"ლა მასიას" ექვსი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ახალ სეზონში პირველ გუნდში დაწინაურდეს » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

"ლა მასიას" ექვსი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ახალ სეზონში პირველ გუნდში დაწინაურდეს

image
დღეს, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ სურს "ლა მასიას" ფეხბურთელებისათვის ყურადღების მიქცევა და მომავალში მათი დაწინაურება პირველ გუნდში. ამჟამად, "ბარსელონა" B-ში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ირიცხება. Diario Sport გვთავაზობს 6 ფეხბურთელს, რომელიც ვალვერდემ, შესაძლოა, ახალი სეზონიდან პირველ გუნდში დააწინაუროს.

კარელს ალენია. ესპანელი "ბარსელონა" B-ს ერთ-ერთი ლიდერია. სამწუხაროდ, მან დაზიანება მიიღო, რაც არ აძლევს შანსს წინასასეზონო ტურნეში მონაწილეობა მიიღოს. ის იმედოვნებს, რომ "ბლაუგრანას" პირველი გუნდის ნაწილი გახდება. მისი მთავარი თვისება მენტალიტეტი და კარგი ფიზიკური აღნაგობაა.

რიკი პუიგი. პუიგს "ტოტენჰემში" გადასვლა სურდა, რათა მეტი სათამაშო დრო მიეღო, თუმცა მას ერნესტო ვალვერდე ესაუბრა და დარჩენისკენ მოუწოდა. მწვრთნელი მას კლუბის მომავლად მიიჩნევს. შემტევმა ნახევარმცველმა პირველი გუნდის რამდენიმე სავარჯიშო სესიაში მიიღო მონაწილეობა. პუიგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ბევრი კარგი თვისება აქვს. მას ერთ-ერთზე მცველებისათვის პრობლემების შექმნა შეუძლია.

ორიოლ ბუსკეტსი. რამდენიმე კვირის წინ, ორიოლმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი "ბარსელონასთან", რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი. მისი გამოსასყიდი თანხა კი 200 მილიონი ევროა. მან "ბლაუგრანას" პირველ გუნდის რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მას აქვს თვისებები და პოტენციალი, რომ გახდეს სერხიო ბუსკეტსის პარტნიორი ან მემკვიდრე. სამწუხაროდ, ამჟამად, მას მუხლზე დაზიანება აქვს.

ხორხე კუენკა. საინტერესოა, რომ "ბარსა" B-მ ის მხოლოდ 400 000 ევროდ შეიძინა. ამჟამად, ის სარეზერვო გუნდის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც პირველი გუნდის ექვსივე სავრჯიშო სესიაში მიიღო მონაწილეობა. "ბარსელონაში" კუენკას პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. მისი მომავალი კონკურენტები იერი მინა, ტომას ვერმაელენი და კლემენტ ლენგლე იქებიან.

მარკ კუკურელია. კუკურელა უკვე შედარებული იყო კარლეს პუიოლთან, მისი თვისებების გამო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ვალვერდე მომავლის პერსპექტივებში განიხილავს ამ ფეხბურთელს, ისევე როგორც მის თანემამამულეს, იგივე პოზიციაზე მოთამაშე ხუან მირანდას.

ხუან მირანდა. მირანდას, როგორც უკვე ვახსენეთ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მომავლის პერსპექტივებში განიხილავს. ფეხბურთელი კარგი ფიზიკური აღნაგობა აქვს. მას კლუბის დატოვება სურდა, მეტი სათამაშო დროის მიღების გამო, თუმცა, საბოლოოდ, მის გადაწყვეტილებას გადახედა და "ბარსა" B-ში დარჩენა არჩია.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 20 ივლისი 2018 13:19
ალენია, პუიგი, ორიოლი და არნაისი უნდა დააწიანუროს პირველ გუნდში.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
Forever barca 20 ივლისი 2018 09:08
ალენია,ორიოლი,პალენსია,არნაისი,აბელ რუისი ესენი უნდა დააწინაურონ წელს.პუიგი და პერეზი მომავალ წელს ხოლო მირანდა და კუკურელია იჯარით გაუშვან სადმე და მერე ვნახოთ.
--------------------
პელე:''მე ვარ მსოფლიოში სუკეთესო"
მარადონა:მე ვარ მსოფლიოში სუკეთესო"
რონალდო:"მე ვარ მსოფლიოში სუკეთესო"
მესი:"იმაზე უფრო ვზრუნავ რომ კარგი ადამიანი ვიყო ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო"
M10 S9 D11 20 ივლისი 2018 00:00
ალენია პიუგი ბუსკეცი პაენსია არნაისი ესენი უნდა დაწინაურდნენ
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
lasha lionel 19 ივლისი 2018 23:33
ალენა და ორიელ ბუსკეტსი უნდა დაწინაურონ უეჭველი,ძალიან ნიჭიერები არიან,არც დანარჩენი ოთხია ცუდი მაგრამ ეს ორი ჯობია
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK