დანი ალვეში - დაუფასებელი ლეგენდა » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

დანი ალვეში - დაუფასებელი ლეგენდა

image
„ბარსელონას“ მრავლისმომცველ ისტორიაში უდიდესი ადგილი სამხრეთ-ამერიკელ ფეხბურთელებს უჭირავთ. „ლურჯ-ბროწეულისფერები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკური და ცივსისხლიანი თავდამსხმელებით, რომელთა უმეტესობა სწორედ ამ კონტინენტის წარმომადგენელი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანას“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელია და ალბათ, არც სჭირდება დაკონკრეტება თუ ვინ გახლავთ ის, არც ბრაზილიელი მოთამაშენი არიან დასავიწყნი. ბევრისგან მსმენია, რომ სწორედ მათი ცქერით შევარდნია ამა თუ იმ ქომაგს გული „ბარსელონაზე“. ევარისტო დი მაჩეო, რომარიო, რონალდო ლუის ნაზარიო, რივალდო, რონალდინიო, დანი ალვეში - აი, იმ ბრაზილიელთა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერნენ კატალონიური გრანდის მატიანეში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნუსხაში ჩამოთვლილი პირველი 5 სახელი გაცილებით უფრო ხვდება თვალს, ვიდრე დანი, თუმცა არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი მართლაც რომ „ბარსას“ ლეგენდად ჩამოყალიბდა.

ალვეში ბრაზილიის შტატ ბაიას ქალაქში, ჟუაზეიროში დაიბადა, 1983 წლის 6 მაისს. მამამისი რიგითი ფერმერი გახლდათ, რომელსაც ფეხბურთისადმი დიდი მისწრაფება გააჩნდა, რის გამოც, საკუთარი გუნდიც ჩამოაყალიბა. დანი ვინგერის პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა არცთუ უხვგოლიანობის გამო, დომინგომ (მამამ) იგი მარჯვენა მცველად განამწესა.

დანის ბავშვობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. როგორც მამა იხსენებს, ბრაზილიელი ყოველ დილით, 4 საათზე იღვიძებდა, რათა დომინგოს დახმარებოდა მიწათმოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხან მიწის დამუშავება, ხანაც ვაჭრობა და ხანაც მიმტანად მუშაობა უხდებოდა, ალვეში მუდამ ახერხებდა თავის მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს. დანის ოჯახი ძირითადად ნესვისა და ხახვის მოყვანაზე გახლდათ დამოკიდებული. როგორც დანის 4 ძმა იხსენებს, ალვეშს ძალიან უყვარდა კედლებსა თუ წიგნებზე საკუთარი სახელის მიწერა. როგორც ჩანს, იგი თავიდანვე მოწადინებული იყო იმისთვის, რომ ცნობილი პიროვნება გამხდარიყო.

ბრაზილიელის პროფესიონალური დებიუტი „ბაიაში“ შედგა, მას შემდეგ, რაც მეორე გუნდში მან მთელი ორი წელიწადი გაატარა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. „პარანასთან“ გამართულ დაპირისპირებაში, მან 2 ასისტი მიითვალა და პენალტიც მოიპოვა. მწვრთნელმა ევარისტო დე მეჩადომ დანი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად აქცია. მან „ბაიაში“ სამი ტიტული მოიგო და „სევილიას“ ინტერესიც დაიმსახურა.

"18 წლის ასაკში, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი ვთქვი. მაშინ, „ბაიაში“, ბრაზილიის ჩემპიონატში ვასპარეზობდი. ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი სკაუტი და ასეთი დიალოგიც წარიმართა:

- სევილიელები შენით ინტერესდებიან.
- "სევილია“? საოცარია!
- იცი, სად არის სევილია?
- რა თქმა უნდა. სევილიაააა! მე ის ძალიან მიყვარს
არადა წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ სად მდებარეობდა იგი. ჩემი ცოდნით, სევილია მთვარეზეც კი შეიძლებოდა არსებულიყო. მაგრამ ამ სახელის ესოდენ მნიშვნელოვნად წარმოთქვამ, სიცრუე მათქმევინა.“
- იგონებს ალვეში.

2002-2003 წლების სეზონის დასრულების შემდგომ, დანი „დალაქების“ რიგებში ჩაირიცხა. 2003 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „სელესაომ“ მოახდინა ტრიუმფი, ბრაზილიელმა ფულ-ბექმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ტურნირის მესამე საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

აღნიშნულმა ჩემპიონატმა მთელ საფეხბურთო სამყაროს დაანახა, თუ რაოდენ დიდი ტალანტი მოემართებოდა ესპანეთისაკენ. თავიდან, გარიგება იჯარის სახით განხორციელდა, ხოლო შემდეგ, „დალაქებმა“ გამოისყიდეს ბრაზილიელი. აქედან დაიწყო დანის სევილიური კარიერა, რომელიც წარმატებულად წარიმართა.

2006 წელს, დანის ჰქონდა შანსი იმისა, რომ კარიერა "ნისლიან ალბიონზე“, კერძოდ კი მერსესაიდულ „ლივერპულში“ გაეგრძელებინა, თუმცა გარიგება უკანასკნელ წუთს ჩაიშალა, რამეთუ „წითლებმა“ 8 მილიონი ევროხს გადახდაზე სასტიკი უარი განაცხადეს.

"ლივერპულთან“ თითქმის შეთანხმებული გახლდით, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო, ყველაფერი ჩაიშალა. დღემდე არ ვიცი, თუ რატომ მოხდა ეს, რადგან მოლაპარაკებებს მე არ წავმართავდი. ჩემს კარიერაში ასეთი რამ ლონდონის "ჩელსისთან“ და მადრიდის "რეალთან“ დაკავშირებითაც დაფიქსირებულა. საბოლოო ჯამში, ეს კარგიც კი აღმოჩნდა, რადგან "ბარსასთან“ ერთად ისტორია დავწერე.“ - იხსენებს დანი FourFourTwo-სთან საუბარში.

2006-2007 წლების სეზონი, ალვეშისთვის ზე-წარმატებული გამოდგა. მან „დალაქების“ მაისურით 47 მატჩში 5 გოლი გაიტანა და უეფას თასის მფლობელიც გახდა. მიუხედავად ამ არცთუ ურიგო შედეგებისა, თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ ბრაზილიელს „სანჩეს პისხუანთან“ დაკავშირებული პერსპექტივანი უკვე აღარ აკმაყოფილებდა და კარიერის გაგრძელებას დიდ ევროპულ გრანდში აპირებდა.

საბოლოო ჯამში, 2008 წლის 2 ივლისს ბრაზილიელმა „ბლაუგრანას“ მაისური მოირგო და განაცხადა, რომ მისი ოცნება გახლდათ ამ გასაოცარ კლუბში ასპარეზობა. ტრანსფერის ღირებულება მთელი 23 მილიონი ევრო გახლდათ + 7 მილიონის ოდენობის ბონუსები. ალბათ დღენდელი გადმოსახედიდან სასაცილოც კია, თუმცა იმ დროისთვის, აღნიშნული თანხის წყალობით, დანი რიგით მესამე გახდა ყველაზე ძვირადღირებულ უკანახაზელთა შორის.

ბრაზილიელმა თავისი სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში, კრაკოვის "ვისლას“ წინააღმდეგ ჩაატარა. პეპ გვარდიოლამ თავისი პირველი გამოცდა, რომელიც ვთქვათ, რომ არცთუ სერიოზული გახლდათ, წარმატებით ჩააბარა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ პეკინისი ოლიმპიადის გამო, „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ ლიონელ მესიც ვერ ეხმარებოდა.

"ბარსას“ მაისურით დანი პირველი შეხვედრა პრიმერაში, "ნუმანსიას“ წინააღმდეგ, 31 აგვისტოს შედგა, თუმცა წარუმატებლად. ყველასდა მოულოდნელად, აუტსაიდერებმა მოახერხეს "ბლაუგრანას“ დამარცხება. პეპი არცთუ კარგად იწყებდა თავის კატალონიურ კარიერას, მაგრამ მოვლენები როგორ განვითარდა და რაოდენ დიდ მწვერვალებს შესწვდა გვარდიოლა, ყველას შესანიშნავად მოგვეხსენება.

პეპის პირველი წელი "ბარსას“ თავკაცის პოსტზე, ტრიპლეტის მომტანი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, დანიმ 54 შეხვედრა ჩაატარა და 5 შედეგიანი დარტყმაც განახორციელა. მიუხედავად დიდებული სეზონისა, ბრაზილიელს ამ სათამაშო წლის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ დასცალდა თამაში, რამეთუ „ჩელსისთან“ დრამატულ ჯახში, მან ყვითელ ბარათთან ერთად, ერთშეხვედრიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო.

მთლიანობაში, დანი შესანიშნავად ჩაეწერა გვარდიოლას ფორმაციის "ბლაუგრანას“ სქემაში და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ამ პოზიციაზე კლუბმა ბრწყინვალე შევსება მიიღო. მომდევნო სეზონი, როგორც დანისთვის, ასევე "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის“ არც თუ შედეგიანი აღმოჩნდა. კაცმა რომ თქვას, საშინაო ასპარეზზე შესრულებული დუბლი ცუდ მიღწევად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, თუმცა მილანის 'ინტერთან“ განცდილმა დასანანმა მარცხმა, დიდი იმედგაცრუება მოჰფინა კატალონიაში. არადა, ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, "ბარსელონა“ ძალიან ახლოს იყო.

2010 წლის მუნდიალი, რომელზეც რა საკვირველია, რომ ალვეშიც ასპარეზობდა, რამეთუ იგი გამოძახებულ იქნა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, „სელესაოსთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა. სამხრეთ-ამერიკელები მეოთხედფინალური სტადიიდან მომავალმა ვიცე-ჩემპიონმა, ჰოლანდიის ნაკრებმა დაიფრინა. აღსანიშნავია, რომ "სელესაოში“ მას თავის პოზიციაზე საკმაოდ სერიოზული კონკურენტი, "ნერაძურის“ ფლანგელი, მაიკონი ჰყავდა.

დანისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდელებთან მარცხი გარკვეულწილად გადაფარა მომავალმა წარმატებამ, რაც მას საკლუბო დონეზე ელოდა. იმ სეზონში, 'ბლაუგრანამ“ ლა ლიგასთან ერთად, ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირიც მოიპოვა. ლიგის ეს ფინალი, "მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, პირველი გახლდათ დანისთვის. „ბლაუგრანამ“ კოპა დელ რეის ფინალი, მადრიდის „რეალთან“ წააგო, თუმცა ესპანეთის თასზე განცდილი მარცხი, ჩემპიონთა ლიგაზე „ბლანკოსის“ დამაჯერებლად დამარცხებით იქნა გადაფარული. „ბარსელონელელნი“ იმ სეზონში ზღაპრულად ასპარეზობდნენ, რასაც ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებიც ადასტურებს, რომელმაც პეპის ფორმაციის „ბარსა“ ისტორიაში საუკეთესო გუნდად მოიხსენია.

2011-12 წლების სეზონი გვარდიოლასთვის ბოლო აღმოჩნდა "ბარსას“ თავკაცის რანგში. კატალონიელებმა ორ ძირითად ტურნირზე წარუმატებლობა განიცადეს და მხოლოდ კოპა დელ რეი მოიგეს, თუმცა ფეერიულად, რამეთუ ფინალში, ბილბაოს „ატლეტიკი“ 3:0 დაამარცხეს და ასე დაემშვიდობნენ ლეგენდად ქცეულ სპეციალისტს. დანისთვის ამ სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი "ელ კლასიკოში“ გატანილი, ენითაღუწერელი სილამაზის გოლი გახლდათ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს შესანიშნავად ემახსოვრება.

კოპა დელ რეიზე გამართული მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, ანგარიშში ორამდე სხვაობა სწორედ ბრაზილიელმა გაზარდა. მან ჩაწოდების შემდგომ, გადმოვარდნილ ბურთზე დიდებულად ითამაშა და აუღებელი დარტყმით დალაშქრა იკერ კასილიასის კარი. ამ გენიალური მომენტის შემდგომ, დანიმ და ერიკ აბიდალმა ცეკვაც შეასრულეს და ასე იზეიმეს დიდებული შედეგიანი დარტყმა.

პეპის წასვლის მერე, "ბლაუგრანას“ ორწელიწადიანი ჩავარდნა დაეწყო. ეს ძალზედ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. 2012-13 წლების სეზონში, გუნდის მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ყელის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც "ბარსელონა“ ძალზედ ცუდ მენტალურ მდგომარეობაში ჩაააგდო. ამას დაემატა ის განუწყვეტელი ტრავმები, რაც სეზონის მიმდინარეობისას, "ლურჯ-ბროწეულისფერებს“ აწუხებდათ. მიუხედავად ლა ლიგის მთელი 100 ქულით მოგებისა, ჩ.ლ-ზე განცდილმა ფიასკომ, "ბაიერნთან“, ყველაფერი გადაფარა. ეს და მომდევნო სათამაშო წელი, რომლის დროსაც „ბლაუგრანას“ ტატა მარტინო წვრთნიდა, ბრაზილიელისთვის ძალზედ ცუდი გამოდგა. ხალხი ალაპარაკდა იმაზე, რომ ალვეშს უკვე დაეტყო ასაკი და ყველაფერი მის საშუალო დონის მოთამაშედ ჩამოქვეითებაზე მიუთითებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ეს სიცრუე აღმოჩნდა.

აღნიშნულ სეზონში დანის საფეხბურთო თვისებებზე მეტად, მისი პიროვნული ბრწყინვალება გამოჩნდა. როდესაც „კამპ ნოუ“ აბიდალმა დატოვა, ბრაზილიელმა მის საპატივსაცემოდ, 22 ნომრიანი მაისური მოითხოვა და მისით ასპარეზობდა.

„ჩემი და დანის ურთიერთობა მაისურზე უფრო ღრმა რაღაცებს უკავშირდება. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მას სურდა ჩემთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა ღვიძლის გადანერგვითაც, თუმცა ეს ვერაფრით მოხერხდებოდა.“ - იხსენებს ერიკი.

"ვილიარეალთან“ საგარეო შეხვედრაში, როდესაც ალვეში კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, „ყვითლების“ ქომაგებმა მას ბანანი ესროლეს და ამით, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. დანიმ, ყველასდა მოულოდნელად, ძალიან მშვიდად იმოქმედა და გადმოგდებული ხილი მიირთვა. დანის ამ ქცევამ მთელი მსოფლიო მოიცვა და წამოწყებულ იქნა კამპანია, რომელშიც სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, ალვეშის ჟესტს იმეორებდნენ.

2014-15 წლების სეზონი დანისთვის გასაოცარი გამოდგა. მიუხედავად არცთუ კარგი სტარტისა, რომელიც ბრაზილიელისთვისაც და მთლიანად "ბლაუგრანასთვისაც“ ერთნაირად მძიმე გამოდგა, ლუის ენრიკეს კრებულმა სეზონი ტრიპლეტით დაამთავრა. კვლავ აღდგა ის მწვავე შეტევები, რომელსაც ლიონელ მესი და დანი დიდებულად წარმართავდნენ. ბევრს გეცოდინებათ იმის შესახებ, რომ დანის „ლა პულგასთვის“ მთელი 42 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ერთ ფლანგზე მყოფი ეს ორი სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელი, მეტოქე უკანახაზელებისთვის ნამდვილი რისხვა გახლდათ.

„ერთად ძალიან ბევრი წელი გვაქვს გატარებული, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩვენ ძალიან მტკიცე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ერთურთის თამაში ბრწყინვალედ გვესმის, რაც ჩვენს ასპარეზობაშიც გამოიხატება.“ - აცხადებს ლეო დანის შესახებ.

ბრაზილიელი ფლანგელის უკანასკნელი სეზონი "ლურჯ-ბროწეულისფერთა“ რიგებში, „ბლაუგრანამ“ დუბლით „აღნიშნა“. სათამაშო წლის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ გუნდში უკვე ფიქრობდნენ დანის შესაძლო წასვლის შესახებაც, რადგან მის პოზიციაზე ხშირად სერხი რობერტო (ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელმაც თავის ამპლუაში ვერ გამოიჩინა თავი) გვევლინებოდა. აღსანიშნავია, რომ "ბარსას“ ქართველ ქომაგებს მისი ხილვის შანსი დანის უკანასკნელ კატალონიურ სეზონში მიეცათ, რადგან 2015-16 წლების სეზონის დამდეგს, „ბლაუგრანამ“ ევროპის სუპერთასი სწორედ თბილისში მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ დანის კიდევ ერთი საკონტრაქტო წელი ჰქონდა "კამპ ნოუზე“ დარჩენილი, მან მაინც დატოვა კლუბი, თანაც უფასოდ. "ბარსელონადან“ აბარგების შემდგომ, გამოჩნდა, რომ ალვეშმა „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ გუნდის წევრობა ტურინის „იუვენტუსზე“ ხელმძღვანელობასთან გაჩენილი უთანხმოების გამო გაცვალა.

„ბოლო სეზონების მანძილზე, მუდამჟამს მესმოდა, რომ კლუბს ვტოვებდი, თუმცა ხელმძღვანელობა არაფერს მეუბნებოდა. ისინი ორპირნი და უმადურნი გამოდგნენ. ახალი კონტრაქტიც მხოლოდ სატრანსფერო ბანის გამო შემომთავაზეს. ამიტომაც ჩავდე ხელშეკრულებაში ის პუნქტი, რომ ერთი წლის შემდეგ, „ბარსადან“ წასვლა, სრულიად უფასოდ შემეძლო.

„ბარსელონას“ შეფობას წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცეს საკუთარ ფეხბურთელებს.“
- განაცხადა განაწყენებულმა დანიმ კატალონიიდან აბარგების შემდეგ.

დანი გახლდათ "ბარსელონას“ იმ გუნდების წევრი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თუმცა მცირე დაშორებით, ტრიპლეტნი მოიგეს. თანაც არა მხოლოდ წევრი, იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. ყველაფერი ახლაც შეიმჩნება: ალვეშის მემკვიდრე "ბარსელონას“ ჯერ კიდევ ვერ უპოვია, რის გამოც დაცვის მარჯვენა ფლანგი ისევ ტოვებს უკეთესობის სურვილს. „ბლაუგრანას“ ძალიან დააკლდა ბრაზილიელის რეაქტიული შეტევები, მისი ჭკვიანური გადაცემები, ყუმბარისებული დარტყმები, მისგან აწიოკებული მცველები და ის უდიდესი სამუშაო, რასაც დანი მოედნის ორივე მხარეს ასრულებდა.

დღეს, ალვეში ფრანგულ „პსჟ“-ში ასპარეზობს და ასაკის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს თავისი ტიტულების კოლექციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებასა და გულშემატკივრებისთვის განუზომელი სიამოვნების მინიჭებას.

გთავაზობთ დანის საუკეთესო მომენტებს „ბარსელონას“ რიგებში:



7/6скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
ძალიან საინტერესო სტატიაა, მართლაც ლეგენდარული ფეხბურთელია დანი ალვეში თავისი ბრაზილიური სიცანცარე რომ არა უფრო მეტს მიაღწევდა...
უდავოდ ლეგენდაა დანი.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
საინტერესო ბლოგია ნამდვილად, ჩვენი მწერლები ძალიან ბევრს იმსახურებენ. საიტისთვის ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ და მაქსიმალურად მინდა დავუფასოთ გაწეული შრომა მათ, რადგან საიტი იდეალური მდგომარეობისგან ჯერ კიდევ შორსაა.
Gkey 4 მაი 2018 23:09
dani :(((
მაგრად მევასება ეს კაცი, მაგრად უყვარს ბარსელონა და ჩვენი დიდი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ბართომეს დამსახურებით გუნდიდან წავიდა, არადა ახლაც ძალიან დაგვეხმარებოდა.
kaizersoza 4 მაი 2018 22:48
ციტატა: ani-barca
chemi azrit aramarto barcas aramed fexburtis legendaa :d

absoluturad getanxmebi, peleze meti tituli moigo tipma 31 wlis asakShi. dani alvesi msoflio fexburtis kutvnilebaa, tumca me rogorc pirovnebas nakleb patvs vcem, vidre rogorc fexburtels tavisi gamoxtomebis gamo
ani-barca საიტზეა
ani-barca 4 მაი 2018 22:07
chemi azrit aramarto barcas aramed fexburtis legendaa :d
temo 54 4 მაი 2018 22:05
კოპა დელ რეიზე გამართული მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, ანგარიშში ორამდე სხვაობა სწორედ ბრაზილიელმა გაზარდა. მან ჩაწოდების შემდგომ, გადმოვარდნილ ბურთზე დიდებულად ითამაშა და აუღებელი დარტყმით დალაშქრა იკერ კასილიასის კარი. ამ გენიალური მომენტის შემდგომ, დანიმ და ერიკ აბიდალმა ცეკვაც შეასრულეს და ასე იზეიმეს დიდებული შედეგიანი დარტყმა.

ხოდა ამ ცეკვის დროს მიუვარდა პუიოლი, და ხელით ანიშნა დავაი ცენტრისკენო
LuuKaa 4 მაი 2018 21:32
ციტატა: gurgenidze
ციტატა: LuuKaa
ციტატა: gurgenidze
ციტატა: LuuKaa
ეს სტატია ვიცი, ამას წინად სადღაც წავიკითხე ესეთი ზუსტად

http://barcamania.ge/45191-dani-alveshis-saidumlo-nawili-i.html აქედან მახსოვდა :დდ

riti gavs ertmanets >? :D

ფაქტებით :დ გადათარგმნილია ხო ორივე ალბათ ერთიდაიგივე სტატიიდან არის განსხვავებული სიტყვები თორე ისტორიას და ფაქტებიბს ხოვერშეცვლიან? :დ

konkretulad erti momenti gavss tyuilze rom saubrobs dalshe ess upro vrcladaa ..

ჰო გავს მაგას ვამბობ იმაშიც გავს სევილიაზე როა საუბარი ეს ადრე წავიკითხე დაახლოებით 1 კვირის წინ და ამ სტატიის წაკითხვაზე გამახსენდა როვიცოდი
gurgenidze 4 მაი 2018 20:47
ციტატა: LuuKaa
ციტატა: gurgenidze
ციტატა: LuuKaa
ეს სტატია ვიცი, ამას წინად სადღაც წავიკითხე ესეთი ზუსტად

http://barcamania.ge/45191-dani-alveshis-saidumlo-nawili-i.html აქედან მახსოვდა :დდ

riti gavs ertmanets >? :D

ფაქტებით :დ გადათარგმნილია ხო ორივე ალბათ ერთიდაიგივე სტატიიდან არის განსხვავებული სიტყვები თორე ისტორიას და ფაქტებიბს ხოვერშეცვლიან? :დ

konkretulad erti momenti gavss tyuilze rom saubrobs dalshe ess upro vrcladaa ..
LuuKaa 4 მაი 2018 20:35
ციტატა: gurgenidze
ციტატა: LuuKaa
ეს სტატია ვიცი, ამას წინად სადღაც წავიკითხე ესეთი ზუსტად

http://barcamania.ge/45191-dani-alveshis-saidumlo-nawili-i.html აქედან მახსოვდა :დდ

riti gavs ertmanets >? :D

ფაქტებით :დ გადათარგმნილია ხო ორივე ალბათ ერთიდაიგივე სტატიიდან არის განსხვავებული სიტყვები თორე ისტორიას და ფაქტებიბს ხოვერშეცვლიან? :დ
gurgenidze 4 მაი 2018 20:09
ციტატა: LuuKaa
ეს სტატია ვიცი, ამას წინად სადღაც წავიკითხე ესეთი ზუსტად

http://barcamania.ge/45191-dani-alveshis-saidumlo-nawili-i.html აქედან მახსოვდა :დდ

riti gavs ertmanets >? :D
LuuKaa 4 მაი 2018 20:00
ეს სტატია ვიცი, ამას წინად სადღაც წავიკითხე ესეთი ზუსტად

http://barcamania.ge/45191-dani-alveshis-saidumlo-nawili-i.html აქედან მახსოვდა :დდ
kortoxa23 4 მაი 2018 19:11
საინტერესო ბლოგი იყო ბოლომდე წავიკითხე კიდეც ყოჩაღ ჩემო ფავორიტო მწერალო Mes Que Un Club, თითქმის ერთად მოვყვებით ამ საიტს და კარჰად ვიცი შენი ღვაწლი ამ საიტისადმი
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
M10 S9 D11 4 მაი 2018 19:09
ბრავო mes que un culb
რაც შეეხება დანის მართალი ბარსა არ მოექცა კარგად მარა ბოლოს ამანაც ცუდი ილაპარაკა ბარსაზე რის გამოც მე პირადად პატივს აღარ ვცემ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
ბრავო მშვენიერი სტატია mes que un culbs დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატისათვის,დანი ალბეში ჩემი საყვარელი მოთამაშეა უბრალოდ ძალიან მაგარია და მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
უბრალოდ ყოჩაღ რა Mes Que Un Culb-ს
ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდაა გადმოცემული ყველაფერი.
ბევრი რამ არ მცოდნია და მინდა მადოობა გადაგიხადო :)
ვფიქრობ შენ იმსახურებ საუკეთესო მწერლის სტატუსს!!!
Medic 4 მაი 2018 18:09
ბრავოოო!! მაგარი სტატიაა
--------------------
ფეხბურთი მეტია, ვიდრე სპორტი <3
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK