5 ტრანსფერი, რამაც ლუის ენრიკეს "ბარსელონას" წარმატება განაპირობა » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

5 ტრანსფერი, რამაც ლუის ენრიკეს "ბარსელონას" წარმატება განაპირობა

image
"ბარსელონას" ექს-მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ეპოქა "ბლაუგრანაში" ძალიან წარმატებული გამოდგა. თავის პირველივე სეზონში, "ლუჩომ" ტრიპლეტი მოაგებინა "ბარსას". "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის რანგში, ასტურიელმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, თან მრავალგზის. გთავაზობთ იმ 5 ტრანსფერს, რამაც ენრიკეს ესოდენ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

5. კლაუდიო ბრავო

"რეალ სოსიედადიდან" 15 მილიონ ევროდ, 2014 წელს გადმოსული ჩილელი კიპერი ფეხით თამაშის ბრწყინვალე უნარით გამოირჩეოდა, თუმცა საჯარიმოში მოქმედებანი საკმაოდ უჭირდა. "ბარსას" სამწვრთნელო გუნდის დახმარებით, კლაუდიომ ეს პრობლემაც გადაჭრა და ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაც ჩამოყალიბდა. თავისი 75 მატჩიდან, ბრავომ 43-ში კარი მშრალად შეინახა. იგი შეხვედრაში საშუალოდ 2.27 სეივს აკეთებდა. 2016 წელს, სამხრეთ-ამერიკელმა "მანჩესტერ სიტის" მიაშურა და მარკ ანდრე ტერ შტეგენს გაუხსნა გზა ძირითადი გოლკიპერობისკენ.

4. ივან რაკიტიჩი

ჩავის "ბლაუგრანული" კარიერის უკანასკნელ სეზონში, ივანმა იმდენად კარგი თამაში აჩვენა, რომ კაპიტნის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არცთუ მტკივნეულად იგრძნობოდა. "კამპ ნოუზე" 2014 წელს გადმობარგებულმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "იუვენტუსის" წინააღმდეგაც მოახერხა გატანა. რაკიტიჩი ლუჩოს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი გახლდათ და იგი ამ სიის სათავეშიც აღმოჩნდებოდა, ასტურიელს ბოლო სეზონებში ტაქტიკა რომ არ გადაესხვაფერებინა. "ბარსელონაში" 208 მატჩის მანძილზე, რაკიტიჩს 29 ბურთი აქვს შეგდებული.

3. სამუელ უმტიტი

ორი აზრი არ არის იმაზე, რომ სამუელის ტრანსფერი 2016 წლის ზაფხულის საუკეთესო გარიგება გახლდათ. "ლიონიდან", 25 მილიონ ევროდ გადმოსულმა ფრანგმა ხერარდ პიკეს ის სტაბილურობა შესძინა, რაც კარლეს პუიოლის წასვლის შემდგომ, ესპანელს დაკარგული ჰქონდა. მიმდინარე სეზონში, ფრანგს 80 მატჩი აქვს ჩატარებული და დაცვითი ფუნქციების ბრწყინვალე შესრულებით გამოირჩევა.

2. ლუის სუარესი

2014 წელს, ლუისმა "ლივერპული" გაცვალა "ბარსაზე", რაშიც მერსესაიდელებმა 82 მილიონი ევრო აიღეს. ამ ტრანსფერს წინ დისკვალიფიკაციაც უძღოდა, რომელმაც "ელ პისტოლეროს" სამი თვის მანძილზე უქმობა აიძულა. მიუხედავად ამისა, "ბარსამ" ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შესთავაზა "წითლებს" ეს თანხა ურუგვაელისთვის. "კლასიკოზე" ჩატარებული სადებიუტო მატჩიდან მცირე ხნის პერიოდში, ლუისს უჭირდა "ბლაუგრანას" სტილს მორგებოდა, მაგრამ სეზონის დასკვნით ფაზაში MSN სრული სიმძლავრით ამუშავდა. დღესდღეისობით, სუარესს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 148 გოლი აქვს გატანილი და 82 ასისტიც შესრულებული.

1. მარკ ანდრე ტერ შტეგენი

გერმანელი კიპერი ამ სიაში პირველ ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს. იგი პირადად ანდონი სუბისარეტამ აირჩია, რომელიც თავად გახლდათ "ბლაუგრანას" ლეგენდარული კიპერი. საწყისი არადამაკმაყოფილებელი თამაშის შემდგომ, მარკმა ყველაფერი გამოასწორა, რაც ფეხით მოქმედების უნარის გამოყენებასა და ბრწყინვალე სეივებში აისახა. მიმდინარე სეზონში თავის შესანიშნავად წარმოჩინების შემდგომ, შესაძლოა, იგი მუნდიალზე, გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
luisito;l.messi;jr 20 აპრილი 2018 18:25
ლუჩოო <3 ვალვერდე როცა გუნდში მოვიდა დიდი რესურსი არ ქონია მაგრამ დღეს დღეობით არის იმის რესურსი რომ მიხედოს თამაშის ხარისხსაც ნეტა როდის მიხვდება ამას...
LIONEL MESSI 20 აპრილი 2018 16:24
ძალიან მაგარი მწვრთნელია ლუჩო.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
lasha lionel 20 აპრილი 2018 14:34
რათქმაუნდა ხუთივე ტრასფერი ძალიან კარგი იყო და გამათლა ტერ შტეგენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა,სუარესმა ოქროს ბუცი მოიგო და მსოფლიოში საუკეთესო ცეტრფორვარდია,რაკიტიჩიც პირველ სეზონში ძალიან კარგი იყო,ბრავისაც არაუშავდა მაგრამ საბოლოდ მაინც დატოვა გუნდი,ხოლო უნტიტიმ წინა სეზონის ტრასფერებს შორის იყო საუკეთესო რადგან დანარჩენებმა ვერ გამათლეს გუნდის იმედები
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
Baloo45 20 აპრილი 2018 12:59
ციტატა: vitorborbafereira
neymar i gamogrchat

ნეიმარი ენრიკეს არ მოუყვანია დახვდა გუნდში ტატა მარტინოს დროს მოვიდა
Nelson senedo 2 20 აპრილი 2018 12:45
ისეთი სუარესი გაასწორებდა ახლა ცუდია რომ ბერდება და ნელნელა უკლებს თამაშს
ტერმა ძან საშინლად დაიწყო თავისი პირველი თამაშები ბარსაში მაგრამ ეხლა საუკეთესო მეკარეა ესპანეთში
mentalist 20 აპრილი 2018 00:48
ციტატა: vitorborbafereira
neymar i gamogrchat

neymari tatas dros iyides. luchos daxvda.

ციტატა: რაფა მარკესი N1
უმტიტის ლუჩოს ბარსაში დიდი როლი არ ქონია. დანარჩენები უდავოდ წარმატებულები იყვნენ. უმტიტიც მაგრამ ლუჩოს ეპოქა უფრო მასკერანოსთან ასოცირდება ვიდრე უმტიტისთან

xoo bazari araa. prosta raxan luchos dros movida sheiyvanes siashi tore 2015 wlis transferebi iyo bombi tripleti ro daido tore umtitis mosvlis mere agaraferi mogvigia didi. tarsi gamodga magari eg shobeldzagli :D shavi katasavit dagvtarsa
vitorborbafereira 20 აპრილი 2018 00:33
neymar i gamogrchat
უმტიტის ლუჩოს ბარსაში დიდი როლი არ ქონია. დანარჩენები უდავოდ წარმატებულები იყვნენ. უმტიტიც მაგრამ ლუჩოს ეპოქა უფრო მასკერანოსთან ასოცირდება ვიდრე უმტიტისთან
CuLe MSD 20 აპრილი 2018 00:11
Luchos iseti sastavi kavda uluchotac davdebtit triplebs :)
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK