რეგისტრაცია

მსოფლიო ჩემპიონატი - დღევანდელი მატჩები

image
დღეს, მუნდიალზე 3 მატჩი გაიმართა.

შვედეთი-სამხრეთ კორეა 1:0 (F ჯგუფი)

ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩი, შვედებზე აქტიურად კორეელებმა დაიწყეს. შემდეგ სკანდინავიელებმაც შეუტიეს და ბერგის დარტყმა ვუნ ჩომ შესანიშნავად მოიგერია. ევროპელთა მხრიდან აქტიურობდნენ გრანკვისტი, ფორსბერგი და ბერგი, ხოლო აზიელებიდან - ჰონ-მინ სონი. უპირატესობა შვედეთმა მოიპივა. ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა, 65' წუთზე, ვიდეო რეფერის გამოყენებით, ტაე-იონგის გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, ბურთთან ანდრეას გრანკვისტი მივიდა და გაიტანა.

გოლები: გრანკვისტი (65' (პ)).

ცვლილებები: კორეა - ჯ. პარკი: მ. კიმი (28'), ს. კიმი- ვ. ჟუნგი, ჯა ჩონ კუ-სუნგ ვუ ლი (73');

შვედეთი - ეკდალი-ჰილემარკი (72'), ტოივონენი-ი. კ. თელინი (77'), ლარსონი-სვენსონი (81').

მსაჯი: ჟოელ აგუილარი (სალვადორი).

ბარათები: ს. კიმი (12'), ჰი ჩან ჰუანი (56'), კლაესონი (62').



ბელგია-პანამა 3:0 (G ჯგუფი)

სოჩაში გამართული მატჩი პანამელებმა ძალიან მონდომებულად დაიწყეს. შემდეგ ბელგიელებმაც კარგად გაითამაშეს ბურთი და იანიკ ფერეირა-კარასკომ დაარტყა, რომელიც პენედომ მოიგერია, ისევე, როგორც დრის მერტენსის გასროლა. უპირატესობას ბელგია დაეუფლა, პანამელთა კაპიტანი, რომან ტორესი კი საკმაოდ რისკავდა. პირველ ტაიმში პანამამ ორჯერ დაარტყა, რომელიც ბარსენასისა და ტორესის ანგარიშზეა. ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა, 47-ე წუთზე დრის მერტენსმა გადმოვარდნილ ბურთზე ერთი შეხებით ითამაშა და უძლიერესი დარტყმით მახვილი კუთხიდან გაიტანა. შემდეგ პანამამაც დაარტყა, კერძოდ მურილიომ ბარსენასის პასით, მაგრამ კურტუამ კარგად ითამაშა. 69' წუთზე, დე ბრუინის ასისტით, რომელუ ლუკაკუმ ანგარიში 2-მდე გაზარდა, 75-ზე კი დუბლი გაიფორმა. მატჩი ევროპელებმა მოიგოეს დებიუტანტმა ჩრდეილოეთ ამერიკელებმა კი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს მუნდიალზე.

გოლები: მერტენსი (47'), ლუკაკუ (69', 75').

ცვლილებები: პანამა - ბარსენასი-გაბრიელ ტორესი, ხ. ლ. როდრიგესი-ი. დიასი, ბ. პერესი-ტეხადა (74');

ბელგია - კარასკო-მუსანდემბელე (74'), მერტენსი-ტოგრან აზარი (83'), აქსელ ვიტსელი-ჩადლი (90').

მსაჯი: ჯანი სიკაზვე (ზამბია).

ბარათები: ტ. მუნიე (13'), ერიკ დევისი (18'), ბარსენასი (45'+2'), კუპერი (49'), მაიკლ მურილიო (51'), ანიბალ გოდოი (57'), ვერტონგენი (60'), დე ბრუინი (88').



ტუნისი-ინგლისი 1:2 (G ჯგუფი)

ვოლგოგრადში გამართულ მატჩში ინგლისელებმა პირველივე წუთებზე შეუტიეს. ჯესი ლინგარდის დატყმა მუს ჰასენმა ფეხით სასწაული ბურთი მოიგერია, რომელიც საპირისპირო კუთხეში გადახტა. შემდეგ სტერლინგმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა. 11' წუთზე, სტოუნმა დაარტყა თავით, ჰასენმა კვლავ საოცარი ბურთი აიღო, მაგრამ კეინმა დამატებაზე გაიტანა. სამწუხაროდ, ჰასემა განწირული თამაშის შემდეგ, ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მის ნაცვლად შემოსულმა მუსტაფამ ჯორდან ჰენდერსონს კარგი დარტყმა აუღო. შემდეგ ტუნისმაც შეუტია, სლიტის დარტყმა აცდა... 33' წუთზე კაილ უოლკერის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სასიმ შეასრულა და პიკფორდის კარში გაიტანა. პირველ ტაიმში, რომელიც ფრედ დასრულდა, ბევრს სცოდავდა ჰარი მაგვაირი და ჯესი ლინგარდი. ტუნისელების დაცვა სუსტად გამოიყურებიდა, ბენ იუსუფი შედარენუთ კარგი იყო. თამაში გათანაბრდა და აფრიკელები კარგად გამოიყურებიდნენ. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა და ბრიტანელებმა მოიგეს.

გოლები: კეინი (11', 90'+1'), სასი (35' (პ)).

ცვლილებები: ტუნისი - ჰასენი-ჰარუკ ბენ მუსტაფა (15'), სლიტი-ბენ ამორი (74') ხაზრი-ს. ხალიფა (85');

ინგლისი - სტერლინგი-რაშფორდი (58'), დელე ალი-ლოფტუს-ჩიკი (80'), ლინგარდი-ერიკ დაიერი (90'+2').

მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია).

ბარათები: უოლკერი (33'),
скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
gurgenidze 19 ივნისი 2018 17:22
am saukuneshi daiwyebt mweralta konkurs >?
kaizersoza 19 ივნისი 2018 15:26
ციტატა: Clever Liar
zustad egaa kaizer. ver vpoulobt balanss nax dacvasa da tavdasxmas shoris ro mobilurad shetanxmebulad imoqmedon sxvadwsxva fazebshi.. tikitakas agar vtamashobt ro burti vatriot da tempi mainc igive gvaqvs shuaxazshi, arc gdzeli pasia metoqis sajarimoshi sheni tqmis ar iyos, agarc flangebis datvirtva da arc presingi, seirnit vin ginda yoveltvis dajabno da ramdenjer sezonshi? tuar atyuebs mesi individualurad 8 kacs dgas mteli barselona da icdis.

ნუ გრძელი პასი არაა ბარსას სტილი, რატომ უნდა გავგზავნო გრზელი პასი სათუოდ როცა ვიცი მოკლე პასს უეჭველს გავაკეთებო კრუიფმა თქვა მგონი ხო? მაგრამ ხანდახან უნდა გამოვიყენოთ ესეც, მარკესი მევასებოდა მაგ პონტში მაგის დროს გვქონდა ეს სტილიც რაღაც დოზით, მაგრამ ეხლა ვაბშე დავკარგეთ, სტანდარტები ავიღოთ, მარტო მესის დარტყმის იმედად ვართ სეზონში თავური დარტყმით ერთი ორი გოლი თუ გაგვაქვს, ისიც თუ დაეცა ვინმეს, თავით ვერც მცველი თამაშობს ვერც თავდამსხმელი ვერავინ, ერთი კაციც კი. და სტანდარტებიდან მოწინააღმდეგე უამრავ მომენტებს გვიქმნის, თიტქმის ყველა თამაში გადამწყვეტი რაც წავაგეთ სტანდარტებიდან წავაგეთ. და მაღალი ბურთების ჩაწოდებით მოგვიგეს, მეორე სართულზე ვართ იმენა ნოლი, კიდე ჟუჯა ფეხბურთელებით დავიღუპებით, მესი კოუტინიო, ალბა, ტიაგოც არაა მაღალი, ერთი მინა გვყავს რომელიც თავით კიდევაც გააქვს და დაცვიდანაც ამოაქვს და იმასაც უშვებენ. ეგეთი ფეხბურთელი გამოყენება შეიძლება როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში, რომ ვაგებდე მე პირადად პაკოს გამოყვანას მინას გამოვიყვანდი ცენტრ ფორვადის პოზიციაზე. )))))))) სხვათაშორის ასეთ ტაქტიკას მაურინიო იყენებდა ჩელსიში, ჰუნტი ყავდა ერთი მაღალი მცველი და მაგარი ჯანიანი და ის შემოყავდა ბოლო წუთებზე ცენტრ ფორვარდად და ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი წაგებას ამ ფეხბურთელით. რაგაც ქარიზმა მწვრთნელი უფრო გვიხდება მგონი, მე მინასნაირ მცველს არ გავუშვებდი, ისეთი ფეხბურთელია ბევრი ტაქტიკა ააწყო შეგიძლია მინათი, მაგალითად როგორც იუვეს მწვრთნელი ალეგრი თამაშობს, სამი ცენტრალური მცველი ყრუ დაცვაში ყავს ფლანგის მცველები აწეული და ყველგან თამაშობენ დაცვაშიც ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც, სადმე რომ დაგვჭირდეს ამ ტაქტიკითაც უნდა იტამაშო, დაგვიმუღამეს უკვე ყველაფერი, დიდმა გუნდებმა მითუმეტეს, მრავალფეროვნებაცაა საჭირო. ყველამ იცის რომ სივრცე უნდა დაკეტოს რომ მესი შეიზღუდოს, და ერთი ორი მომენტი გააკეთოს კონტრატაკაზე და ეგაა ამოტრიალებულია ბარსა.
LIONEL MESSI 19 ივნისი 2018 14:02
ციტატა: lasha lionel
მიკლედ ბელგია აღმოჩდა ის ერთადერთი ფავორიტი რომმელმაც მაღალი ანგარიშით მოიგო,სხვა ფავორიტებს ძალიან გაუჭირდათ

ki namdvilad.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ციტატა: M10 S9 D11
კინაღამ ინგლისმაც ვერ მოიგო რა ხდება ამ მსოფლიოზე ასე ძაან როგორ გაუჭირდათ ფავორიტებს

საფრანგეთნმა და ინგლისმაც ძლივს მოიგეს.
--------------------
"F.C. Barcelona." " უფრო მეტი ვიდრე კლუბი".
kaizersoza 19 ივნისი 2018 12:59
ციტატა: Clever Liar
raketas alkantarati chanacvleba chemtvisac txa viyide txa gavyide variantia zustad. miuxedavad imisa ro ramodenime komponentshi tiago jobnis bevrad, welicadshi 2 tamashis umagles doneze chatarebas , paulinioc axerxrbs ra. chven stabiluri da swrafi fexburtrli gvinda. tempi da scrafi mobiluri gadaadgileba chveni centris mtavari problema da ara pasis kultura an kacis motyueba ..

გეთანხმები , სწრაფად ამოსვლა და გადასვლა შეტევაზე არის დღევანდელი ფეხბურთის კოზირი, აი რეალს რომ დააკვირდე , მეტს არაფერს თამაშობს ყველა კონტრშეტევა სახიფათოა, მოდრიჩი ისკო სწრაფად გადაიტანენ ბურთს ერთი კაცი ცენტრში თუ მოატყუეს ვსიო უკვე საგოლე მომენტი იქმნება, ასევე გრძელ პასს იყენებენ, ჩვენ გრძელი პასის მიმღებიც არ გვყავს, სუარესი ვერ ბრძოლობს მეორე სართულზე ვერ ბრძოლობს და სისწრაფე არ ააქვს, ერთი რასაც აკეთებეს პოზიციურად იგებს, თუ მიიღო ბურთი იქვე იტრიალებს დროს გაწელავს დაელოდება პარტნიორებს და მერე იწყებს თამაშს, როცა შეიძლება წავიდეს მცველზე მოატყუოს რაღაცა გააკეთოს, აი ასეთ გადაგდებულ ბურთზე დემბელე უფრო ეფექტური იქნება ჩემი აზრით სუარესს რომ შეუწყვილო და აფსაიდის ზღვარზე ათამაშო, თავისი სისწღაფით და ადგილზე ერთი მოძრაობით შეუძლია გაექცეს მცველს და გაიტანოს. ტემპი არ გვაქვს, მარტო ბურთის კატაობა და მოწინააღმდეგის შეცდომის პოვნით ხან ფონს ვერ გავდივართ., ჩაკეტილ თამაშებში. ეგაა ჩვენი მინუსი, ან გვჭირდება ზამენიდან მაღალი ფიზიკურად ძლიერი ცხრიანი, რომელიც იბრძოლებს საჯარიმოში ეგეთ თამაშებში როგორიც ჯეკოა მაგალითად ან ჟირუ ან ზლატანი აი ამ ტიპის თუნდაც ასაკოვანი იყოს. და არა პირდაღებული პაკო. კონტრშეტევა არ უნდა შეყოვნდეს პირველი სწრაფად დაწყებული ფაზით უნდა გაგრძელდეს, რაკეტას დაჟე ორი წლის უკან ვიძახოდი გავუშვათ მეთქი არ მომწონს ტემპი არ ააქვს ისე ჭკვიანი ნახევარმცველი არის, რაზეა საუბარი, და ბევრი გუნდი ოცნებობს რაკეტაზე, ტრანსფერზე რომ დააყენო, 2-3 გრანდი უეჭველი დაეჩალიჩება. და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც გადაიხდიან. მე ვერ ვხედავ რაზნიცას ან საერთოდ რად გვინდა ნახევარმცველი ტიაგოსნაირი, რობერტოცაა და დენისაც უკვე ესენი გამოიყენო ჯობია. დიდი განსხვავება რობერტოს დენისას რაკეტას პაულინიოს და ტიაგოს შორის არაა, ვერ იტყვი რომ ამ ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგას ტიაგო. დენისას ტემპიც ააქვს დრიბლინგიც და პასიც, და ინტელექტი. თუ დააკვირდებით მესის მაგრად უგებს ერთი შეხებით რამდენჯერ დატოვა მესიმ პირისპირ იცის მესის ხრიკები, ტიაგოს მოყვანას დენისას გამოყენება მირჩევნია. შეიძლება განვითარდეს და უძლიერესი ნახევარმცველი გახდეს. ბევრჯერ წავიკითხე რომ მესიმ წინააღმდეგი წავიდა დენისას ტრანსფერზე დაყენებისო,. პრობლემა ნახევარდაცვაზე მეტი გვაქვს შეტევაში და საყრდენზე, ბუსკეტსის ღირსეული შემცვლელი არ გვყავს და მეორე სართულზე მებრძოლი თავდამსხმელი.
lasha lionel საიტზეა
lasha lionel 19 ივნისი 2018 11:14
მიკლედ ბელგია აღმოჩდა ის ერთადერთი ფავორიტი რომმელმაც მაღალი ანგარიშით მოიგო,სხვა ფავორიტებს ძალიან გაუჭირდათ
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
kaizersoza 19 ივნისი 2018 03:51
ციტატა: M10 S9 D11
კინაღამ ინგლისმაც ვერ მოიგო რა ხდება ამ მსოფლიოზე ასე ძაან როგორ გაუჭირდათ ფავორიტებს

აქ გიპასუხებ ტიაგო-რაკიტიჩზე...... მე დავწერე რით განსხვავდება ტიაგო რაკიტიჩისგან დიდი არაფრით მეთქი, აი შევადაროთ ტექნიკა რაკეტაზე რაღაც მაგარი ტექნიკით არ გამოირჩევა ტიაგო ნუ ოდნავ ჯობნის ვთქვათ ტიაგო. რაკეტასაც შეუძლია ერთი ორი კაცი ჩატეხოს დრიბლინგის პონტში ტიაგოსაც, დარტყმა რაკიტიჩს უკეთესი აქვს ვიდრე ტიაგოს, უფრო ძლიერიც. სისწრაფე ტიაგო ჯობია მაგრამ დიდად არ გამოირჩევა რაღაც სპრინტერი არაა.
განსაკუთრებული ასისტებით ტიაგო ვერ ბრწყინავს, ნუ ჩავთვალოთ ამ კომპონენტში თანაბრად არიან. თან რაკეტა სულ სიღრმეში ყავს შემეტევს არ ათამაშებს არასოდეს რომ ბოლო პასები გააკეთოს, ხან ვაბშე საყრდენზე ყავთ. ტიაგოს შემტევ ნახევარმცველსაც ათამაშებენ.
ფიზიკური მონაცემები რაკეტა 1.84 სმ.
ალკანტარა 1.74 სმ.
დაცვის დახმარება რაკეტას უფრო შეუძლია, მეორე სართულზე ტიაგოზე მაღალიცაა, და დაცვითი ფუნქციები ისედაც ტიაგოზე კარგი აქვს.
აი რითი ჯობია აშკარად რა კომპონენტში, იქნებ მე ვერ ვხედავ.
და რაც ყველაზე მთავარია ალკანტარა ტრამვებისაკენ მიდრეკილი ფეხბურთელია, როგორც თავისი ძმა რაფინია, რაღაც გენეტიკურად მიდრეკილება აქვთ ტრამვებზე თან აშკარა, ხან ნახევარ სეზონს ვერ იყენებენ ისე იტრამვება ტიაგო.
აი ამიტო დავწერე, დიდი სხვაობას მაგ ორ ფეხბურთელში ვერ ვხედავ, ნუ ტიაგო ჯობია მაგრამ ბევრით არაფრით და თან რისკია ტიაგო თავისი ტრამვებით ჯერ რაფინიამ დაგვტანჯა ეხლა კიდე ეს. არ ვეთანხმები დიდ წილად მაგიტო, პერსპექტივა რა გვაქვს, მინიმუმ 80 მილიონიანი ტრანსფერია და რაში 27 წლისაა უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ბავშვი არაა რომ მოუმატოს და განვითარდეს, 2-3 წელიწადში კიდე შემცვლელი უნდა ეძებო, უკვე მოუკლებს თამაშს. მაგიტო ვთქვი რომ ტიაგოს მოყვანას ვინმე პერსპექტიული იყიდონ რაკეტასთან ერთად შეაჩვიონ, ზამთარში კიდე არტურო მოვა და ამ ორი ახალგაზრდიდან რომელიმე გაქაჩავს, თუარადა დაზღვევის პონტში რაკეტა იქნება. სანამ ესენი ბოლომდე ადაპტაციას გაივლიან. ვემხრობი დე იონგის ტრანსფერს და.... ნუ არტურო უკვე გადაწყვეტილი აქვთ, თავისთავად მოვა.
M10 S9 D11 19 ივნისი 2018 01:00
კინაღამ ინგლისმაც ვერ მოიგო რა ხდება ამ მსოფლიოზე ასე ძაან როგორ გაუჭირდათ ფავორიტებს
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK