რეგისტრაცია

"ბარსელონას" "ბალაიდოსზე" 3 წელია არ მოუგია

image
"ლეგანესთან" მარცხის შემდგომ, "სელტას" საევროპალიგო შანსები მიზერული გახდა, მაგრამ თითქოსდა უმოტივაციო მეტოქესთან, "ბარსელონას" მაინც ძალიან ძნელი ბრძოლის გამართვა მოუწევს, რამეთუ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "ბალაიდოსზე" უკვე 3 წელია არ მოუგიათ.

"ბლაუგრანას" ბოლოს ამ სტადიონზე მოგებული 2015 წლის 5 აპრილს აქვს, როცა ჟერემი მატიემ მოუტანა გამარჯვება "ბარსას" მატჩში, რომელშიც სიმართლე რომ ვთქვათ, კატალონიელები 3 ქულას არ იმსახურებდნენ.

ხუან კარლოს უნსუეს, ვიგოელთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, კარგად ახსოვს თუ როგორ გაანადგურა "სელტამ" "ბლაუგრანა" 2015 წლის სექტემბერში, ანგარიშით 4:1. იაგო ასპასის დუბლს, ნოლიტოსა და გუიდეტის გოლებს "ბარსადან" მხოლოდ ნეიმარმა უპასუხა.

გასული სეზონის შეხვედრაც "ცისფრების" გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დამთარდა. პიანუ სისტუს, ასპასის, მატიეს (ავტოგოლი) და პაბლო ჰერნანდესის შედეგიანი დარტყმების შედეგად არსებული ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, პიკეს დუბლი და ნეიმარის პენალტი საკმარისი არ გამოდგა.

ამ სეზონში, ეს გუნდები ერთმანეთს უკვე სამჯერ დაუპირისპირდნენ. ლიგა სანტადერის პირველ წრეში, მატჩი 2:2 დასრულდა, რის შედეგადაც "კამპ ნოუზე" კატალონიელებმა პირველი ქულები დაკარგეს. კოპა დელ რეის ეგიდით, "ბალაიდოსზე" ჩატარებული შეხვედრა 1:1 დამთავრდა, თუმცა საპასუხო ჯახში, "ბლაუგრანამ" 5:0 იძალა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
luisito;l.messi;jr 17 აპრილი 2018 19:25
დღეს უნდა მოიგოს ბარსელონამ სამი წლის შემდეგ...
lasha lionel 17 აპრილი 2018 14:30
წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის სელტა სერიუზულ წნაღმდეგობას გაგვიწევს მაგრამ ბარსელონა უნდა შეცადოს აქედან შინ სამი ქულით დაბრუნდეს
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
LIONEL MESSI 17 აპრილი 2018 14:10
ხოდა დღეს მოვუგებთ და ამ სტატისტიკას გამოვასწორებთ.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
kortoxa23 17 აპრილი 2018 12:49
ფსიქოლოგიურად განადგურებულია ბარსელონა რომაში სამარცხვინო წაგების მერე მაგრამ მჯერა რო მინიმუმ არ წავაგებთ
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
Sergio barca 17 აპრილი 2018 10:54
დღეს მოიგებენ ჰანდიკაპით თან
ჰოდა იმედია ამ ტრადიციას დაარღვევს ბარსელონა ამ მატჩში მნიშვნელოვანია მინიმუმ ქულა მაინც ეს წაუგებელი სერია უნდა დავასრულოთ 38 ტურამდე.
lionel meesi 17 აპრილი 2018 09:42
კონტრ შეტევებზე ძალიან მაგრები არიან ესენი უნდა ვიფრთხილოთ
ედურარდო ბერიცო აღარ ყავს სელტას ესეც გასათვალისწინებელია
Giorgi Changelia 16 აპრილი 2018 23:32
როგორ მახსოვს ის გოლი, თავით გაიტანა მატიემ, ხარიხას შეეხო და შევარდა.
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
M10 S9 D11 16 აპრილი 2018 23:27
ხოდა ხვალ უნდა მოვიგოთ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK