რეგისტრაცია

უცნაური წყვილი - ნაწილი II

image
პიკე სრულიად განსხვავებულ პირობებში იზრდებოდა, ვიდრე პუიოლი, რომელიც კატალონიურ სოფელში, ძროხების გარემოცვაში ცხოვრობდა და ქვიშით დატენილი ძველი წინდებით ვარჯიშობდა. დავიწყოთ იმით , რომ პიკეს ბაბუა, ამადორ ბერნაბეუ ძირძველი "ცისფერსისხლიანი" "ბარსელი" იყო. სამი პრეზიდენტის - ხოსეპ ლუის ნუნიესის, ჟუან გასპარტისა და ენრიკ რეინას მმართველობისას, 23 წლის მანძილზე მას დირექტორის პოსტი ეკავა და ესპანეთის ფედერაციაში , უეფასა და ფიფაში კლუბის ინტერესებს იცავდა. სანდრო როსელის მმართველობის დროს კვლავ შესთავაზეს ამ პოსტე დაბრუნება.
ამადორი კლუბში მუშაობდა, როცა მისი შვილიშვილი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაიყვანეს. ამადორ ბერნაბეუმ პიკე დაბადების დღიდან აქცია socio-დ , ამდენად "კამპ ნოუ" ბიჭუნასთვის მთელი ბავშვობის მანზილზე მეორე სახლი გახლდათ. მისი მშობლიური პედრალბესი " კამპ ნოუდან" ფეხით 10 წუთის სავალზეა.
ასე რომ, პიკეს შეეძლო, რამდენი ხანიც უნდოდა, ყოფილიყო სტადიონზე, ეთამაშა ბიჭებთან ფეხბურთი, ეყურებინა B გუნდისთვის ან საკალათბურთო მატჩებისთვის. ერთი სიტყვით "ბარსას" ცხოვრებით ეცხოვრა.
თუმცა ბავშვობაში მომხდარი ინციდენტი შესაძლოა მისთვის საბედისწერო აღმოჩენილიყო. სრულიად პატარა, 1988 წელს, ბაბუის სახლში, კოსტა-ბრავას რეგიონის საკურორტო ქალაქ ბლანესში ყავდათ წაყვანილი. სახლი ახალგარემონტებული იყო და მეორე სართულის აივნისთვის დროებითი მოაჯირი დაეყენებიათ. პიკე ბურთს დასდევდა, აივნიდან გადაეშვა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მიწაზე დაენარცხა. ადგილობრივი საავადმყოფოები თავის ქალის მძიმე დაზიანების მკურნალობაზე უარს ამბობდნენ . ბარსელონაში ჩამოყვანის შემდეგ მან რამდენიმე საათი კომაში გაატარა.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვაობა ორ ფეხბურთელს შორის ბექრაუნდის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად დიდი იყო 2006 წლის ნოემბრისთვის-ანუ პუიოლის ცხოვრებაში ღირშესანიშნავი დღიდან - პარიზში ევროპის თასის პირველი მოგებიდან რამდენიმე თვის შემდგომი პერიოდისთვის. მამამისი ხოსეპი თავის მშობლიურ კუთხეში გზას აგებდა. ის ექსკავატორს მართავდა და მთელი კვირის სამუშაო უნდა დაესრულებინა იმ ცივ საღამოს, როცა დაახლოებით ხუთ საათზე მანქანა ამოტრიალდა და ქვეშ მოიყოლა. 56 წლის ასაკში დაიღუპა.~
მისი შვილი ამ დროს "ბარსას" მატჩის სათამაშოდ, ლა-კორუნიას გზას ადგა, მაგრამ უკან დაბრუნება მოუწია. მერე ქალაქიდან სამი საათის სავალზე სოფელში მგლოვიარე ოჯახს შეუერთდა. ამის შემდგომი თვეები პუიოლისთვის უმძიმესი აღმოჩნდა.
ფრენკ რაიკარდის მიერ განხორციელებული ცვლილებები სასიხარულო და ძალზე მასტიმულირებელი იყო " კამპ ნოუ" გამოცოცხლდა და აღტაცებული ადევნებდა თვალყურს საუცხოო საფეხბურთო სანახაობას. თუმცა 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ფაქტობრივად, მყისიერად დაიწყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სპორტული უკუსვლა.
თუ ერთ დღეს "ბარსას" ფეხბურთელები ლომებივით იბრძოდნენ , მეორე დღეს შეიძლება ჩვრებს დამსგავსებოდნენ. მათ ჩვეული ფორმა დაკარგეს, სტანდარტები მოიშალა და პუიოლს, როგორც კაპიტანს. რაიკარდის "ცუდი პოლიციელის" ფუნქციის შესრულების პასუხისმგებლობა უნდა ეკისრა, თანაც ეს მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტს დაემთხვა.
ამ დროს პიკე, რომელიც მომავალში ამ "ორმოდან" ამოსვლის მიზეზი გახდებოდა ჯერ კიდევ მანჩსტერში თამაშობდა.
პიკეს ერთ ერთი მთავარი ღირსება პირდაპირობაა. მას ხშირად უთქვამს, რომ ბავშვობიდან ძალზე ანებივრებდნენ და ნებიერას ცხოვრებით ცხოვრობდა. მანჩესტერში ჩასწვდა იმას , თუ რას ნიშნავს, მარტო ცხოვრებდე, მიხვდა. რომ სწრაფად უნდა გაზრდილიყო დათავად ებრძოლა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
თუმცა იმის მიზეზები, თუ რატომ მიაჩნიათ ბედის ნებიერა "ვარსკვლავბიჭუნად", ნათელი და ხელშესახებია : ის მაღალი, სიმპატიური, აქტიური და ნიჭიერი ადამიანია. განათლებულ, წარმატებულ ოჯახში დაიბადა და სკოლაში კარგად სწავლისთვის საჭირო ყველა პირობა ჰქონდა... გამორჩეული მონაცემების წყალობით, საყვარელ კლუბში მიიღეს და, მისდა საბედნიეროდ, იმ თაობაში აღმოჩნდა, რომელსაც ჩესკ ფაბრეგასი, ლეო მესი და ვიქტორ ვალდესი მიეკუთვნებიან .
ერთხელ ფაბრეგასმა და პიკემ დანაშაული ჩაიდინეს და ტელეგადაცემაში ეს აღიარეს კიდეც, რომ იყო შემთხვევა, როცა ავტოსადგომზე მდგარი მანქანების საწვავის ავზების თავსახურების მოპარვის გამო პრობლემები შეექმნათ.
ბარსელონას სანაპიროს სიახლოვეს მათ, გასატაცებლად, მიზანში ამოიღეს ერთი ავტომობილი და კინაღამ წარმატებით მახერხეს საწადელის მიღწევა, როცა მაქანის პატრონი , რომელიც იქვე რესტორანში სადიობდა, გამოვარდა და ყვირილი ატეხა. თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
დაახლოებით მაგ დროს ბარსელონას მაშინდელი მწვრთნელი, ვან გაალი პიკეს ოჯახს სახლში სადილად ესტუმრა. როცა უთხრეს, რომ ამადორის შვილიშვილი ჟერარი futbol base-ის სისტემაში ემზადებოდა, სადაც ბავშვებს პირველი გუნდისთვის ზრდიდნენ , ბიჭის სიგამხდრით გაოცებულმა ჰოლანდიელმა ხმამაღლა შეჰყვირა და ისე ჰკრა ხელი , რომ დაბნეული ნორჩი პიკე სასტუმრო ოთახის იატაკზე გაიშხლართა.
ამ დროს გადატანილი უხერხულობისვის მან საუცხოო რევანში აიღო იმით, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ვან გაალის "ბაიერნი" დაამარცხეს, ხოლო მსოფლიო თასზე ჰოლანდიის ნაკრები. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ პიკე სხვაგვარად არ ფიქრობს. დამიჯერეთ სოწრედ ასე ფიქრობს.
2012 წელს პეპ გვრდიოლამ სერხიო ბუსკეტსი, პედრო, ტიაგო, ფონტასი, ჟეფრენი, მარკ ბარტრა, ჯონატან დოს სანტოსი, მარტინ მონტოია, რაფინია და კუენკა დააწინაურა.ეს ნაბიჯი არამარტო წრმატებული აღმოჩნდა , არამედ ეფექტურიც იყო იმ თვალსაზრისით, რომ მედიის, გულშემატკივრებისა და სხვა კლუბების დიდი ინტერესი გამოიწვია. "ბარსას" სკოლის მწვრთნელებმა უკვე იციან, რომ მათაგან , ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდების მიგნებას, გაწვრთნასა და გამოჩენას ელიან.
2003 წლის დეკემბერში "ბარსას" მესვეურთა ყურამდე პირველად მიაღწია შემაშფოთებელმა ხმამ, რომ პრემიერლიგაში ინტერესდებოდნენ მისი მაღალი და მოხდენილი ცენტრალური მცველით. გაზაფხულზე პიკემ იუნაიტედი აირჩია, ხოლო ივლისში იუნაიტედის მწვრთნელმა ის პუბლიკას წარუდგინა.
"ბარსას" მესვეურებმა არ ინებეს კონტრაქტის თაბაზე ჩვენთან მოლაპარაკება და მხოლოდ ის მითხრეს, რომ "მათ ვეკუთვნი", თითქოს მონა ვიყო, - განაცხადა მან. რაკი არც ჩემთან, არც აგენტებტან და იუნაიტედთან მოლაპარაკება არ სურთ, ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ფიფას წესი კომპესაციის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, თავისუფლად შემიძლია მანჩესტერში გადასვლა.
როცა ახალაზრდა ფეხბურთელს გაგრძნობინებს შენი კლუბი რომ არ ჭირდები საკუთარი ბედი უნდა ეძებო. ამ დროს შეიძლება მიაგნო ისეთ ადგილს, რომელიც საშუალებას მოგცემს, ისე გამოიჩნო თავი, რომ ერთ მშვენიერ დღეს უფრო მეტად დაგაფასონ და უკან დაგაბრუნონ ".
პიკეს ბაბუამ , ამადორ ბერნაბეუმ მსჯელობისას, თემა განავრცო : " ჟერარი ცხრა წლის ასაკიდან ირიცხებოდა კლუბში , მაგრამ დეკემბრიდან, როცა "ბარსაში" მის მიმართ "იუნაიტედისა" და "არსენალის" დაინტერესების შესახებ გაიგეს , მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. - აღნიშნა მან.
ოთხი წლის შემდეგ ლაპოტამ არა მარტო დაივიწყა საკუთარი განრისხება, არამარტო დაბრუნა პიკე კლუბში, არამედ მასში სოლიდური თანხაც გადაიხადა. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას რომ მაშინ ბარსამ პიკეს დაკარგვით საბოლოოდ მოიგო. ის ინგლისში, დავაჟკაცდა კარგად გაეცნო იმას, თუ რას მოითხოვს სერ ფერგიუფსონი მისი მოთამაშეებისგან, საკუთარი შესაძლებლობები გამოცადა და ისეთი მოთამაშეების გვერდით ვარჯიშისას როგორებიც არიან : სკოულზი, გიგზი, რონალდო, კინი. საგრძნობლად გაძლიერდა და კუნთოვანი მასის სახითბ 9 კილოგრამი მოიმატა.
17 წლის ოქროს ბიჭუნასთვის, რომელიც სამშობლოში ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა, ცალკე ბინაში განმარტოებით ცხოვრება, უცხო ენის ათვისება საკმაო გამოცდას წარმოადგენდა. ამასთანავე, ნათელი იყო, რომ პირველ გუნდში უმალ მოხვედრა, ჩესკისგან განსხვავებით, მისთვის იოლი არ იქნებოდა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე პიკემ მართლაც რომ მწარე გამოცდილება მიიღო.

დაბრუნების შემდეგ ის ყვებოდა : "პატარა ბიჭისთვის, რომელიც ყველა თამაშზე განაცხადში შეჰყავდათ , უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ისეთ გუნდში თამაში, სადაც გამოჩენილი ფეხბურთელებისთვის კონკურენციის გაწევა უწევდა. აქ პატარა სახლში ცალკე ვცხოვრობდი და იყო მომენტები, როდესაც ჩემს თავს ვეუბნებოდი: " ამ განსაცდელის ფასი არაფერია" მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარჯიშებზე უამრავი რამ ვისწავლე. ჩემი სიმაღლე და ბურთის კარგი ფლობის უნარი სულაც არ იყო საკმარისი. საჭირო იყო, მესწავლა მთელი ჩემი სხეულის მართვა, დაცვაში უბურთოდ თამაში, - ამასობაში, მარტოობასთან გამკლავებაც ვისწავლე.

ვურეკავდი ხოლმე დედაჩემს და ვეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ამ დროს ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.მას ძალიან ვენატრებოდი, მე კი არ შემეძლო, მისთვის მეთქვა : "დედა, ყველაფერს ვიღონებ , რომ ხვალ შენ გვერდიტ ვიყო, ლამის დავსნეულდე, რადგან მეც ძალიან მენატრები ".
ბარსა პიკეს, მის აგენტებს, ბოლოს კი, 2008 წლის თებერვალში- "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირდა. ფერგისონს სწამდა თავისი სვიპერის, თუმცა ვიდიჩ - ფერდინანდის საუცხოო წყვილი ჰყავდა, ხოლო რეზერვში ჯონი ევანსი, ჯონ ოში და ვეს ბრაუნი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, თავდაპირველად პიკეს დასატოვებლად გაიბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ , შეთანხმება შედგა და მხარეები ფასის საკითხზე გადავიდნენ.
ეს ორი გუნდი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა ერთმანეთს. პირველი მატჩის წინ, რომელიც "კამპ ნოუზე" უნდა გამართულიყო , პიკე კარგ ფორმაში იმყოფებოდა და ფიქრობდა, რომ კონკურენტუნარიანიც იყო. უშუალოდ მატჩის დრეს გამოირკვა, რომ ვიდიჩი არ გამოკეთებულა, ამიტომ პიკეს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ათამაშებდნენ. მაგრამ შუადღის დასვენების შემდეგ ფერგიუსონმა მცველს უთხრა, რომ შემადგენლობაში არ შეჰყავდა, რადგან ორიოდე კვირის შემდეგ ის უკვე მოწინააღმდეგე გუნდის წევრი იქნებოდა. რასაკვირველია, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. " უდიდესი იმედგაცრუება განვიცადე",- ამბობს პიკე.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
პუიის მამაა მისთვის უთქვამს: " გაიღე ყველაფერი შენიოცნების ასარულებლად, რადგან საბოოლოდ, მიზანს რომ ვერ მიაღწიო, იმის შეგრძნება მაინც არ გექნება, რომ ამას რაღაც თავად დააკელი" . სწორედ ეს გრძნობა ამოძრავებდა პუიოლს, ისევე, როგორც მისი მებრძოლი ხასიათი. პუიოლმა მართლაც რთული გზა განვლო ბარსელონაში ადგილის დასამკვიდრებლად საბოლოოდ ოცნება მაინც აიხდინა, პიკემ და პუიოლმა კი გასაოცარი დუეტი შექმნეს...
araerti trio shemidzlia chamovtvalo romelic barcas genialuri hkavda tundac etoo ronaldinio messi tundac etoo anri messi tundac messi suarezi neymari mara xavi messi iniesta roiko egeti araperi kopila ertaderti 3eulia romelic oqrosburtis dajildovebaze samsauketesoshi moxvda arvici iniesta me messize metad mikvars rogorc fexburteli ratkmaunda magram dges vukure da mivxvdi ro arasworad gvekceva jer adreiko wasvla martla adreiko ki bazariara 90 wuts vegar gakachavs iket sezonshi mara is naxevarisaati mirchevnia magisi koutinioebs da rakitichebis nakleprochals :) xavi wavida iniestac midis darcha leo romelic maximum 3 sezonshi wava egec maximum da ara minimum :X dembeles transferi verrattistan ertad chemi ocneba iko martalia verati verikides arwamovida mara osmani ro movida dzalia nbednieri vikavi da rogorc xedavt mogvianebit magram mainc amartlebs imedebs imedimakvs janze mova fizikurad uteknikuresi da uswrafesii igrokia drodadro wkuashic chavardeba jersul ragac 20 wlisaris <3
--------------------
S.B 5
M10 S9 D11 9 მაი 2018 21:00
პიკე პუიოლი მართლაც კარგი წყვილი იყო დაცვაში
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
მაგარი სტატიაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
ძალიან კარგი სტატიაა
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK
გამოკითხვა