგი სტატია ყოჩაღ ჩანგელ

ციტატა: basa7
ყოჩაღ გიო

დიდი მადლობა <3
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
basa7 15 აპრილი 2018 14:59
ყოჩაღ გიო
lasha lionel 15 აპრილი 2018 14:33
ძალიან კარგი სტატია ყოჩაღ ჩანგელ
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK