რეგისტრაცია

5 მატჩი, სადაც მესიმ მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყვიტა

image
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მატჩს, რომლის ბედი მესიმ ბოლო წუთებზე გადაწყვიტა.

5. "ბარსელონა"-"რეალი" 3-3 2007 წელი

კლასიკურ "ელ კლასიკოში" 19 წლის მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან პირველ ტაიმში ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მატჩის ბოლო წუთებზე კი მოსისხლე მტერს მშვენიერი გოლი გაუტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა. საბოლოოდ, იმ წელს "ბარსამ" ლა ლიგა მაინც დათმო ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი მაჩვენებლის გამო.



4. "ბარსელონა"-"რეალი" 3-2 2011 წელი

2011 წლის ესპანეთის სუპერ თასი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2-2 დასრულდა, ხოლო მეორეში კი "ბარსა" 81-ე წუთამდე 2:1-ს იგებდა, როცა ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდებოდა, როცა მესიმ კედელი გაუთამაშა ადრიანოს და შესანიშნავი გოლი გაუტანა იკერ კასილიასს. 3:2 და გვარდიოლას გუნდმა მორიგი ტიტული შემატა ჯილდოებით დახუნძლულ მუზეუმს.



3. "ვილიარეალი"-"ბარსელონა" 1-1 2017 წელი

ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ბარსელონასთვის", რადგან "რეალი" კომფორტული სსხვაობით უსწრებდა მეტოქეს. 53-ე წუთზე "ვილიარეალი" დაწინაურდა. "ბარსელონა" მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. 90-ე წუთზე "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც მესიმ უზადოდ შეასრულა. მიუხედავად ამისა, "ბარსამ" ქულები დაკარგა და "რეალი" წინ გაუშვა.



2. "სევილია"-"ბარსელონა" 2:2 2018 წელი

ლიონელ მესის მცირე ტრავმა აწუხებდა, ამიტომ ერნესტო ვალვერდემ არ გარისკა და არგენტინელი სათადარიგო სკამზე დატოვა. "სევილია" 2:0-ს იგებდა, როცა მოედანზე მესი შემოვიდა. მან ანდალუსიელები საჯარიმოს მიაჯაჭვა და მომენტების შექმნა დაიწყო. შედეგად, 88-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა, ხოლო 89-ზე თავი ლეომ გამოიჩინა.



1. "რეალი"-"ბარსელონა" 2-3 2017

ერთ-ერთი საუკეთესო კლასიკო ბოლო წლებში. "ბარსელონას" ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, რათა ჩემპიონობის შანსები შეენარჩუნებინა. გუნდს ნეიმარი არ ჰყავდა, რაც საქმეს უფრო ართულებდა. ბევრი ფავორიტად "რეალს" მიიჩნებდა. მართლაც, 28-ე წუთზე ანგარიში კაზემირომ გახსნა. "ბარსელონა" გონს მალევე მოეგო და 5 წუთში მესიმ საჯარიმოში ჩვეულ სტილში შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, მაგრამ ფორტუნამ კატალონიელებს გაუღიმა და 73-ე წუთზე რაკიტიჩმა გოლი გაიტანა. ამას მოჰყვა სერხიო რამოსის გაძევება და უკვე ყველა ფიქრობდა, რომ "ბარსა" ამ მატჩს მოიგებდა, მაგრამ მოულოდნელად, 85-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა ანგარიშ ი გაათანაბრა. მეორე დამატებულ წუთზე სერხი რობერტომ ბურთი მიიღო, მოდრიჩს და მარსელოს გვერდი აუარა და ბრწყინვალე კონტრშეტევა წამოიწყო. მან ანდრე გომეშს უპასა, რომელმაც ბურთი ხორდი ალბას გააყოლა. ალბამ მესის დაუგორა და ლეომ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და "ბარსას" ჩემპიონობის შანსები დაუტოვა.

скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
Sergi Roberto 10 აპრილი 2018 20:11
ყველაზე მაგარი მაინც 3-2 იყო 2017 წელს რეალთან❤❤
LIONEL MESSI 5 აპრილი 2018 11:40
ლეოს მატჩის ბედის გადაწყვეტა ყოველთვის შეუძლია.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
Sergio barca 4 აპრილი 2018 21:26
ბოლო წუთი არიყო მარა ბაიერნთან მესის გოლმა გადაწყვიტა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი ის გოლი როარა შეიძლება ვაფშე ვერ გაგვეტანა მერე დაიბნა ბაიერნი
M10 S9 D11 4 აპრილი 2018 21:02
უმეტეს წილად რეალი დაამწუხრა რეალის რისხვაა ეს ოხერი
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
lasha lionel 4 აპრილი 2018 20:29
მესის გარეშე ბარსელონა არ ვიცი როგორი იქნება
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK