რეგისტრაცია

"ბარსელონა" და "რეალი" ერთ აზრზე არიან

image
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" და მადრიდის "რეალმა" მხარი აშკარად დაუჭირეს ფიფას ახალ ინოვაციას - მსოფლიოს სუპერ საკლუბო ჩემპიონატს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გეგმავს, რომ შექმნას ახალი ტურნირი, რომელშიც 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ეს ტურნირი მსოფლიოს საკლუბო მუნდიალსა და კონფედერაციის თასს გააუქმებს.

ფიფა ამ ტურნირის პირველ გათამაშებას 2021 წელს მოიაზრებს. 24-დან 12 გუნდი ევროპის წარმომადგენელი იქნება, სამხრეთ ამერიკისა 5, ხოლო აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის - 2-2. ავსტრალია-ოკეანეთის საუკეთესო გუნდს სამხრეთ ამერიკის მეხუთე საუკეთესო გუნდთან პლეიოფის ჩატარება მოუწევს, რათა აღნიშნულ ეტაპზე მოხვდეს.

"ბლაუგრანას" ამ ტურნირის იდეა იმიტომ ხიბლავს, რომ იგი სეზონში ჩასატარებელიშეხვედრების რაოდენობას 35%-ით შეამცირებს, რაც საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი გახლავთ.

თავის მხრივ, უეფა არ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ფიფას წარმომადგენლებმა, გასულ ოთხშაბათს, მხოლოდ 7 ევროპულ კლუბთან - "ბარსელონასთან", "რეალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ბაიერნთან", "პსჟ"-სთან და "იუვენტუსთან" - გამართეს შეხვედრა, რომელიც მთლიანად "ბებერი კონტინენტის" საფეხბურთო სამყაროს შეეხებოდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
temo 54 16 მაი 2018 15:44
[quote=vitorborbafereira]
როგორ შეამცირებს და აი ასე: ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
საინტერესო ჩემპიონატი იქნება კარგია...
LIONEL MESSI 16 მაი 2018 11:51
კარგი იქნება.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ვერ გავიგე როგორ შეამცირებს თამაშებს 35% ით??
M10 S9 D11 15 მაი 2018 22:58
ძაან კარგი იქნება ჩემი აზრით
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK
გამოკითხვა