უცნაური წყვილი - ნაწილი I » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

უცნაური წყვილი - ნაწილი I

image
2011 წლის 5 იანვარს "ბარსელონა" სან-მამესში "ელ-კათედრალის" შეუპოვრად ებრძოდა ბილბაოს "ატლეტიკს" სამეფო თასის მატჩში. ერიკ აბიდალმა ბურთი გაიტანა 1-0 და თუ "ბარსა" დარჩენილ 16 წუთში ბურთს არ გაუშვებდა , შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, მაგრამ "ატლეტიკი" უბრალოდ შეუდარებელი იყო.
სათადარიგოთა სკამზე პეპ გვარდიოლას გვერდით მისი კაპიტანი, კარლეს პუიოლი იჯდა. ნამდვილი ტარზანი. გაჭირვების ტალკვესი. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აღედგინა ძალები. მუხლის ტრავმის გამო, რომელმაც მთელი სეზონი გააწამა, წინა ორი მატჩიც გამოტოვებული ქონდა.
მწვრთნელმა 32 წლის ფეხბურთელი თამაშზე კი წამოიყვანა , მაგრამ გამარჯვებას მის დაუხმარებლად აპირებდა. ახლა სხვა არჩევანი აღარ დარჩა, ამიტომ თილისმად ქცეულმა მცველმა, ურომლისოდაც "ბარსამ" სეზონში ექვსი მარცხი განიცადა, გახურება დაიწყო, სარბენ ბილიკთან მივიდა და მინდორზე გასასვლელად მსაჯის, სეზარ მუნის ფერნანდესის ნებართვას დაელოდა. საფინალო სასტვენამდე 13 წუთი რჩებოდა.
პუიოლმა "ჩორთით" გადაკვეთა მანძილი თავის პოზიციამდე და ჯერარ პიკეს გვერდით დადგა. უმცროსი თანაგუნდელი კაპიტანს მიუბრუნდა და უთხრა : "სისხლისმღვრელ ჯოჯოხეთში ვართ პუიი, ძალიან მაკლდი-მიხარია , რომ დაგვიბრუნდი".
პუიოლმა კი მკაცრად უპასუხა:"სისულელეებს მოეშვი , ჟერი, და მთლიანად ამ "სისხლიან" თამაშზემოახდინე კონცენტრირება!" მიუხედავად იმისა რომ ლორენტემ ბურთი გაიტანა, "ბარსამ" ეს თამაში გადააგორა და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ .
პიკე არ უარყოფს, რომ ის მთელი ტამაშის განმავლობაში ერთნაირად კონცენტრირებული არ არის; პუიოლი კი ადასტურებს, რომ მისი ახალგაზრდა პარტნიორის ხალისიანმა ხასიათმა ასწავლა, რომ არ არის აუცილებელი, წელიწადში 365 დრე, დღე ღამეში 24 საათი მუყაითი, დაძაბული და სერიოზული იყო.
მინდორს მიღმა პიკე პუიოლს აშინებს. მინდორზე უფროსი მეგობარი თავისთანაგუნდელს ჰკიცხავს, როცა ის წამის მეასედით მიანც მოეშვება ხოლმე.~
ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ უცნაურ საფეხბურთო წყვილს-ჯერარ პიკესა და კარლეს პუიოლს. ის უთუოდ გაგახსენებთ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოთი აღნიშნულ ნილ საიმონსის ამავე სახელწოდების ფილმს, რომელიც მოგვითხრობს ფელიქსსა და ოსკარზე, სადაც სპორტიტ გატაცებული, აგზნებული უოლტერ მადაუ უაზროდ მოფუსფუსე ჯეკ ლემონს თავის სახლში დარჩენას სთავაზობს- გაიხსენეთ ეს ეპიზოდი, როცა ამას კითხულობთ.
გულახდილათ რომ ვთქვათ, არ არის აუცილებელი მსოფლიოს თასის მფლობელებს უყვარდეთ ერთმანეთი, ,იუხედავად მინდორზე ნაყოფიერი ურთიერთობისა და მეგობრობისა, რომელიც ნებისმიერ ადამანს საფუძვლიანად ცვლის.
მათ შორის ათწლიანი ასაკობრივი სხვაობაა, სრულიად განსხვავებულად იზრდებდნენ, სიმაღლეშიც მთელი ექვსი ინჩი ყოფს, რადიკალურათ განსხვავდებიან ასევე სტილით, ვარცხნლობით, ინდივიდუალურობითა დაცხოვრებისეული გამოცდილებით- და მაინც ჩამოყალიბდნენ მტკიცე მეგობრებად.
23 წლის ასაკისთვის კარლეს პუიოლს არც მსოფლიო თასი ჰქონდა მოგებული და არც ჩემპიონთა ლიგის მედალი, არც სუპერვასკვლავი გახლდათ, არც ესპანური ტანსაცმლის "მანგოს" ხაზის სახედ აურჩევიათ, არც ავტობიოგრაფია გამოუცია. ასე რომ, არც ერთი ჯილდო არ ჰქონდა, რომელსაც ამ ასაკისთვის პიკე უკვე ფლობდა.
23 წლის ასაკისთვის პუიოლს ერთი ტიტულიც კი არ ჰქონდა მოგებული და პირველ წლებში გამუდმებით იმაზე ზრუნვა უწევდა, თუ როგორ აეცილებინა თავიდან ვან გაალის მოთხოვნა, გრძელი თმა შეეჭრა. ძალიან შორს იყო იმისგან, რომ ლეგენდარულ სვიპერტან შეედარებინათ , პუიოლო ჯერ ვინგერი გახლდათ, შემდეგ-ცენტრალური მცველი და ლამის საყრდენადაც გაამწესეს.
როცა 2008 წელს "მანჩესტერ უნაიტედიან" 5 მილიონი გირვნქა სტერლინგად უკან დააბრუნეს, ის ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, ვინც კლუბს მოლოდინი არ გაუცრუა. ადრე გაშვებული, ლა-მაზიას სხვა აღსაზრდელებიც სეიძინეს: ერთი- ლუის გარსია, რომელმაც "ლივერპულის" შემადგენლობაში ლიგა მოიგო და მეორე- ჟერარ ლოპესი, რომელმაც "ვალენსიასთან" ერთად ითამაშა ლიგის ფინალი. კლუბმა ორივესთვის სოლიდური თანხა გადაიხადა მაგრამ მათ იმედები ვერ გაამართლეს.
გავიხსებოთ თუ ვინ დახვდა პიკეს გასახდელში. პუიოლი, რომელსაც ახალი მოგებული ქონდა ევრო 2008, მისი მუდმივი პარტნიორი მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავი რაფა მარკესი; გაბი მილიტო (რომელსაც პიკე სარაგოსადან იცნობდა) : ერიკ აბიდალი, რომელიც სულ ცდილობდა რომ ხშირად ეთამაშა ცენტრალურ დაცვაში, და მარტინ კასერესი რომელიც იმ ზაფხულს სარეკორდო თანხად 16 მილიონად შეიძინს.
პიკე ფეშენებელურ პედრალბესის უბანში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. საკუთარ თავში დარწმუნებული, ხალისიანი ბიჭი გახლდათ, რომელიც გუნდში სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ დაბრუნდა. ბუნებრივი იქნებოდა, რომ სხვა მცველები მის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. ამის ნაცვლად, პიკე ძალზე სწრაფად იქცა გუნდის გამოცოცხლებისა და "ბარსას" სათამაშო დონის ამაღლების პროცესის ერთ-ერთ თვალსაჩინო მონაწილედ.
მის სადებიუტო, 2008-09 წლების სეზონში , როცა "ბარსელონამ" ტრიპლეტი მოიპოვა , მან ნათამაშები წუთების მიხედვით მეექვსე ადგილი დაიკავა. სწორედ მან აარიდა გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედისგან" პირველი გოლის მიღების საშიშროება რომში გამართულ ფინალში, თან ისე , როგორც ეს მსოფლიო დონის ფეხბურთელს ეკადრება. "ბარსა" იმ ტრიუმფს ისევე უნდა უმადლოდეს პიკეს, როგორც ეტოსა და ლეო მესის - გატანილი გოლებისთვის.
"მცველების პრობლემა ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია... მათ სათანადოდ არ აფასებენ, რადგან მცველის თამაში თავდამსხმელისაზე ნაკლებად სანახაობრივი და პრესტიჟულია",- შენიშნავს პიკე.
"ფეხბურთში მშვენიერება ყველაზე მეტად გოლის გატანაა, შემდეგ საგოლე პასი ოდის. ვდიქრობ , ეპიზოდი, რომელიც რომში მოხდა, საკვანო მომენტების რიგშია, რადგან "იუნაიტედი" რომ დაწინაურებულიყო, საქმის საჩვენოდ შემოტრიალება ძალზე გაგვიზნელდებოდა. რონალდოს საჯარიმო დარტყმის შემდეგ პარკს ნამდვილად შეეძლო ბურთის გატანა. ამას იმალ მივხვდი და მისთვის ხელის შეშლა მოვახერხე".
ის, რომ პიკემ პუიოლს უბიძგა, შეეკრა სამკაციანი "რეტ პეკი" (პირობითად სამეგობრო წრე) ჩესკ ფაბრეგასთან ერთად და რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, განსაკუთრებულ მოღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ეს რომ შევაფასოთ , პუიოლი უკეთ უნდა გავიცნოთ.თუმცა ამ ამბავმა შესაძლოა, მისი როგორც ესპანური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის სახელს ოდნავი ჩრდილი მიაყენოს. მის წარმატებებს ზოგი არა იმდენად ნიჭს, რამდენადაც უდიდეს გარჯას მიაწერს. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, რომელის იქედან მომდინარეობს, რომ პუიოლი ყველაზე მტად ასოცირდება 1999-2005 წლის პერიოდთან როცა ბარსმ ეს პერიოდი უტიტულოდ განვლო.
17 წლის გაუთლელი სოფლელი ბიჭი კლუბის ჭაბუკთა სისტემასი "ბარსელონადან" კრუიფის დათხვნამდე რამდენიმე თვით ადრე მოხვდა. ის ზედმიწევნით პრაქტიკული "მუშა" ფეხბურთელი იყო : ტანმორჩილი მაგრამ მაღალი ნახტომით გამორჩეული: არც ისე ნიჭიერი , მაგრამ მონდომებული და მუყაითი, თაამშის ყველა კომპონენტსი ათვისებისას. საბილოოს , მსოფლიო თასის მლბელი ცენტრალური მცველი გახდა, სიწაბუკეშ კი თითქმის ყველა პოზიციაზე უთამაშია , გოლკიპერით ფაწყებული. თავდამსხმელით დამთავრებული, ხოლო "კამპ ნოუს" პირველ გუნი პირველ წლებში ჯერ ვინგერად მოგვევლინა , შემდგომ მარჯვენა მცველი გახდა.
კატალონისს შუაგულში, პატარა სოფელ ლა-პობლა-დე-სეგურში დაბადებული პუიოლის მშობლები- ხოსეპი და როზა მიწასა და ძროხების ნახირს ფლობდნენ. მათი ორი ვაჟი - კარლესი და ხოსეპ-ჩავიერი ადგილობრივ საგრადას სათემო-სკოლაში დადიოდნენ. ხოსეპ_ჩავიერი რომელსაც მისი უნცროსი ძმა პუტჩის ეძახდა. შესაძლოა, პუიზე ნიჭიერი იყო- თავდამსხმელად თამაშობდა, - მაგრამ პუიოლი რაღაც ბუნებრივი მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. მისი გრძნობები დროთა განმავლობაში არ დამცხრალა და ამის შესაფერისი სვირინგიც აქვს: "ძალა გონებაშია. ლიერი ყველაფერს აიტანს" .
ბიჭები ბეტონის საფარველზე თამაშობდნენ. რომელიც ძალზე სახიფათო იყო პუიოლისნაირი თავდაუზოგავი ფეხბურთლისთვის. ასეთ საფართან ნებისმიერი შეხება ბიჭებს დაცემისას კანის გადატყავებას უქადდა, მაშინ, როცა თამაშის დროს ბურთის ჩასაჭრელად ფეხებში ჩავარდნა მათთვის ჩვეულბრივი ამბავი იყო. პუის ბედმა გაუღიმა, რადგან ადგილობრივ მწვრთნელს- მასავით გულანთებულ ხორდი მაურის შეხვდა. ორივე საკმარისად ამტანი იყო საიმისოდ , რომ ყინვიან, ბნელ ადრიან დილას დამატებითი ვარჯიშების ჩატარება გადაეწყვიტა.
მაური იხსენებს ორ შემთხვევასრომელმაც დაანახა, რომ განსაკუთრებული მიზანსწრაფვით გამორჩეულ ბიჭთან ჰქონდა საქმე. " სავარჯიშოდ ძველ წინდებს ვიყენებდით, რომელსაც 10 კილოგრამი ქვიშით ვავსებდით და ერთმანეთზე გადავფსვკნიდით,- იგონებს იგი. კარლესი წყვილს მხრებზე შემოიგდებდა და ბუქნებს აკეთებდა. საშნელი ყინვის, კუსტარულად დამზადებული სავარჯიშო იარაღის შემყურე მისი ამხანაგები თანდათან შემოგვეფანტნენ, მაგრამ ის კვლავინდებულად ენერგიული იყო.
14 წლის ბიჭების უმეტესობა მიწაზე გორაობასა და წუწუნს დაიწყებდა/ მს კი მხოლოდ ასპარეზობა , შერკინება იზიდავდა, როგორც ჯიშიან ცხოველს, და ყველაფერს ძალზე სწრაფად ითვისებდა.
რეგინონში მხოლოდ ერთი გუნდი იყო როცა "ბარსამ" ნიჭიერი ბიჭების აღმოსაცენდ იქ ცასვლა დააპირა, სინჯები 30-მდე ბიჭს უნდა გაევლო მათშორის პუიც იყო.
უნ დღუდბ დაახლოებით 10 წლის შემდეგ მოიგო მან პირველი ტიტული ბარსელონაში მაგრამ ოქროს ხანის დაწყებას საფუძველი უკვე ჩაყრილი ქონდა. კლუბის ახალგაზრდულ სისტემაშ უკვე მიღებული იყვნენ ვიქტორ ვალდესი, ინიესტაც მოუწონებიათ, ხოლო 10 წლის ბავშვებში შემდეგ ფაბრეგასიც და პიკეც აიყვანეს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
პიკე და პუიოლი უბრალოდ შეუდარებელი და განუმეორებელი წყვილი, გრემ ჰანტერს მართლაც ყველაფერი შესანიშნავად აქვს აღწერილი<3...
ძალიან კარგია love
gurgenidze 8 მაი 2018 21:26
მადლობა ბიჭებო
ძალიან მაგარი სტატიაა საღოლ, gurgenidze.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
M10 S9 D11 8 მაი 2018 19:59
ბრავო გურგენ
უმტიტი პუიოლის დუეტი რა მაგარი იქნებოდა დაცვაში
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
gurgenidze 8 მაი 2018 19:57
ციტატა: zaraspishvili
უმაგრესი ბლოგია ბექა ❤

მადლობა ზარა
უმაგრესი ბლოგია ბექა ❤
ძალიან მაგარი სტატია ბრავო
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK