რეგისტრაცია

4 მიზეზი თუ რატომ უნდა დარჩეს ვალვერდე "ბარსელონაში"

image
"ბარსელონას" გამოცდილი მთავარი მწვრთნელისთვის, ერნესტო ვალვერდესთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ "ლურჯ-ბროწეულისფერები" "რომასთან" კრახით არ დაასრულებდნენ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას. "ჯალაროსისთან" განცდილი ფიასკოს შემდეგ, "ბარსას" მრავალმა ქომაგმა მოითხოვა "ჭიანჭველას" თანამდებობიდან გათავისუფლება. გთავაზობთ 4 მიზეზს, თუ რატომ უნდა დარჩეს კლუბში ერნესტო.

4. დღესდღეისობით, არცთუ ბევრი კარგი სპეციალისტია თავისუფალი

შესაძლოა, "ბარსელონას" გულშემატკივრები უკმაყოფილონიც კი იყვნენ საკუთარი გუნდის თამაშის სტილით, მაგრამ არ შეიძლება იმაზე თვალის დახუჭვა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, "ბარსამ" განუზომელი პროგრესი განიცად. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ერნესტო უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი არ გახლდათ, მაგრამ ვალვერდემ შეძლო და ადამიანებს აზრი შეაცვლევინა. კატალონიელთა ხელმძღვანელობა ყოველთვის დიდი სიფრთხილით ირჩევს თავკაცს, ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ ბაზარზე, არცთუ ბევრი მწვრთნელია, რომელიც "ბლაუგრანას" დნმ-ს აკმაყოფილებს.

3. "ბარსელონა" ჯერ კიდევ აღმშენებლობის პროცესშია

არ გამოვრიცხოთ, რომ ერნესტო გახლავთ "ბარსას" ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩამბარებელი, მწვრთნელი უკანასკნელ წლებში. ნათელია, რომ კლუბს ახალი სისხლი ესაჭიროებოდა. ხავიერ მასკერანო დაცვის ცენტრში მოქმედებებისთვის უკვე გადაბერებული გახლდათ, რამაც განაპირობა მისი ჩინეთში ტრანსფერი. ნახევარდაცვის ცენტრში სერხიო ბუსკეტსა და ანდრეს ინიესტასაც შეეტყოთ ასაკი, რასაც დაემატა პაულინიო ბეზერას მოულოდნელი გადმობირებაც. თავის მხრივ, ლუკა დინის, ნელსონ სემედუსა და სამუელ უმტიტის დარი ახალგაზრდების თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას არავინ ელოდა.

"რეალთან" მოგებული "კლასიკო", ლა ლიგაში წაუგებელი სერიის დამხობა და ოქროს ლიგა სანტადერის მოგების შანსი პირველი სეზონისთვის საკმარისად უნდა ჩაითვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ ვალვერდეს "ბარსა"ჯერ ისევ აღმშენებლობის პროცესშია.

2. შიდა ასპარეზზე მოგებული დუბლი, ცუდ სეზონს არ ნიშნავს

"ბლაუგრანაში" თამასა ყოველთვის უმაღლეს დონეზეა აწეული, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მიმდინარე სეზონი წარუმატებელია. "ლურჯ-ბროწეულისფერებს" აქვთ შანსი, რომ პრიმერადივიზიონი მარცხის გარეშე მოიპოვონ. არ დავივიწყოთ ისიც, რომ "ბარსელონა" კოპა დელ რეის ფინალშიცაა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო განცდილი იმედგაცრუებისა, ლა ლიგისა და კოპას შესაძლო მოგება, ცუდ მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს. სეზონის დასაწყისში, ბევრი ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ კლუბი "რეალს" გაუწევდა პრიმერაში კონკურენციას და ორი ტიტულის მოპოვების რეალური შესაძლებლობაც ექნებოდა.

1. მეტი რესურსი განვითარებისათვის

ვალვერდე მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს "ბარსას" თავკაცის პოსტზე და დუბლის მოგებაც სძალუძს. "ბლაუგრანას" ფანები უნდა მიხვდნენ, რომ მომდევნო თვეებში, გუნდს გაუმჯობესების უკეთესი შანსი აქვს, თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა მოთამაშეების დიდ რაოდენობას. ის, რომ ფილიპე კოუტინიოს მომავალ სეზონში ევროსარბიელზეც შეეძლება ასპარეზობა, მხოლოდ და მხოლოდ კარგ ამბად უნდა ჩაითვალოს. ეს ერნესტოს ტაქტიკის გამრავალფეროვნების საშუალებას მისცემს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
temo 54 16 აპრილი 2018 16:58
ვალვერდე მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს "ბარსას" თავკაცის პოსტზე და დუბლის მოგებაც სძალუძს.

სხვათა შორის 3 ტიტულის მოგებაც ძალუძს. აგვისტოში სუპერთასზეც მოუწევს თამაში სევილიასთან.
LIONEL MESSI 16 აპრილი 2018 15:40
ციტატა: luisito;l.messi;jr
ვალვერდე მართალია არაა ცუდი მწვრთნელი ლა ლიგაში მშვენიერი შედეგი დადო მაგრამ ეს შედეგი ბარსელონას სტილის ფეხბურთით არ დაუდია, მართალია არ ქონდა იმის რესურსი რომ ლამაზი ფეხბურთი ეჩვენებინა მაგრამ რესურსს მაინც ბოლომდე ვერ იყენებს, მე არ მგონია ვალვერდეს ბარსელომას დნმ ქონდეს ის უფრო მეტად დაცვით სტილს მისდევს და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობს რაც ნამდვილად არაა ბარსელონას სტილი...

გეთანხმები.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
lesane C 16 აპრილი 2018 15:37
აქამდეც მარტო იმიტომ ითმენდა ხალხი ამის ყოფნას გუნდში რო შედეგი იყო(და ეგეც აღარ არის,ლა-ლიგა მოგვბეზრდა უკვე :დ),სულ რო ტოპ ხალხი დაუყენო სასტავში მაინც სვარკას ითამაშებს,აზრი არ აქ,ჯობია გაუშვან და იგივე თუნდაც უნსუე დანიშნონ
luisito;l.messi;jr 16 აპრილი 2018 14:23
ვალვერდე მართალია არაა ცუდი მწვრთნელი ლა ლიგაში მშვენიერი შედეგი დადო მაგრამ ეს შედეგი ბარსელონას სტილის ფეხბურთით არ დაუდია, მართალია არ ქონდა იმის რესურსი რომ ლამაზი ფეხბურთი ეჩვენებინა მაგრამ რესურსს მაინც ბოლომდე ვერ იყენებს, მე არ მგონია ვალვერდეს ბარსელომას დნმ ქონდეს ის უფრო მეტად დაცვით სტილს მისდევს და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობს რაც ნამდვილად არაა ბარსელონას სტილი...
levani neparidze 16 აპრილი 2018 14:15
არანაირი პუნქტი და მსჯელობა არ ჭირდება ფაქტი სახეზეა ბარსა თავის თავს აღარ გავს. სასწრაფოდ უნდა დატოვოს კლუბი. მოსაყვა ია გუნფის ფილოსოფიის მქონე მწვრთნსლი, ამას განხილვაც არ ჭირდება მოსაშორებელია ეს კაცი მაფლობა ლა ლიგა მოვიგეთ მაგრამ ნახუი ახლა
Forever barca 16 აპრილი 2018 08:33
გვარსიოლა რატომ ელწავიდა ეგ მაინტერესებს.და რო დაბრუნდეს რა უჭირს.
--------------------
პელე:''მე ვარ მსოფლიოში სუკეთესო"
მარადონა:მე ვარ მსოფლიოში სუკეთესო"
რონალდო:"მე ვარ მსოფლიოში სუკეთესო"
მესი:"იმაზე უფრო ვზრუნავ რომ კარგი ადამიანი ვიყო ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო"
4 პუნქტს საერთოდ არ ვეთანხმები. ერნესტ უმაღლესი კლასის სპეციალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია მსოფლიოში მაგრამ არა ბარსელონასთვის! ბარსლეონას ძალიან ბევრი მაგარი მწვრთნელის დათრევა შეუძლია: 1)იოახინ ლიოვი რომელიც მსოლფლიოს შემდეგ წავა დიდი ალბათობით ნაკრებიდან და არც ბაიერნს ჩაიბარებს რადგან ბაიერნმა უკვე დაასახელა ჰაინკესის მეკვიდრე ნიკო კოვაჩის სახით. 2)ხორხე სამპაოლი რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წავა სავარაუდოთ თუ მსოლიფოს ვერ მოიგებს თუ არადა კოპას ჩათვლით დარჩება. 3)ჟორჟე ჟესუსი რომლის გადმობირებას სპორტინგიდან არ უნდა იყოს ძნელი. 4)ჯოვანი ვან ბრონკხორსტი რომელსაც ბარსელონას დნმ აქვს და არც მისი მოყვანა დაჭირდება. 5)ფილიპ კოკუ ბარსლეონას ლეგენდა რომლის გუნდმაც რამდნეიმე საათის წინ ოფიციალურად გაინაღდა ერედივიზიის ჩემპიონის ტიტული.
M10 S9 D11 15 აპრილი 2018 23:54
და ერთი მიზეზი თუ რატო უნდა წავიდეს ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში აი ეს ის მიზიზია რომელიც ვალიკოს დასარჩენ მიზეზებს ერთად აღებული აღემატება ბარსა არაა მანჩესტერი ჩელსი იუვენტუსი და ატლეტიკო რო ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშოს ეს არაა ბარსას სტილი და არც არასდროს ყოფილია ბარსა ყველთვის თამაშობს სწრაფ ლამაზ შემტევ ფეხბურთს თუ ამას გააცნობიერებს ვალვერდე და ათამაშებს იმ სტილით გუნდს რა სტილითაც ვალიკომდე თამაშობდა კიბატონო დარჩეს არაა პრობლემა ძალიან მაგარი ტაქტიკოსია და ძლიერი სპეციალისტი და ხო ამ იგროკების ამოჩემებასაც თუ მოეშვებ ვაფშე გაასწორებს
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
CuLe MSD 15 აპრილი 2018 23:47
:/ ki damafiqre mweral magram me mainc mgonia rom unda wavides :/ racarunda ikos tamashis gadasarchenad gomeshi rom ar unda sheushva mindorze ra gamocdileba unda ams ager me vxvdebi :/
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK