რეგისტრაცია

4 ფაქტორი, რამაც "ბარსელონას" გამარჯვება განაპირობა

image
როგორც მოგეხსენებათ, პრიმერადივიზიონის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში, "ბარსელონამ" "ვალენსიას" მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია. გთავაზობთ 4 ფაქტორს, რამაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გამარჯვება გამოიწვია.

1. "ბლაუგრანას" ხასიათი აღარ დაუკარგავს. გუნდი მთელი თამაშის მანძილზე აქტიურად ახდენდა პრესინგს. ვალვერდეს შეგირდები მიხვდნენ, რომ "კამპ ნოუზე", საკმაოდ ძლიერ გუნდთან დაპირისპირება, თასის ფინალის წინ, მცირე რეპეტიციაც იქნებოდა. შეხვედრის პირველიდან ოთხმოცდამეათე წუთამდე, "ბარსა" მუდმივად ჩართული იყო თამაშში და მეორე ტაიმში ძალები აღარ დაუზოგავს, ისევე როგორც, ეს "ატლეტიკთან" და "ლეგანესთან" გააკეთა.

2. "ბარსამ" მომენტები გამოიყენა, "ვალენსიამ" - ვერა. მატჩის პირველ ნახევარში სუარესმა კოუტინიოს ბრწყინვალე გადაცემა დააბოლავა გოლით, ხოლო დასკვნით ორმოცდახუთწუთეულში, უმტიტიმ გამოიყენა შანსი. ამ გოლებს შორის, "ღამურებს" უამრავი კარგი შესაძლებლობა შეექმნათ შედეგიანი დარტყმის განსახორციელებლად, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. ტერ შტეგენის დამსახურებაცაა ვალენსიელთა უიღბლობა.

3. მესიმ და ინიესტამ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს. ლეოს არც გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია, თუმცა "ლა პულგამ" დიდებული შეხვედრა გამართა. მეორე ნახევარში, არგენტინელმა და ანდრესმა იტვირთეს გუნდის წინ გაძღოლა. როდესაც ბურთი კატალონიელთა კაპიტანს ან ვიცე-კაპიტანს მისდიოდა, თამაშის ტემპიც ჩქარდებოდა. ორივე მათგანს შეეძლო ულამაზესი ბურთების შეგდება, თუმცა არც ლიონელსა და არც ინიესტას, არ გაუმართლათ.

4. ამ დროისთვის, ჟორდი ალბა საუკეთესო განაპირა მცველია. შეტევაშიც და დაცვაშიც, ესპანელი საოცრად გამოიყურებოდა. მან "ღამურების" მრავალი კონტრშეტევა ჩაშალა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში, "ბლაუგრანას" შეტევების უპირველესი წყარო გახლდათ.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
M10 S9 D11 საიტზეა
M10 S9 D11 15 აპრილი 2018 19:42
ეთამაშათ ასე რომასთან ეს დედა ნაქაჩი რა იქნებოდა
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
LIONEL MESSI 15 აპრილი 2018 17:36
ციტატა: lasha lionel
ვალენსიას ძალიან არ გაუმათლათ მაგრამ რას ვიძამთ ფეხბურთში ის მკაცრი კანონი ამოქმედა ვერ გაიტან გაგიტანენ,მესი არ იყო ცუდი მაგრამ უფრო მეტს მოველოდი მისგან,ჟორდი ალბა მათლაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაეცხენა მცველად ჩამოყალიბდა

ბევრი მომენტი ჰქონდა ვალენსიას.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
luisito;l.messi;jr 15 აპრილი 2018 17:17
გამართლების მომენტიც იყო იმედია მომავალში თამაშის ხარისხი გამოსწორდება...
არ მომწონს მაინც...
კი კი ყველაფერი კარგად წავიდა ვალენსიასაც არ უმართლებდა
თან ხარიხას მოხვდა ბურთი ტერ შტეგენის სეივის შემდეგ. ეგ პენალტზე ოდნავ გაუმართლა ვალენსისას
მაგრამ ინიესტა შეუდარებელი იყო ალბამაც როგორც დაცვაში ისე შეტევაშიც კარგი იყო.
ძალების დაზოგვა ალბათ მაინც ცუდი იქნება,
ჩემპიონთა ლიგაზე არაა გუნდი
და მესიმ და სუარესმა უნდა გაიტანონ გოლები,
ბომბარდირობაზე კი არიან ლიდერები, მაგრამ რონალდოც ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა და იმედია ყველაფერი ბარსას და ბარსელონელების სასიკეთოდ დამთავრდება.
lasha lionel საიტზეა
lasha lionel 14 აპრილი 2018 22:37
ვალენსიას ძალიან არ გაუმათლათ მაგრამ რას ვიძამთ ფეხბურთში ის მკაცრი კანონი ამოქმედა ვერ გაიტან გაგიტანენ,მესი არ იყო ცუდი მაგრამ უფრო მეტს მოველოდი მისგან,ჟორდი ალბა მათლაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაეცხენა მცველად ჩამოყალიბდა
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK