რეგისტრაცია

დავიდ ვილია სანჩესი - "ელ გუახე"

image
2011 წლის 28 მაისი. ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. 69-ე წუთი, ანგარიში 2-1-ია "ბარსას" სასარგებლოდ. ლიონელ მესი ერთი მოძრაობით ატყუებს ნანის და საჯარიმოში იჭრება. "მანიუს" დაცვაში ქაოსია. ამ დროს ბურთი მისდის სერხიო ბუსკეტსს, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან მდგარ დავიდ ვილიას უგორებს. "ელ გუახე" ბურთს ისწორებს და ...

დავიდ ვილია სანჩესი 1981 წლის 3 დეკემბერს, ლანგრეოში დაიბადა. მამამისი, ხოსე მანუელი, მაღაროში მუშაობდა, მაგრამ ფეხბურთი უზომოდ უყვარდა. მას სურდა, რომ მისი ვაჟი ფეხბურთელი გამხდარიყო და ამისთვის ყველანაირად ეხმარებოდა. 4 წლის ასაკში დავიდმა მარჯვენა ბარძაყის ძვალი მოიტეხა, რასაც მისი საფეხბურთო კარიერის აწყობა საფრთხის ქვეშ უნდა დაეყენებინა, მაგრამ ხოსე მანუელი პატარა დავიდს მხარში ამოუდგა და შვილის საფეხბურთო კარიერის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. მოგვიანებით, უკვე ვარსკვლავი "ელ გუახე" იხსენებს:"როდესაც მარჯვენა ბარძაყი მოტეხილი მქონდა, მამა მარცხენა ფეხის გავითარებაში მეხმარებოდა და ჩემთან ერთად ვარჯიშობდა. არ მახსოვს სავარჯიშო სესია, სადაც მამაჩემი არ ყოფილიყოს. მოედანზე მარტო არასდროს ვყოფილვარ."

გამოჯანმრთელების შემდეგ, პატარა დავიდი ორივე ფეხს ერთნაირად ხმარობდა, რაც ამ ასაკის ბავშვისთვის იშვიათია. ხოსე მანუელმა "ელ გუახე" ლანგრეოს საფეხბურთო სკოლაში შეიყვანა. დავიდს მუდმივად ასაკით მასზე დიდ მოთამაშეებთან უწევდა თამაში, ამიტომ მას მეტსახელად "ელ გუახე"(ბავშვი) შეარქვეს. 14 წლის ასაკში ვილია სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - მას დაკარგული ჰქონდა მწვრთნელისგან ნდობა და ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო. იმ პერიოდს იგი ასე იხსენებს:"იმ დღეებში მე არაფერს წარმოვადგენდი, ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე და ვოცნებობდი, რომ მალე წავსულიყავი და მეგობრებთან ერთად მეთამაშა. მამაჩემი მუდმივად მამხნევებდა და მხარს მიჭერდა ამ რთულ პერიოდში."

მიუხედავად ამისა, ვილიამ ასტურიული გუნდების ინტერესი მაინც მიიპყრო. "რეალ ოვიედომ", იმ დროისთვის საუკეთესო ასტურიულმა გუნდმა. მათ დავიდი სიდაბლის გამო დაიწუნეს. როდესაც დავიდი 17 წლის გახდა, "ხიხონმა" გარისკა და თავისთან წაიყვანა. ვილია მისი ბავშვობის კუმირის, ქუინის კვალზე აპირებდა წასვლას, რომელმაც კარიერა სწორედ აქ აიწყო. პირველი სეზონი "ელ გუახემ" სარეზერვო გუნდში გაატარა, ხოლო მეორე სეზონიდან კი პირველი გუნდის განუყოფელ წევრად ჩამოყალიბდა. მისით მოხიბლული იყო მწვრთნელი პეპე ასებალი. იგი "ელ გუახეს" ასე ახასიათებდა:"მას ბრწყინვალე ტექნიკური მონაცემები აქვს. მისი ბურთთან პირველი შეხება იდეალური და მოძრაობებზე ჩანს, როგორი ნიჭიერიცაა. ის ჭკვიანურ დიაგონალურ გაქცევებს აკეთებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს."

საერთო ჯამში, ვილიამ "ხიხონის" მაისურით 85 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. მისით უფრო მაღალი დონის გუნდები დაინტერესდნენ და 2003 წელს ლა ლიგის ბინადარმა, "სარაგოსამ", ელ გუახე 3 მილიონ ევროდ შეიძინა. დავიდს უფრო მაღალი დონის ფეხბურთთან ადაპტირება არ გაჭირვებია და სადებიუტო სეზონში 17 გოლი გაიტანა. სადებიუტო გოლი მან "მურსიასთან" მესამე შეხვედრაში გაიტანა. "სარაგოსამ" ის სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და კოპა დელ რეის ფინალში უძლიერესი "რეალი" 3-2 დაამარცხა, სადაც საუკეთესო, რა თქმა უნდა, დავიდ ვილია გახდა გატანილი გოლით. ამ გამარჯვებით "სარაგოსა" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდა.

2004/2005 წლების სეზონი უფრო მეტი გამოწვევებით დაიწყო. დავიდ ვილიას პირველად უნდა ეთამაშა ევროტურნირებზე. მან უეფას თასზე სადებიუტო შეხვედრა "უტრეხტთან" ჩაატარა და დუბლი გაიფორმა, გუნდი კი ჯგუფური ეტაპიდან გავიდა. ისინი მერვედფინალში ვენის "ავსტრიასთან" სახლში გაშვებული გოლების გამო გამოვარდნენ. სხვათა შორის, "ელ გუახემ" ავსტრიელებთან დაპირისპირებაშიც გაიტანა. საერთო ჯამში, ვილიამ იმ სეზონშ 18 გოლი გაიტანა. აშკარა იყო, რომ მის დონეს "სარაგოსა" უკვე ვერ აკმაყოფილებდა და 2005 წლის ზაფხულში იგი "ვალენსიამ" 12 მილიონად იყიდა.

"ვალენსიაში" "ელ გუახე" ბოლომდე გაიხსნა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ხალხს აოცებდა მისი ტექნიკა, სისწრაფე და გოლის ალღო. მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის არაგონესს და 2005 წლის 16 ნოემბერს მისი სადებიუტო შეხვედრა შედგა სლოვაკეთის ნაკრებთან, სადაც დავიდმა თავი გოლით გამოიჩინა. 2006 წელს, "ვალენსიაში" ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ვილიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. სადებიუტო შეხვედრაში მან უკრაინასთან დუბლი შეასრულა, ხოლო მთლიანად ტურნირი სამი გოლით დაამთავრა. იგი ამ ტურნირში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა ფერნანდო ტორესთან ერთად.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. "ფურია როხას" ჰყავდა ჩავი, ინიესტა, პუიოლი, ტორესი და... დავიდ ვილია, რომელიც ფენომენალურ ფორმაში იყო შესული და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო "სტრაიკერად" მიიჩნეოდა. მან ბრწყინვალე ტანდემი ჩამოაყალიბა ფერნანდო ტორესთან ერთად. მათ ერთად უამრავი გოლი იზეიმეს. ევრო 2008 ვილიამ 4 გოლით დაასრულა, თასი აღმართა და "ლივერპულის" თავდამსხმელთან ერთად ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. დავიდი მისი და ტორესის პარტნიორობაზე ასე საუბრობს:"ერთმანეთს შესანიშნავად ვავსებთ. მე და ფერნანდო შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ჩვენ მცველებზე ზეწოლას ვახდენთ და ბევრს ვმუშაობთ."

ვისენტე დელ ბოსკე კი ამბობდა:"დავიდ ვილია კაკას და კრიშტიანუ რონალდუს მირჩევნია."

მიუხედავად წარმატებებისა, დავიდი შრომას განაგრძობდა. იგი "ვალენსიაში" გოლებს-გოლებზე ყრიდა, ნაკრებში კი თავს ხშირად იჩენდა. საერთო ჯამში მან "ვალენსიას" მაისურით 129 გოლი გაიტანა. 2010 წელს ცხადი იყო, რომ დავიდს ტოპ-გრანდში თამაში ესაჭიროებოდა და "ბარსელონაში" 40 მილიონ ევროდ გადავიდა. იოჰან კრუიფმა კატალონიურ გუნდს მოუწონა ეს ტრანსფერი და შემდეგი განცხადება გააკეთა:"ვილია იქ მხოლოდ იმისათვის არ არის, რომ პიესა დაწეროს. ვილია არის სინონიმი სიღრმისა, ეს იმას ნიშნავს რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია გახსნას მოძრაობის ბილიკები რათა მცველების ყურადღება მიიპყროს და ამავდროულად სივრცეები გაუხსნას სხვებსაც."

"ბარსელონაში" გადასვლამდე ვილიას მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდა. ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო და ამ ტურნირზეც ფავორიტად მოიაზრებოდა. მართლაც, ესპანეთმა მარტივად გაიარა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ 1/8 ფინალში პორტუგალია შეხვდა და შემდეგ ეტაპზე, ერთადერთი გატანილი გოლით გავიდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ვილიამ გაიტანა. შემდეგ იყო კიდევ ერთი რთული თამაში პარაგვაისთან, სადაც ესპანეთმა ისევ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და გოლი ისევ "ელ გუახემ" 83-ე წუთზე გაიტანა. ნახევარფინალში ესპანეთს გერმანიის ნაკრები შეხვდა და პუიოლის გოლით დაამარცხა. ფინალში კი ესპანეთმა ინიესტას გოლით, დრამატულ ბრძოლაში, ჰოლანდია დაამარცხა. დავიდ ვილია საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის ბრინჯაოს ბურთიც მიიღო.

2010/2011 წლების სეზონი დაიწყო და პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" ყველა მეტოქეს ანადგურებდა. ამ ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი "ელ გუახეც" გახლდათ. მან სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში "რასინგთან" გაიტანა. იმ სეზონში "ელ გუახემ" 23 გოლი გაიტანა. მათგან გამოსარჩევია "რეალთან" 5-0 გამარჯვებაში შესრულებული დუბლი და "მანჩესტერთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი საოცარი გოლი: 69-ე წუთი, ანგარიში 2-1-ია "ბარსას" სასარგებლოდ. ლიონელ მესი ერთი მოძრაობით ატყუებს ნანის და საჯარიმოში იჭრება. "მანიუს" დაცვაში ქაოსია. ამ დროს ბურთი მისდის სერხიო ბუსკეტსს, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან მდგარ დავიდ ვილიას უგორებს. "ელ გუახე" ბურთს ისწორებს და უზუსტესი დარტყმით მას "ცხრიანში" ხვევს. ზღვა ემოციები, ცრემლები და 3-1: "ბარსელონა" ჩემპიონია და ვილიას კიდევ ერთი ოცნება ახდენილია. მან ეს გამარჯვება თავის ოჯახს მიუძღვნა.

ბევრ ფეხბურელს წარმატებების შემდეგ მოტივაცია დაჰკარგვია და მისი კარიერა გაუფუჭებია, მაგრამ დავიდი მათ არ ეკუთვნოდა. იგი დაუღალავად მუშაობდა და ყველა ვარჯიშსა თუ თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა. ამის გამო, გვარდიოლას ვილია განსაკუთრებით უყვარდა. “ის ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს, პირადად ჩემთვის ვილია შეუფასებელი და წამყვანი ფეხბურთელია, გუშინდელ მატჩში ის უფრო მომეწონა ვიდრე წინა თამაშებში." (პეპის კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ) 2011 წლის სუპერთასზე მან საოცარი გოლი გაუტანა "რეალს" - ლიონელ მესისგან ბურთი მარცხენა ფლანგზე მიუვიდა, ერთი მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და "ცხრიანში" დაარტყა - იკერ კასილიასს შანსი არ ჰქონია. მეორე სეზონში მან კიდევ ერთი საოცარი ჯარიმა გაიტანა "მილანის" წინააღმდეგ...

2011 წლის 15 დეკემბერი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. "ბარსელონა" "ალ-სადის" წინააღმდეგ. 35-ე წუთი. დავიდ ვილია საჯარიმოში შერბის. მცველები მას ხელს უშლიან, ამ დროს იგი უხერხულად ეცემა და ფეხს იტეხს. მისი სახე ტკივილის ნიშან-წყალს არ გამოხატავს, მაგრამ შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მძიმე ტრავმა აქვს და მთელ წელს გამოტოვებს...

დავიდ ვილია ტრავმას არ შეეპუა და მონდომებით მუშაობა განარძო. შედეგად, იგი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდა. და მაინც, ის არ იყო ძველი ვილია. იმ სეზონში "ელ გუახემ" ლა ლიგაში 10 გოლი გაიტანა, რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ "ბარსელონამ" იგი "ატლეტიკოში" სასაცილო ფასად, სულ რაღაც, 5 მილიონ ევროდ გაუშვა. მან "ბარსელონას" სადებიუტო მატჩში გაუტანა და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას დაანახა, რომ გაშვების ღირსი არ იყო. მან "ატლეტიკოში" საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა, ლა ლიგაში 13 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარგად იასპარეზა, მაგრამ "რეალთან" დამარცხდა.

დავიდ ვილია ამ სეზონის შემდეგ დიდ ფეხბურთს ჩამოშორდა და MLS-ში, "ნიუ იორკ სიტიში" გადავიდა. იქამდე კი, ფეხბურთის გულშემატკივრებს მორიგი ლამაზი ეპიზოდი აჩუქა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონარზე მან ავსტრალიის ნაკრებს ქუსლით ულამაზესი გოლი გაუტანა, რაც მისი ბოლო გოლი აღმოჩნდა ბოლო მატჩში "ფურია როხას" მაისურით. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლეგენდარული ნაკრები ლეგენდარულად დატოვა.

ამჟამად 36 წლის "ელ გუახე" "ნიუ იორკ სიტიში" ირიცხება და სპექტაკლების დადგმას განაგრძობს. იგი ამერიკაში ანდრეა პირლოსთან ერთად თამაშობს და გვახსენებს, რომ კლასი უკვდავია, მძიმე ტრავმების მიუხედავად.

დავიდ ვილიას საკლუბო და სანაკრებო ტიტულები:

"სარაგოსაში"

კოპა დელ რეი - 2004
ესპანეთის სუპერთასი - 2004

"ვალენსიაში"

კოპა დელ რეი - 2008

"ბარსელონაში"

ლა ლიგა - 2010/2011, 2012/2013
კოპა დელ რეი - 2012
ჩემპიონთა ლიგა - 2011
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2011
ესპანეთის სუპერთასი - 2010, 2011

"ატლეტიკოში"

ლა ლიგა - 2013/2014

ესპანეთის ნაკრებში:

ევრო - 2008
მსოფლიოს ჩემპიონატი - 2010

ინდივიდუალური ტიტულები და მიღწევები:

ესპანეთის წლის ფეხბურთელი: 2005, 2006
"ვალენსიას" ბომბარდირი: 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010
ზარას ჯილდო: 2006, 2007, 2009, 2010
ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი: 2006-2007
ევრო 2008 - ოქროს ბუცი, ტურნირის სიმბოლური ნაკრები
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი - საუკეთესო ბომბარდირი, სიმბოლური ნაკრები, ბრინჯაოს ბურთი.
უეფას წლის გუნდი - 2010
"ნიუ იორკ სიტის" საუკეთესო ფეხბურთელი - 2015, 2016
MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელი - 2016
ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე (ერთ ტურნირში) (ნაგულისხმევია მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელები) - 5
ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის ნაკრებში კალენდარულ წელიწადში - 2008, 2009
ყველაზე ხანგრძლივი შედეგიანი სერია ესპანეთის ნაკრებში - 6 მატჩი.

და ბოლოს, იხილეთ "ელ გუახეს" საუკეთესო მომენტები "ბარსელონაში":



7/7скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
Giorgi Changelia საიტზეა
Giorgi Changelia 10 აპრილი 2018 20:02
ვილია... როგორ მიყვარდა, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი.
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
kortoxa23 7 აპრილი 2018 11:10
ძაან მაგარი ფორვარდი იყო ვილია, ესპანეთის ნაკრებს ტორესისა და ვილიასადმი საფეხბურთო სიყვარულით გადავწყვიტე ესპანეთის ნაკრების ბალეშიკობა, შედეგათ კი ესპანეთმა
2008-ევროპა
2010-მსოფლიო
2012-ევროპა
ფურორი მოახდინეს ზედიზედ სამი უდიდესი სანაკრებო ტიტული მოიგეს რაც ფეხბურთის ისტორიაში არ მომხდარა, ძაან მაგარ დროს მომიწია ესპანეთის ნაკრების ბალეშიკობა და რავი მეტი რამ უნდა შეგაყვაროს ფეხბურთი!
ფეხბურთი დღითიდღე ვითარდება მაგრამ ახალგაზდა ელ გუახეს ახლაც ვიხილავდი ბარსელონას შემადგენლობაში, რაც შეეხება ვილიას ტრანსფერს კარგად მახსოვს თუ რა სასაცილო ფასად გაუშვა ბარსელონამ მაგრამ ეს ისევ ვილიას თხოვნით გააკეთა! ვილიაზე რათქმაუნდა მარტო ატლეტიკოსგან არ იყო დაინტერესება სხვა კლუბები ბევრად მეტს იხდნიდნენ მაგრამ ვილას იმ პერიოდში არ უნდოდა ესპანეთიდან წასვლა და თავად ვილიამ თხოვა რო ატლეტიკოში გაეშვა ბარსამ კი დააფასა მისი თხოვნა და გაუშვა ატლეტიკოში რომელმაც ისარგებლა სიტუაცია და ვილიასთვის მიზერულ თანხად ჩაიგდეს ხელში
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
tedrexx 6 აპრილი 2018 23:45
უმაგრესი ადამიანი და ფეხბურთელი <3 რატომღაც, ვილაზე პირველად მილანის კარში გატანილი გოლი მახსენდება (4-0) ^_^
temo 54 6 აპრილი 2018 16:12
მშვენიერი ადამიანია, ჩემ ბიჭს შეხვდა ნიუ-იორკში და სურათის გადაღებაზეც დათანხმდა, ოღონდ ნიუ-იორკ "სიტიში" თამაშობს, რედ ბულსი ჩიკაგოს გუნდია.
luisito;l.messi;jr 6 აპრილი 2018 14:13
მაგარი ბლოგია, დავიდ ვილა კი გასაოცარი ფეხბურთელია...
Clever Liar 5 აპრილი 2018 23:11
sascaulad magari fexburteli, elit klasi :)) ise ra amis pasuxia da semedum gamaoca gushin, imena daglija rojam
LIONEL MESSI 5 აპრილი 2018 22:54
ლეგენდა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ციტატა: kule forever
Evro 2012 X xo moigo

ტრავმის გამო გამოტოვა.
--------------------
გამოიწერეთ ჩემი იუთუბ არხები :))
https://www.youtube.com/channel/UCzK-Kiow3h85iTbu6w0tp4A
https://www.youtube.com/channel/UC3lVD-Ghm6Q-6ZTkyu-UQWw
kule forever 5 აპრილი 2018 21:55
Evro 2012 X xo moigo
--------------------
უყურებ თამაშს არ ჩანს ბუსკეტსი.უყურებ ბუსკეტსს ჩანს მთელი თამაში-ვისენტე დელ ბოსკე
lasha lionel 5 აპრილი 2018 20:45
ძალიან კარგი სტატიაა იყო ბრავო ვილა ჩემი ერთ ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
Giorgi Changelia საიტზეა
Giorgi Changelia 5 აპრილი 2018 20:19
ბრავოოო, კუხა...
--------------------
LIONEL ANDRES LEO MESSI
FC Barcelona
M10 S9 D11 5 აპრილი 2018 20:04
ელ გუახეეე <3 რა მაგარი იყო ეს შობელძაღლი
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK