რატომ ინანებს ესპანეთი რობერტოს მუნდიალს მიღმა დატოვებას? » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

რატომ ინანებს ესპანეთი რობერტოს მუნდიალს მიღმა დატოვებას?

image
ესპანეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან ლოპეტეგიმ სამუნდიალო განაცხადში "რეალ სოსიედადის" განაპირა მცველი, ალვარო ოდრიოზოლა შეიყვანა და "ბარსელონას" უნივერსალი, სერხი რობერტო ჩემპიონატის მიღმა დატოვა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ მიზეზებს, რის გამოც "ფურია როხა" ამას ინანებს.

სერხიმ ლა ლიგის გასულ სეზონში იმაზე გაცილებით მეტი ასისტი გააკეთა, ვიდრე ალვარომ. გარდა ამისა, რობერტო ძალიან გამოცდილია, ხოლო ოდრიოზოლა ჯერ კიდევ ყმაწვილია და არავინ იცის გაამართლებს თუ არა გაცემულ ავანსებს. შესაძლოა, ეს ალვაროს ერთსეზონიანი გამონათება იყოს და მას წარუმატებლობა მოჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში მასზე უდიდესი წნეხი იქნება, დანი კარვახალის არცთუ ოპტიმალურ ფორმაში ყოფნიდან გამომდინარე.

ფერნანდო იერო, რომელმაც ლოპეტეგი შეცვალა, გამოცდილებას ძალიან აფასებს მისი ხანგრძლივი კარიერიდან გამომდინარე, თუმცა "ბლანკოსის" ექს-მცველს უკვე აღარ შეუძლია ხულიანის გადაწყვეტილების გადათქმა.

გასული მუნდიალის გათვალისწინებით, სადაც "ლა როხა" ჯგუფში ჩარჩა, პირენეელბი არც თუ იოლ კომპანიაში არიან მოხვედრილნი. გახსნით მატჩს ისინი პორტუგალიელების წინააღმდეგ მართავენ და დიდი ალბათობით, ეს გამოდგება გადამწყვეტი პირველი პოზიციისთვის ბრძოლაში.

უდიდესი ალბათობით, იერო, ირანთან დაპირისპირებაში, კარვახალს დაასვენებს და შანსს ალვაროს მისცემს. ავსტრიასთან გამართულ ამხანაგურში გამოჩნდა, რომ ოდრიოზოლა დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს, რასაც ირანელები ესპანეთს არ აპატიებენ. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით სერხი რობერტოზე. სათქმელია ისიც, რომ სერხის ნახერდაცვაშიც შეუძლია თამაში და ეს კიდევ უფრო დიდი ფუფუნება იქნებოდა "ფურიასთვის".скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
luisito;l.messi;jr 14 ივნისი 2018 15:33
ძაან ეგოისტი ყოფილა ლოპეგი რა დროს დააღალატა გუნდი...
pricela 14 ივნისი 2018 14:11
gamoylevda zog zogierti mwvrtneli
M10 S9 D11 14 ივნისი 2018 02:23
იმიტომ რო უნივერსალია და ბევრი ისეთი იგროკი წაიყვანა რო სერხის მარჯვენა ფეხადაც არ ღირს
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
mentalist 14 ივნისი 2018 01:01
იერო ამასაც გამოიძახებდა და ფაბრეგასსაც საულის მაგივრად.
LIONEL MESSI 13 ივნისი 2018 23:24
აუცილებლად უნდა შეეყვანა განაცხადში სერხი ლოპეტეგს.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK