რეგისტრაცია

ანდონი "სუბი" სუბისარეტა - გენიალური მეკარე თუ ცუდი სპორტული მენეჯერი?

image
ანდონი სუბისარეტა - ბრწყინვალე ფეხბურთელი, "ბარსელონას" ლეგენდა, მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა.

ანდონი სუბისარეტა - ცუდი სპორტული დირექტორი, რომელმაც წარუმატებელი ტრანსფერები განახორციელა.

"ბარსელონას" ლეგენდა 1961 წლის 23 ოქტომბერს, ბასკურ ქალაქ ვიტორიაში. ბავშვობა არაჩაბალეტაში გაატარა და იქვე დაიწყო თავისი საფეხბურთო კარიერა. 1976-1978 წელს ის ამ ქალაქის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ მის კარიერას წინსვლა სჭირდებოდა და ამიტომაც "ალავესში" განაგრძო ასპარეზობა. "სუბის" ტალანტი არ გამოჰპარვია ბასკურ გრანდს, ბილბაოს "ატლეტიკს" და 1981 წელს თან წაიყვანეს.

ბილბაოში ანდონის კარიერა ბრწყინვალედ აეწყო. პირველ სეზონში მან სარეზერვო გუნდში დაიწყო თამაში, მაგრამ 7 მატჩის შემდეგ ის ბასკური გრანდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მისი დებიუტი 1981 წლის 19 სექტემბერს შედგა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, რომელიც ბასკებმა 0-2 დათმეს. მიუხედავად ამისა, ამ მატჩის შემდეგ ანდონი სათადარიგო მეკარის რანგიდან გუნდის სულად და გულად იქცა. "სუბის" ძალისხმევით, "ატლეტიკმა" ზედიზედ ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და გათამაშების საუკეთესო გოლკიპერიც გახდა. იმ პერიოდში ანდონი ესპანეთის ნაკრებშიც გამოი

ანდონი "სუბი" სუბისარეტა - გენიალური მეკარე თუ ცუდი სპორტული მენეჯერი?

წარმატებული წლების შემდეგ, "ბილბაოს" ჩავარდნა დაეწყო და სუბისარეტას ბასკური კარიერის დასასრულიც თანდათან მოახლოვდა. 1986 წელს ის "ბარსელონაში" 1.7 მილიონ ევროდ გადავიდა, რამაც იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ აქცია. მან ადვილად ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან ურუტი, რომელიც დიდხანს იცავდა კატალონიელთა კარს.

პირველი სეზონი "სუბიმ" კარგად, ხოლო "ბარსელონამ" ცუდად ჩაატარა. უტიტულო სეზონის გამო მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება ტერი ვენეიბლს მოუხდა. იგი ლუის არაგონესმა შეცვალა ერთი წლით და გუნდს მხოლოდ კოპა დელ რეი მოუტანა. მდგომარეობა არასახარბიელო იყო, მაგრამ გუნდს სათავეში ლეგენდარული იოჰან კრუიფი ჩაუდგა სათავეში და დანარჩენი ისტორიაა...

გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერთასი, 1 კოპა დელ რეი და 1 თასების თასი. ამ ტიტულების მოგებაში "სუბის" წვლილი განუზომელია. რონალდ კუმანთან ერთად, ის "სამპდორიასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გმირი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ მისი კარიერის დაღმასვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სტაბილური, დინჯი, პოზიციების შერჩევის უბადლო ოსტატი და ეფექტური, ფეხით თამაშით ვერ დაიკვეხნიდა. იოჰან კრუიფის სისტემაში მნიშვნელოვანი იყო მეკარე და დაცვის ხაზი, როგორც შეტევის წამომწყებნი. "სუბის" არც თუ კარგი ფეხით თამაშის გამო ჰოლანდიელმა გენიოსმა ბასკი კლუბიდან 1994 წელს გაუშვა. ანდონიმ "ვალენსიას" მიაშურა, სადაც რამდენიმე ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა. კარიერა 1998 წელს დაასრულა.

კარიერის დასრულების შემდეგ იგი საფეხბურთო საქმიანობას არ ჩამოშორებია. 2010 წლის 2 ივლისს "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, სპორტულ დირექტორად დანიშნა. რამდენიმე წლის მანძილზე ის სტაბილურ ტრანსფერებს ახორციელებდა, მოიყვანა რა დავიდ ვილია, ალექსის სანჩესი, ცესკ ფაბრეგასი, ნეიმარი და ლუის სუარესი, მაგრამ ბევრი იმედგაცრუებაც "აჩუქა" გულშემარკივრებს - ალექს სონგი, იბრაჰიმ აფელაი, დუგლასი, ჟერემი მატიე, ტომას ვერმაელენი და სხვა. ამის გამო, 2015 წლის 4 იანვარს პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ ის თანამდებობიდან გადააყენა.

ამჟამად "სუბი" "მარსელში" მუშაობს სპორტულ დირექტორად და საკმაოდ წარმატებულად. "ოლიპმიკი" ლიგა 1-ში მესამე პოზიციას იკავებს და ევროპის ლიგის 1/8 ფინალში ანდონის ყოფილ გუნდს, ბილბაოს "ატლეტიკს" უპირისპირდება.

ანდონი სუბისარეტას გუნდური ტიტულები:

6 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 თასების თასი, 1 ევროპის სუპერთასი.

ინდივიდუალური მიღწევები:

დონ ბალონის ჯილდო, ზამორას ტიტული (1986-1987), 126 მატჩი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

იხილეთ მისი საუკეთესო სეივები:



3/2скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
LIONEL MESSI 5 მარტი 2018 19:32
კარგი სტატიაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ციტატა: Giorgi Changelia
კუხა, კარგი ბლოგია.

მადლობა :*
--------------------
გამოიწერეთ ჩემი იუთუბ არხები :))
https://www.youtube.com/channel/UCzK-Kiow3h85iTbu6w0tp4A
https://www.youtube.com/channel/UC3lVD-Ghm6Q-6ZTkyu-UQWw
კუხა, კარგი ბლოგია.
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona


რა კარგია კონკურსი როა:) ბევრი საინტერესო ბლოგი იდება, მე პირადად ანდონი სუბისარეტას შესახებ აქამდე არაფერი არ მსმენია...
lasha lionel 4 მარტი 2018 22:43
კარგი სტატია
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
M10 S9 D11 4 მარტი 2018 22:40
კაი სტატია იყო
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK