რეგისტრაცია

უცნაური წყვილი- დასკვნითი IV ნაწილი

image
პუიოლისა და პიკეს წყვილის ურთიერთქმედება მინდორზე გაცილებით იოლი ასახსნელია. წარსულში პუიოლი ბედნიერი იყო, როცა მინდორზე ქაოსი სუფევდა. მას შეეძლო, შორტზე ამოცმული თავისი სუპერმენული შარვლით გარშემო ერბინა, "ხანძარი ჩაექრო", პატარა ბავშვები დაეცვა მოწინააღმდეგის დარტყმებისგან, ეხტუნა საფრთხის თავიდან ასაცილებლად; და ბუნებრივია, არასდროს გრძნობდა თავს ბედნიერად, თუკი იმ საღამოს რაიმე განსაკუთრებული საქციელის ჩადენას ვერ მოახერხებდა.
თუმცა წლების მანძილზე პუიოლი მდგომარეობას შეეგუა. ის გუნდში რაიკარდის მწვრთნელობისას მოვიდა, რომელიც როგორც ფეხბურთელი , ცენტრალურ ნახევარმცველსა და პივოტს შორის პოზიციაზე თამაშობდა ჰოლანდიის ნაკრებშიც, "აიაქსშიც" და "მილანშიც"- იმ გუნდებში სადაც ბურთის გაკონტროლება და თამაშის კარნახით წარმართვა, პირველ რიგში, მოზომილ და ქმედით დაცვას იტალისწინებდა. რაიკარდი თავის კაპიტანს ცვლილებების შეტანაში დაეხმარა.
პუიოლი აქცენტს კვლავ სისწრაფეზე, წინათგრძნობასა და შეუპოვარ ორთაბრძოლაში ჩაბმის უნარზე აკეთებს, მაგრამ ახლა მას მართვას, მატჩის მსვლელობაზე გავლენის მოხდენას უფრო სთხოვდნენ, ვიდრე მომხდარზე რეაგირებას. ამ დავალებას ცოტა სხვაგვარად იყენებდა. უბედნიერესი იყო, თუ კარის სუფთად შენახვას შორტების სუფთად შენახვაც ერთვოდა თავს, ამასთანავე , თამაშის დროს არ წააწყდებოდა სიმულაციებს და იმის მსგავსი თავგანწირული ნახტომის გაკეთებაც არ მოუწევდა, რომლის შედეგადაც პოდბე-დე-სეგურში ავადსახსენებელი საფეხბურთო ჩოგბურთის თამაშის დროს ქულაც დაკარგა და მძიმე დაზიანებაც მიიღო.
წაგება სპორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ დამცირებას, განადგურებასა და იმედგაცრუებას პუიოლი ნამდვლად არ იმსახურებდა. ამიტომაც, ამის საზღაურად, სპორტის ღმერთებმა მას არა მარტო გვარდიოლა, არამედ პიკეც გამოუგზავნა.
მათი პირველი ერთობლივი თამაში სწორედ რომ შესაფერის ადგილას გაიმართა. პუიოლმა გააცდინა 2008 წლის ზაფხულში შოტლანდიაში სეზონის წინა შეკრებისას ჩატარებული თამაშები , რომლებიც გუნდმა გამანადგურებლად მოიგო, სამაგიეროდ ამის შემდგომი ამხანაგური მატჩისთვის უკვე მზად იყო. საფეხბურთო რენესანსი დაიწყო არტემიო ფრანკის სტადიონზე ფლორენციაში- სახვითი ხელოვნებისა და კულტურული რენესანსის ქალაქში, სადაც "ბარსამ" გამაოგნებელი წარმოდგენა გამართა და 3-1 დაამარცხა "ფიორენტინა".
ეჭვგარეშეა, რომ პიკეს შემომატებამ გუნდზე კარგი გავლენა მოახდინა როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა. ჩავიმ აღნიშნა :"ჟერარის ჩამოსვლის დღიდან ყველა რაღაცნაირად, უფრო დამშვიდდა. ის ახალგაზრდაა და მისი ხასიათი საუცხოოდ შეეთვისა მთელს გუნდს, რადგან ხალისით სავსე ადამიანია. მისი პირველი გამოჩენისთანავე ნათელი გახდა, რომ კარგი დროის ტარება უყვარს, მაგრამ ფეხბურთი თავისას მოითხოვს.
შეიძლება, იხალისო და იცინო, მაგრამ საბოლოოდ, მძიმე შრომა გაქვს გასაწევი. ჩვენ დიდი წნეხის ატანა გვიწევს და პიკე ამას უნდა შეგუებოდა. ამისშესახებ მკაფიო დარიგება კაპიტნებმა, ვალდესმა, პუიოლმა და ჩავიმ მისცეს.
მართლაც, პიკე და პუიოლი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც მინდორზე საუცხოოდ ირჯებიან ერთად. მინდორს მიღმა პუიოლი სულ სხვანაირია. ის ახლა სრულიად მოშვებულია. პიკე ჩვენს გუნდში ხუმარაა. ნებისმიერი გამასხარავების მოთავეა-მობილურ ტელეფონს შეეხება ეს , თანაგუნდელთა ფეხსაცმელს თუ ტანსაცმელს ".
"ბარსას" უცნაურმა წყვილმა ოხუნჯობის იმ დონეს მიაღწია, რომელიც უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი. სწორედ პუიოლმა და პიკემ მოიფიქრეს მსოფლიოს თასის მოგების აღსანიშნავად მადრიდში დაგეგმილი ზეიმის დროს ფაბრეგასისთვის სიურპრიზის მოწყობა- აღტაცებული ხალხის წინაშე, პეპე რეინას მიერ მისი წარდგენის მომენტში თავზე " ბარსას" მაისურის წამოცმა. ამ ოინს მაშინ აღტაცება ყველა მხრიდან ნამდვილად არ მოჰყოლია.
როცა პიკე და პუიოლი "კამპ ნოუს" ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს სათასო მატჩს "სეუტასთან", რომელზეც ისინი არ დააყეეს, პიკე იმ მომენტში აღბეჭდეს ფირზე, როცა ის კლუბის ფიზმომზადების უფროს მწვრთნელს, ხუანხო ბრაუს თავზე მსესუმზირის ნაჭუჭს აყრიდა. როცა ბრაუ ბრაზობდა, პიკე ჩადენილს მის გვერდით მჯდომ პუიოლს აბრალებდა.
ვარჯიშის დროს აუარება რეპლიკისა და სიცილს, ყურში ჩასტვენასა და სხვა სახალისო თამაშს შეიძლება შეესწროთ. ბუნებრივია, მათთვის ჩვეული მაღალი სტანდარტებით სამუშაო დღის ჩატარების შემდეგ, ეს ყოველივე კარგ განტვირთვად და გართობად უნდა ჩაითვალოს.
"უემბლიზე"ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე პიკეს ვთხოვე, მისი პარტნიორის შესახებ ცოტა მეტი მოეთხრო. "ჩვენ უკვე ურთიერთგაგების იმ დონეს მივაღწიეთ, რომ არაფრის თქმა აღარ გვჭირდება - საკმარისია, ერთიმეორის მზერა ვტყუორცნოთ, რომ უმალ ვხვდებით, ამა თუ იმ სიტვაციაში ვინ რა უნდა მოიმოქმედოს",- მიპასუხა მან. პიკემ ასევე მითხრა რომ ზოგჯერ მისი პარტნიორი ძალიან უჯავრდაბა.
"მახსენდება ერთ-ერთი მატჩი, როცა ოთხი თუ ხუთი ბურთის სხვაობით ვიგებდით და თამაშის დასრულებამდე წუთები რჩებოდა,- პიკე ამ ისტორიის მოყოლისას სულ იცინის. ჩვენი მოწინააღმდეგე დაშავდა და საკაცე რომ მოჰქონდათ, მისი მდგომარეობის გასარკვევად მივუახლოვდი. ამ დროს პუიმ დამიყვირა, რომ სჯობდა, ჩემი საქმისთვის მიმეხედა. ქორივით დამაცხრა და მიყვიროდა, რომ ჩემი პოზიციისკენ, უკან დამეხია და კონცენტრაცია მომეხდინა. ის არასდროს დუნდება".
ცხადია, ეს სცილდება შეხუმრებულ ურთიერთობას, რომელიც ამ უცნაურ წყვილს ერთიმეორესთან აკავშირებს. პიკე ადასტურებს , რომ როცა შენი გუნდი ჯადოსნურ ფეხბურთს თამაშობს , შენ კი ამაში მნიშვნელოვანი წვლისლის შეტანა იშვიათად გიწევს, თამაშზე კონცენტრაცია გარკვეული გამოცდის მნიშვნელობას იძენს. მან კარგად იცის, რომ გონების გაფანტულობა ახასიათებს, გარდა ამისა, არ აპირებს სოლიდურ ასაკამდე თამაშის გაგრძელებასა და გამუდმებით ერთი და იმავეს აკეთებს. როცა იცი, რომ უეჭველად მოიგებ, თამაშობ განმეორებით მატჩს, პირველში ანგარიშით 5-1 გამარჯვების შემდეგ, ისეთი მატჩის დროს, როგორიც საშინელ მინდორზე თამაშია,- ძნელია, თავი გამოიდო და ამგვარი გამოცდა ყოველთვის უზადოდ ჩააბარო.
"კონცენტრაცია კარგი თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ზოგჯერ ამისთვის საკუთარ თავთან შებრძოლებაც მიწევს. ვუყურებ რაიან გიგზს, რომელიც 37 წლის ასაკშიც თამაშობს, და ჩემს თავს ვეკითხები , - ნეტავ, რომელი პლანეტიდანაა ? ან პუიოლის მაგალითი ავიღოთ, რომელიც თოთოეულ მატჩს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისე თამაშობს. როცა მას ვუყურებ, გულში ვფიქრობ ხოლმე :"მოეშვი, მეგობარო, მოდუნდი ".
პუიოლსა და პიკეს, როგორც ფეხბურთელებს, მეტი საერთო აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი. ორივე დაბადებიდან ათლეტია, ორივე საუცხოო საფეხბურთო თვისებებით გამოირჩევა, ორივე უდიდესი ძალით მიისწრაფვის გამარჯვებისკენ და ამას განუმეორებელ, "ბარსასთვის" ჩვეულ სტილში ახერხებს.
და მაინც, შრომა, რომელიც მათ საკუთარი კარიერის ასაგებად ჩადეს და კვლავაც გამუდმებით დებენ, ალბათ მთავარ როლს ასრულებს იმწარმატების მიღწევაში, რომელიც მათ თან სდევს.
2010 წლის მსოფლიოს თასის ტურნირის დროს ერთ ერთ მიზანს წარმოადგენდა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა ცალ-ცალკე , მწვანე ფონზე იმგვარად გადაღება რომ ყველა მატჩზე, გუნდის შემადგენლობის გამოცხადებისას, სტადიონის ვებერთელა ეკრანზე თითოეულის ჩვენება ყოფილიყო შესაძლებელი.
პირველი პუიოლი უნდა გადაეღოთ რომელიც დიდ მოუსვენრობას იჩენდა:
მზად ხართ ?
არ შეგვიძლია, დავიწყოთ ?
ცოტა დავუჩქაროთ რა .
ზრდილობა ლამის მუთმენლობამ გადაფარა. ამასობაში , მას შემდეგ , რაც რამდენჯერმე გაუმეორეს რომ არც საათები და არც სამკლაურები არუნდა კეთებოდათ, შესამჩნევი იყო- პუიოლს მისი სახელით გამოშვებული საათების ხაზიდან ერთ ერთი ეკეთა. როცა გადაღება დაიწყეს და მენეჯერმა მას შეახსენა რომ საათი მოეხსნა, მენეჯერი იხსენებს რომ წამით გაიფიქრა, ახლა ადგილზევე გამაქრობენ-მეთქი. მერე საქმეში სხვებიც ჩაერთვნენ- პუიოლის თანაგუნდელები მცველის უნებლიე შეცდომას გამოეხმაურნენ და მანაც მორიდებულად გაიღიმა. გადაღებამ არაჩვეულებრივ ატმოსფეროში ჩაიარა . ვეჭვობ, ასეთი ლაღი ადრე ყოფილიყო, სანამ გუნდში მის გვერდით პიკე გამოჩნდებოდა..
დამატებით დროში ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ, ვისენტე დელ ბოსკეს ფეხბურთელებმა ჯილდო აღმართეს და გამარჯვებულთა საპატიო წრე შემოუბინეს მოედანს. გასახდელში დიდი არეულობა იყო, მაგრამ ოპერატორებს ნება მისცეს გადაეღოთ, როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ ფეხბურთელებთან ერთად ესპანეტის დედოფალი და პლასიდო დომინგო.
ახლა კი სევდიან საკითხს შევეხები. 2011-2012 წლის დასაწყიში კარლეს პუიოლი მწყობში დასაბრუნებლად ვარჯიშობდა, მანამდე კი რვა თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ითამაშა, მათ შორის, სულ რამდენიმე წუთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში " უიემბლიზე" 2011 წელს. იმ ზაფხულს მუხლის ოპერაციის შემდეგ, ის ცდილობდა დაბრუნებოდა ჩვეულ დონეს ახალი სეზონისა და მის შემდგომ , ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, რაც სათუო იყო.
ალბათ გამორჩეული ფიზიკური მონაცემებისა და ერთგულების წყალობით, პუიოლი პროფესიონალიზმს უმაღლეს დონეს კიდევ ორ ან სამ სეზონში შეინარჩუნებდა. ტრავმების მიუხედავად, 2011 წლის დეკემბერში საკლუბო მსოფლიო თასი კვლავ "ტარზანმა" კაპიტანმა აღმართა მაგრამ მაინც, ვფიქრობ, პიკე-პუიოლის წყვილის "შემოდგომა" დამდგარი იყო და მალე ზამთარიც დადგებოდა..
წესით პუიოლი მომავალში ბარსას სამწვრთნელო სისტემაში უნდა ვიხილოთ, თუმცა ნაძლევს დავდებ, რომ პირველი გუნდის მწვრთნელობას ჩავის ვერ შეეცილება.
პიკეზე რაღა უნდა ვთქვათ? ის რომ მას კიდევ აქვს დასაწერი საკუთარი ამბავი. "ბარსელონა" მისი კლუბია, ის უსაზღვროდ ბედნიერია იქ ყოფნით და ძალიან გასაკვირი იქნება თუ ის ქვეყნის და კლუბის კაპიტანი არ გახდება. დრო გვიჩენებს დარჩენილ წლებს "კამპ ნოუზე" გაატარებს თუ არა, თუმცა ვფიქრობ, რომ გარემოების სასწორი ოდნავ მაგრამ, ამის, საპირისპირო მხარეს იხრება.
პიკე არ მალავს რომ მას სურს წლების შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდეს და თუ გულით მოინდომებს, ამას მიაღწევს და გამორჩეული პრეზიდენტიც იქნება. შესაძლოა, საფეხბურთო კარიერაც ბარსელონაში დაასრულოს.
ახლა კი "ბარსელონას" უცნაური წყვილის- პუიოლისა და პიკეს შესახებ თხრობას მათი დამსახურების ამსახველი ყველაზე თვალსაჩინო მომენტების გახსენებით დავასრულებ: პუიოლი პიკეს ყურადღების მობყრობისკენ მოუწოდებს ; პუიოლი მსოფლიოს თასის ნახევარფინალში, ფაქტობრივად, როგორც კიბის საფეხურს , ისე იყენებს თავის პარტნიორს, რომ გერმანელთა დაცვაზე მაღლა ახტეს და თავური დარტყმით, გამარჯვების გოლი გააქვს; პიკე იცინის, ყოველთვის იცინის; პიკეს გააქვს გოლი "ბერნაბეუზე" იმ მატჩში, რომელიც "ბარსამ" ანგარიშით 6-2 მოიგო, სანამ პუიოლი მის პოზიციაზე აზღვევდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ, გთხოვთ
დარეგისტრირდეთ საიტზე
სასიამოვნო წასაკითხი იყო ოთხივე ნაწილი, პიკე აუცილებლად ბარსელონაში დაასრულებს კარიერას და მისი პრეზიდენტიც გახდება, პუიოლს იმედია ჩავის თანაშემწედ ვიხილავთ ბარსელონაში...
LukaCule 11 მაი 2018 22:17
ძაან მაგარია იმედია სხვა რამეზეც დადებთ !!
ძალიან კარგი სტატიაა. ბრავო!
--------------------
იცით, რა განსხვავებაა „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის?

„ბარსელონა“ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ლეგენდებს ზრდის და მათ გუნდიდან ფეხზე წამომდგარი აცილებს.
„რეალი“ კი ბიზნეს-გაერთიანებაა, რომელიც ლეგენდებს ყიდულობს და უბრალოდ გუნდიდან ყრის.
gurgenidze 11 მაი 2018 21:22
ციტატა: LIONEL MESSI
ისეთივე მაგარი სტატიაა როგორიც პიკე-პუიოლის დუეტი იყო.

madloba
LIONEL MESSI 11 მაი 2018 21:20
ისეთივე მაგარი სტატიაა როგორიც პიკე-პუიოლის დუეტი იყო.
--------------------
ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.
სატურნირო ცხრილი

N
ფეხბურთელები
1
მესი
14
2
სისტო
9
3
ვასკესი
7
4
ანგელი
7
5
ვასი
7
FACEBOOK
გამოკითხვა