უცნაური წყვილი - ნაწილი III » ყველაფერი "ბარსელონას" შესახებ - WWW.VIVABARCA.GE
რეგისტრაცია

უცნაური წყვილი - ნაწილი III

image
1999 წლის ზაფხული პუიოლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ორმა გუნდმა- "მალაგამ" და "სევილიამ" მისით დაინტერესება გამოთქვა და საფეხბურთო დირექტორმა ლორენცო სერა ფერერმა უპასუხა, რომ მათი წინადადებები barca B-ის ცენტრალურ მცველთან დაკავშირებით, კლუბში უნდა განეხილათ. B გუნდში ვარჯიშის დროს პუილო კარში ჩადგა და ამ დროს მხარი დაიზიანა- მსუბუქი ტრავმა კი მიიღო, მაგრამ ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოძრაობა გასჭირვებოდა. იძულებითი შესვენების პერიოდში გადაწყვიტა, კლუბში დარჩენილიყო და ადგილის დასამკვირდებლად ებრძოლა. შედეგმაც არ დააყოვნა.
პუიოლის დებიუტი "ბარსაში" 1999 წლის ოქტომბერში, ლუის ვან გაალის მწვრთნელობისას შედგა, რომელიც სერა ფერერზე მეტად მასზე ამყარებდა იმედს. სიმბოლური დრო იდგა. "ბრსას" ასი წლისთავი მისთვის დიდი კრიზისის პერიოდს დაემთხვა, რომელიც მინდორზეც და მის მიღმაც თვალსაჩინო იყო და რომლის გადასალახავად ახალი, განსხვავებული აზროვნების და განსხვავბული პრიორიტეტების ფეხბურთელები იყვნენ საჭირო. პუიოლი ერთ-ერთი ასეთთაგანი აღმოჩნდა.
მაშინ პირველ გუნდში ლა-მაზიიდან თითო-ოროლა ფეხბურთელს თუ იყენებდნენ ხოლმე (პირველ რიგში, ჩავის და დროგამოშვებით - გაბრისა და პეპე რეინას, ძვირად ღირებული საერთაშორისო კონტრაქტების პოლიტიკის გამო.

ვან გაალმა ჩამოთვალა "გრძელთმიანი ბიჭის" თვისებები , რომლის გამოც დააწინაურა და რაც არსებითად, განმსაზღვრელია დღეს. "ის დიდი გონიერებით, შთამბეჭდავი პიზიკური მონაცემებითა და არც თუ ისე ცუდი ტექნიკით გამოირჩევა, - განაცხადა ჰოლანდიელმა. - სწრაფია, შეუძლია, დაუსრულებლად ირბინოს წინ და უკან და საქმისადმი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს".

იმ დღეს გუნდის კაპიტანი გვარდიოლა იყო. ცხრა წლის შემდეგ, გვარდიოლას პირელი, საოცრად გადატვირთული სეზონის დროს მადრიდის რეალის ანგარიშით 6-2 განადგურებით დასრულბული მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "ბარსას" მწვრთნელმა თავისი გუნდის მცველი საქებარი სიტყვებით შეამკო. "ის კაშკაშა, სანიმუშო ფეხბურთელია. შემიძლია, მარჯვენა ან მარცხენა მცველად დავაყენო, ნახევარდაცვის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, ან ცენტრში, და ის არ შეეწინააღმდეგება ამას, არამედ, სადაც უნდა იყოს, ერთ მცდარ ნაბიჯსაც კინ არ გადადგამს", განაცხადა გვარდიოლამ.
პუიოლის მამას უთქვამს მისთვის : "გააიღე ყველაფერი შენი ოცნების ასასრულებლად, რადგან საბოლოოდ, მიზანს რომ ვერ მიაღწიო, იმის შეგრძნება მაინც არ გექნება, რომ ამას რაღაც თავად დააკელი". სწორედ ეს გრძნობა ამოძრავებდა პუიოლს, ისევე , როგორც მისი მებრძოლი ხასიათი.
საფეხბურთო სკოლის მწვრთნელს, ალბერტ პუიხს თავის წიგნში "ოცნების ძალა" მოტანილი აქვს მისი ნათქვამი:"გასახდელში ჩემს გვერდით, ჩემზე ნიჭერი ბევრი ფეხბურთელი მინახავს, რომელიც მიღწევებით ვერ გამიტოლდება, რადგან საქმისადმი ჩემნაირ დამოკიდებულებას არ იჩენდა. 16-19 წლამდე გუნდებში ყოფნისას ხედავ, თუ რა ბრწყინვალე კარიერა შეგიძლია გაიკეთო, მაგრამ დისციპლინის, დაუღალავი შრომის წყურვილისა და სათანადო განწყობილების გარეშე ვერაფერს მიაღწევ, მით უმეტეს ბარსაში.
პუიოლმა ბარსაში თავის კარიერა როგრც გვერდითმა მცვალმა დაიწყო და თუმცა დანი ალვეშივით სახიფათო იერიშებით არ გამოირჩეოდა, მასავით, მოულოდნელი საფლანგო რეიდების შესრულება სჩვეოდა.
მისი საშინაო დებიუტი 1999 წელს "კამპ ნოუზე" ბობოქარი ელ-კლასიკოს დღეს შედგა, რომელიც გასული საუკუნის ბოლო დიდი მატჩი იყო. თუმცა ჯონ ტოშაკის გუნდის წინააღმდეგ დასაწყისიდანვე არ უთამაშია, ნახევარ საათში სერხი შეცვალაგუნდში, რომელიც ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: ჰესპი, რაი-ციგერი, აბელარდო, კოკუ, პუიოლი, ლუის ენრიკე, გვარდიოლა, ზენდენი, ფიგუ, კლიურვეტი, რივალდო.
ტოშაკის გუნდი კი ასე გამოიყურებოდ : ილნერი, სალგადო, კამპო, ჟულიო სეზარი, კარანკა, ჟერემი, რედონდო, ანელკა, რაული, სავიო და მორიენტესი.
2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ პუიოლი რაულს მაისურის გასაცვლელად მიუახლოვდა: "არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. მე ჩემსას გავაკეთებ".
შესაძლოა , ეს მისი გაბედული ნაბიჯი, დაძაბული მატჩის შემდგომი მოშვებულობით აიხსნებოდა:"გამოუტყდა ის რეპორტიორებს. არადა, ამ მატჩს პუიოლის იმედების გასამართლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ფიგუ იმ საღამოს შეუდარებელი იყო- ნამდვილი "ხუთარსკვლავიანი" - მაგრამ ახალგამოჩენილი გავლენიანი ფიგურის- ფლორენტინო პერესისგან მიღებული უცნაური წინადადებას უკვე დათანხმებოდა: თუ ეს მაგნატი მადრიდის "რეალის" 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა და მის გამოსასყიდს გადაიხდიდა, ფიგუ "გემს გამოიცვლიდა".
დღეს ეს ისტორიაა მაგრამ მაშინ მსგავსი რამ ლამის მიწისძვრის ტოლფასი გახლდათ. ფიგუს ალბათ არ დაუმსახურებია ველოსიპედის ჯაჭვები, მობილური ტელეფონები, რკინის ქილები, ლუდის ბოთლები თუ ღორის თავები, რომლებსაც შემდგომში "კამპ ნოუს" მინდორზე გამოსვლისას ესროდნენ, მაგრამ იქაურ პუბლიკას დიდი ტკივილი კი დაუტოვა.
მადრიდის "რეალი" დელ ბოსკეს თავკაცობით კარშინ ახალგაზრდა კასილასთან და თავდასხმაში ფიგუსთან ერთად, ლიგის გამარჯვებულის რანგში პუიოლის დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა. ვან გაალის ადგილი ლორენცო სერა ფერერს დაეკავებინა და კატალონიელები ფიქრობდნენ , რომ ფიგუს დიდი შესაძლებლობების ჩახშობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მის მიმართ განრისხებული მაყურებლის დამოკიდებულება ლამის კოლიზეუმის ტრიბუნების ატმოსფეროს უახლოვდებოდა, "ბარსას" კარგ შედეგს მოუტანდა. პუიოლი ფიგუს ნამდვილ აჩრდილად იქცა.
"ბოსმა ფიგუსნ მეურვეობა დამავალა და მითხრა, რომ ყველგან ფეხდაფეხ უნდა მივყოლოდი, რასაც სიამოვნებით შევასრულებდი, - იხსენებს იგი. - ეს საკმაოდ მომქანცველი იყო, თუმცაგაჭრა, რადგან მაქსიმალურად მობილიზებული ახლდით და ვფიქრობ, ფიგუ თამაშიდან ფაქტობრივად , გამოვთიშე. თუმცა მან მაინც დაგვანახა თუ რაოდენ დიდი ფეხბურთელი იყო, განურჩევლად მიღწეული შედეგისა. სტადიონი დუღდა მაგრამ მას ბრძოლისთვის თავი არ დაუნებებია, გამუდმებით იბრძოდა ბურთისთვის და საკმაოდ ბევრიც მარბენინა".
კლასიკოში დებიუტისა და თითქმის ერთი წლის შემდგომ გამართული გამრჯვების 2-0 მატჩს შორის შუალედში პუიოლმა კინაღამ გაიმეორა გვარდიოლასა და ალბერტ ფერერის მიღწევა ნ(1992 წელს " კამპ ნოუზე" ოლიმპიური ოქროს მედლის ოპოვება), როდესაც 2000 წელს სიდნეიში ოლიმპიური ვერცხლი მოიგო. ის და ჩავი იმ უძლიერესი ნაკრების წევრები იყვნენ, რომელშიც მათთან ერთად , კარლოს მარჩნა, ჟუან კაპდევილა, დავიდ ალბელდა, რაულ ტამუდო, გაბრი და ალბერტ ლუკე გამოდიოდნენ. დრამატულ ფინალში კამერუნმა პენალტების სერიით, ცხრაკაციან ესპანეთის ნაკრებზე მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ეტომ გაათანაბრა ანგარიში, რომელიც პირველ ტაიმში, ჩავისა და გაბრის გოლების შედეგად, ესპანელების სასარგებლოდ 2-0 იყო.
უფრო ლოგიკური იქნებოდა, იქედან დაბრუნების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დაესვენათ მაგრამ, სანამ ისინი წასულები იყვნენ, "ბარსა" "ყინულებს შეჯახებოდა" და ახალგაზრდა გმირებს სიგნალით sos თავისკენ უხმო. "ბეშიკთაშთან" სტუმრად მიღებული დარტყმის - ანგარიშით 3-0 წაგების , "კამპ ნოუზე" "მილანთან" 2-0 მარცხისა და ლა-კორუნიაში 2-0 წაგების შემდეგ სიტვაცია სრულიად უიმედო ჩანდბ ბარსა ლიგის ჯგუფიდანაც ვერ გავიდა.
პუიოლის "დაეწიე და გაანადგურე" მისიის შესრულების უნარის წყალობით რომელიც "კამპ ნოუზე" იგუს დაბრუნების შემდეგ გამოვლინდა, მან მატჩების წყება ჩაატარა და გუნდს უეას თასის ნახევარ ფინალში გასვლას შეუწყო ხელი.ფიგუს წინააღმდეგ წარმატებულმა თამაშმა და ოლიმპიადაზე ჩადენილმა საგმირო საქმეებმა პუიოლო "კამპ ნოუს" გულშემატკივრების თვალში ნამდვილ ეროვნულ გმირად აქცია, რომელმაც "ბარსას" ეს უმძიმესი სეზონი გადაატანნა. როგორც იქნა ! გამოჩნდა კიდევ ერთი შემართული.. მომდევნო გარდამტეხი სეზონის შემდეგ , პუიოლი ფანებისთვის გამორჩეულ ფიგურად იქცა. მერე განვითარდა მოვლენები, რომლებმაც საბოლოოდ განსაზღვრა პუიოლის ადგილი გულშემატკივრების გულებში - გაცილებით, ადრე ვიდრე ის ტიტულებს მოიგებდა.
ფლორენტინო პერესმა წარმოიდგინა, რომ კვლავ შეეძლო მსგავსი მიტაცების ჩადენა : გამოესყიდა კოკუს, კლუივერტის და პუიოლის კონტრაქტებიც. თითოეულ მათგანს "ბარსამ " გაუფორმა "ოქროს ხერბორკილის" კონტრაქტი, რათა "კამპ ნოუ" არ დაეტოვებინათ, თუმცა ისედაც ძალზე საეჭვო იყო, რომ მადრიდის "რეალს" პუიოლის წაყვანა მოეხერხებინა. ამგვარად, ის დარჩა, გუნდის ერთ-ერთ უპირობო საყრდენა და ოთხი პრეზიდენტი და ოთხი მწვრთნელი ჯერ კიდევ მანამდე გამოიცვალა, ვიდრე 2005 წელს "ბარსასთან" ერთად პირველ ჯილდოს- ქვეყნის ჩემპიონის წოდებას მოიპოვებდა . ერთი სიტყვით, "ბარსამ" ერთობ არეული პერიოდი განვლო.

"ვერ დავიფიცებ , რომ არასდროს მიფიქრია კლუბიდან წასვლა, - იგონებდა ის მოგვიანებით.- იყო დრო, როდესაც არათუ ვერ ვიგებდით ტიტულებს, არამედ თითქოს ამას არც ვცდილობდით. ძალზე უკმაყოფილო ვიყავი და წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და მებრძოლა", იგონებს პუიოლი.

მაშინ ბევრს წერდნენ პრესაში "რეალთან" ჩემი შესაძლო კონტრაქტის შესახებ, მაგრამ მადრიდელებიდან ამ საკითხზე სალაპარაკოდ არავის შევხვედრილვარ. მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რამ არასოდეს მოხდება. გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. შეიძლება, ბრწყინვალედ თამაშობდე, მაგრამ თუ ამას ჯილდოს მოპოვება არ მოჰყვება, უკმაყოფილება გიპყრობს. ისე, როგორც ეს 2004 წელს "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ მოხდა.ძალიანნ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ტურნირიდან გამოგვაგდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია. შემდეგ ეტაპზე უნდა გავსულიყავით ".скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
gurgenidze 11 მაი 2018 15:04
ციტატა: kortoxa23
რა ჭირს საიტს ტოპ.გე ვერსად ვნახულობ, კიდე კრიზისშია?

ამოიღეს საიტი რეიტინგებიდან, ვიღაც ვიღაცეებს საიტის დიდი რეიტინგი არ სიამოვნებთ.
kortoxa23 11 მაი 2018 11:48
რა ჭირს საიტს ტოპ.გე ვერსად ვნახულობ, კიდე კრიზისშია?
--------------------
მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს
(ჩავი ერნანდესი)
gurgenidze 11 მაი 2018 00:41
madloba yvelas
LIONEL MESSI 10 მაი 2018 23:27
ძალიან მაგარი სტატიაა.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
LukaCule 10 მაი 2018 23:11
ძაან მაგარია
ციტატა: gurgenidze
ციტატა: zaraspishvili
მეოთხეს ველოდები ძალიან <3

xval iqneba zara

მაგრად ველი
მართლა ძალიან მაგარი ბლოგია, ჯერ ყველაფერი წინაა საკმაოდ დიდი და საინტერესო ბლოგია...
gurgenidze 10 მაი 2018 22:18
ციტატა: zaraspishvili
მეოთხეს ველოდები ძალიან <3

xval iqneba zara
მეოთხეს ველოდები ძალიან <3
M10 S9 D11 10 მაი 2018 21:05
ბრავო გურგენ ბრავოოოო
--------------------
1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
lasha lionel 10 მაი 2018 20:46
ძალიან კარგი სტატია
--------------------
"მესის გარეშე არგეტინა და ბარესლონა 10 წუთსაც ვერ გაძლებენ".-აცხადებს ხავი ჰერნადესი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK